ყვავილები
ხეხილი კი არა უფლის სასჯელია. მათ დარგვაზე ერთხელ და სამუდამოდ ხელი ავიღე
ხეხილს ნაკვეთზე ლომის წილის დაკავება შეუძლია. ზოგჯერ რთული წარმოსადგენია სახლი ან აგარაკი ერთი ხის გარეშე. არსებობს წესი, რომელი ხის დარგვა სჯობს, რომლის არა? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება თქვენზეა, თუმცა ზოგიერთი მწვანე ნიმუშისთვის შრომა ნამდვილად არ ღირს. რომელ მცენარეებზეა საუბარი და რატომ?
მათ, ვინც ხეხილის გაშენებას ახლა იწყებს, შეიძლება ერთი უცნაურობა შეამჩნიონ. თავიდან ხე თითქოსდა ბაღის საერთო სურათსა და მფლობელის გულში იდეალურად ჯდება. ცოტა ხანში ხე ავადდება, იზრდება, ნაყოფს იძლევა და მესაკუთრის აზრიც შეიძლება შეიცვალოს.
ზოგს საკუთარ ოცნებებში იმედი გაუცრუვდა. როგორც ჩანს, სულ სხვა შედეგს ელოდა. ზოგს ხის დაავადებების მკურნალობა მობეზრდა, ზოგჯერ ხე, თითქოს ჯიბრზე, არ ამოდის. ზოგს ხის გარეგნობა არ მოსწონს. მოკლედ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს.
და მაინც, ეს გამოცდილებაა. ყველა მეაგარაკე მებაღის რთულ გზას დამოუკიდებლად გადის და საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, კონკრეტული ხე მოგწონთ თუ არა. ბაღში დარგავთ თუ არა. ჩვენ მხოლოდ ვიმსჯელებთ, რამდენად ღირს ამა თუ იმ ხის დარგვა.
ჩიტების ფავორიტი
რა თქმა უნდა, ალუბალზე ვსაუბრობთ. დღეს ალუბლის ბევრი სახეობა არსებობს, რომელიც თქვენს ნაკვეთზე შეგიძლიათ დარგოთ. კლიმატი, ამინდი, რელიეფი უნდა გაითვალისწინოთ. მთლიანობაში, საკმაოდ ნაყოფიერი ხეა. ეს მოსავალი სადღაც უნდა წაიღოთ. მაგალითად, დააკონსერვოთ, რომ ზამთარში გემრიელი ხილი მიირთვათ.
თუ ეს ხილი დიდი რაოდენობით არ გჭირდებათ, დაფიქრდით. ღირს მისი დარგვა ნაკვეთზე? მით უფრო, ალუბალი თითქმის ყველა მფრინველს უყვარს. მთელი ეს მფრინავი ბრბო თავზე დაგაჯდებათ, სანამ ბოლო კენკრას არ შეჭამენ. ალუბალი სპეციალური დამუშავების გარეშე ავადდდება და მავნებლები მარტივად აზიანებს. ამ ვარიანტზე კარგად დაფიქრდით.
პატარა, მაგრამ შორეული
ციცქნა თუთა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. იმუნიტეტზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ძვლოვან ქსოვილზე, სისხლძარღვების და კანის კედლებზე დადებითად მოქმედებს. მშობლები შვილებს მის ჭამას ტყუილად არ ურჩევდნენ.
ხშირად ამ ხეს ნაკვეთზე სწორედ ნოსტალგიის გამო რგავენ. რამდენად მომგებიანია? თუთას შეგროვება მარტივი არაა. მის ხელით შეგროვებაზე ბევრ დროს დახარჯავთ ან საფენის ქვეშ ხის შენჯღრევა მოგიწევთ, რომ პროცესი დააჩქაროთ. მოკლედ, კარგად დაფიქრდით, სანამ თუთას ნაკვეთზე დარგავთ.
საინტერესო ვარიანტი
თქვენს ბაღში კიდევ ერთი ახალბედა შეიძლება გახდეს დიუკი. ეს ალუბლის ჰიბრიდია, რომელიც ინგლისში მე-18 საუკუნეში გამოიყვანეს და „მაისის ჰერცოგი“ (May Duke) უწოდეს. სიცივის და სხვადასხვა დაავადებების მიმართ საკმაოდ გამძლეა. ხე მე–2-3 წელს უკვე ნაყოფს იძლევა. ბევრი და მსხვილი ნაყოფი აქვს.
გაითვალისწინეთ, დიუკის ნაყოფის გემო ყველას შეიძლება არ მოეწონოს. ცოტა მჟავე გემო აქვს. თუ ტკბილი ნაყოფის გასინჯვა გსურთ, შეიძლება დიუკი არ მოგეწონოთ. თუმცა სჯობს ჯერ გასინჯოთ და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოთ.
ხეხილი ბაღში
როგორც უკვე მიხვდით, ნერგის შეძენამდე მის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიიღოთ. რით ავადდება, როგორ უმკურნალოთ, რამდენ ნაყოფს იძლევა, როგორი გემო აქვს, სად სჯობს დარგვა. უკეთესია, თუ ხის დარგვას სერიოზულად მიუდგებით, რომ შემდეგ არ მოჭრათ და ნაგავში არ გაუშვათ.
კარგად დაფიქრდით, როგორ სჯობს ხეების გადანაწილება თქვენს ნაკვეთზე. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ ნერგს მომავალში დიდი სივრცე დასჭირდება, ასე რომ მჭიდროდ არ დარგოთ. შეარჩიეთ კულტურები, რომლებიც თქვენს კლიმატსა და მიწაზე თავს ორგანულად იგრძნობს. გაითვალისწინეთ, სად არის მზიანი მხარე, სად ჩრდილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძველმა მეზობლებმა ახლების ზრდას ხელი არ შეუშალონ.
თქვენ რომელ ხეხილს ზრდით? არის ხე, რომელმაც იმედი გაგიცრუათ? დარგავთ ხელმეორედ? გაგვიზიარეთ თქვენი პირადი გამოცდილება.