Connect with us

სხვა

ხელსაქმე ჭიქებით

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგწონთ ხელნაკეთი ნივთები, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოა როდესაც ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნი. ასევე ვიცით ისიც, რომ სამსახურის და სახლის საქმის შემდეგ ქალს შეიძლება ჭიქის გატეხვამაც კი გაუფუჭოს ხასიათი.

თუკი ასეთი რამ მოხდა ნუ იჩქარებთ გაბრაზებას, დაღონებას და ჭიქის გადაგდებას… საფერფლის გარდა,  რამდენიმე ჭიქით და ცოტა კრეატიულობით შეიძლება ყულაბაც გააკეთოთ და აი ამის დასტურიც:

იმისთვის, რომ ფანქრებისთვის, კბილის ჯაგრისებისთვის ან საშანდლედ განკუთვნილი ჭიქა გავაკეთოთ დაგჭირდებათ: მაკრატელი, წებო, მაქმანი და ლენტები, ხელოვნური ყვავილები და მძივები. თუმცა უპირველესად საჭიროა თვითონ ჭიქა საფუძვლიანად გაწმინდოთ.

მას შემდეგ რაც ჭქას ბრტყელტუჩათი გაასუფთავებთ, ფრთხილად მოაცილეთ ყურის ნარჩენები, შემდეგ გაფხიკეთ, გაუსწორეთ არათანაბარი ადგილები ყურის ადგილას, თუ ჭიქაზე ნახატი არ მოგწონთ შეგიძლიათ გადაღებოთ ნებისმიერი თბილი ტონალობის ფერზე.

როდესაც გაშრება დაიწყეთ ჭიქის გაფორმება თქვენი გემოვნებით – მოსართავების დასაწებებლად კი გამოიყენეთ ცხელი წებოს პისტოლეტი. ფანქრების ჭიქა ყვევილებიანი მაქმანით მოვრთეთ, ჯერ წებო წავუსვით, შემდეგ კი მაქმანი შემოვახვიეთ.

კბილის ჯაგრისების ჭიქა მაქმანებით და წვრილი მძივებით გავაფორმეთ, წებოს გარდა აპლიკაციებს მეტი სიმყარისთვის უნივერსალური ლაქი გადავუსვით. შანდალი კი ბჭყვიალებით და პეპლებით გავაფორმეთ. იმისთვის რომ უფრო მყარად დამაგრდეს – სანთელი ოდნავ შეალღვეთ და შემდეგ ჩასვით მასში.

ნუ შემოიფარგლებით დეკორის ამ იდეებით, ნუ შეიზღუდავთ თავს, ამ სტატიაში ნახეთ თუ როგორ მოვრთეთ ჩვენ ჭიქები, თქვენ კი ფანტაზია და კრეატიულობა გამოიყენეთ და თქვენს ნივთებს რომელსაც დანიშნულებისამებრ აღარ იყენებთ – მეორე სიცოცხლე აჩუქეთ, ხელნაკეთი ნივთები ხომ ყველა ოთხს უხდება.