Connect with us

ყვავილები

ხეებს ფოლგა შემოახვიეთ: გამოცდილი მებაღეების დამაინტრიგებელი მეთოდი

ყველა მებაღე ჭიანჭველების პრობლემას აწყდება. ამ მწერების შემოსევა დიდ პრობლემებს იწვევს. თავად ნერგების ფესვების და მწიფე ნაყოფის ჭამაზე უარს არ ამბობენ, თან ბუგრების მთელ რიგს ასახლებენ. ბუგრებს კი დროული ჩარევის გარეშე შეუძლია მცენარე ფოთლის გარეშე დატოვოს. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ გამოცდილი მებაღეების საინტერესო მეთოდს ჭიანჭველების და ბუგრების მოსაშორებლად.

ამ შემთხვევაში მხოლოდ ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებები დაგეხმარებათ, მაგრამ მოსავლის მომწიფების პერიოდში მათი გამოყენება არ შეიძლება. წებოს ქამარი კი ეფექტური არაა. პრობლემის გადაჭრა მარტივად შეიძლება. უბრალოდ ფიზიკური დაბრკოლება გააკეთეთ. ასე ჭიანჭველები და ბუგრები ხეზე ვერ ავლენ. დაგჭირდებათ გრილის სქელი ფოლგა.

როგორ მოვაშოროთ ხეებს ბუგრები და ჭიანჭველები

გადაჭერით იმდენი ფოლგა, რომ ხეს კარგად შემოახვიოთ. ეს თვალით გააკეთეთ ან ლენტით ან სანტიმეტრით გაზომეთ.

ფოლგის ერთი მხარე სიგრძეში 90 გრადუსიანი კუთხით გადაკეცეთ, კუთხიდან 2 სმ–ს დაშორება საკმარისია. ასე ბარიერს შექმნით. გადაკეცილი კუთხე რამდენიმე ადგილას ჩაჭერით. ასე ბარიერი ხეზე შემოხვევისას ფორმას არ შეიცვლის.

ახლა ფოლგის კონსტრუქცია გადაკეცილი კუთხით ზემოთ ხეს შემოახვიეთ. ფოლგა ხის ტანს კარგად მიაკარით, რომ ჭიანჭველა ფოლგის ქვეშ ვერ გაძვრეს. გირჩევთ, კანაფით დააფიქსიროთ.

თუ ხეზე ბუგრები უკვე არის, მათ მოშორებას ბაღის კალიუმის საპნისა (მწვანე საპონი) და ნაცრის ხსნარით მარტივად შეძლებთ. საშუალება მცენარეებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ მავნებლებს ანადგურებს.

უცნაურია, მაგრამ ჭიანჭველებს ამ გადაკეცილი ფოლგის გადალახვა არ შეუძლია. ახალი ადგილის პოვნა მოუწევს და იმედია, ისევ თქვენს ნაკვეთზე არა. დანარჩენ მცენარეებსაც ყურადღება მიაქციეთ, ისინიც შეიძლება ამ მავნებლების მსხვერპლნი გახდნენ. პირველივე ნიშნებზე აქტიურად იმოქმედეთ.