Connect with us

ყვავილები

ხრიკი კარტოფილით მცენარის ქოთნიდან ბოლოფეხიანის მოსაშორებლად

ბევრ ოთახის მცენარეს ზედმეტად მორწყვა არ უყვარს. ასე იმდენად შეიძლება დაზიანდეს, რომ გადარჩენა ვერ შეძლოთ. თან მწერების მთელი კოლონია შეიძლება გაჩნდეს. ეს უარესია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხრიკს, როგორ მოიშოროთ ბოლოფეხიანები ქოთნიდან.

ბოლოფეხიანის გამოჩენა უსიამოვნო მოვლენაა, მაგრამ დროული ჩარევით საკმაოდ სწრაფად მოშორებას შეძლებთ. ეს მწერი ნებისმიერ მცენარეს აზიანებს. მათაც, რომელთაც ტენიანობა დიდად არ უყვართ. გირჩევთ, რომ ეფექტური ხრიკი კარტოფილით დაიმახსოვროთ. აუცილებლად გამოგადგებათ.

ხრიკი კარტოფილით ბოლოფეხიანების მოსაშორებლად

მწერების მოსაშორებლად სხვადასხვა ქიმია შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ასე მცენარე შეიძლება დაზიანდეს, თავად თქვენ მავნე ნივთიერებების შესუნთქვა მოგიწევთ. ხრიკი კარტოფილით უსაფრთხო მეთოდია. უბრალოდ შუაზე გაჭერით. გადაჭრილი თავით ზემოთ მიწაში ჩადეთ. მთელი ღამე გააჩერეთ.

ბოლოფეხიანების უმეტესობა კარტოფილის წებოვან ჭრილზე დასახლდება და მიეკვრება. დილით ბოლოფეხიანები კარტოფილს მოაშორეთ, ახალი ჭრილი გააკეთეთ და ისევ ქოთანში ჩადეთ. ასეთი ხაფანგით ბევრი მწერის დაჭერას შეძლებთ.

ბოლოფეხიანების მოშორებას დიდი დრო არ დასჭირდება, საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხოა. ხრიკი კარტოფილით მწერების მოსაშორებლად ნებისმიერ ქოთანში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთ დღეში მათი კვალიც არ დარჩება!

Advertisement