Connect with us

ჯანმრთელობა

ხახვი და ნიორი კანის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ

კანის სოკოვან დაავადებებს (დერმატომიკოზი) ბევრი უსიამოვნება მოაქვთ: ქავილი, აქერცვლა, შეშუპება, მათგან გათავისუფლება კი მარტივი არ გახლავთ, საჭირო მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში კი სოკო ქრონიკულ სახეს იღებს. არსებობს ბევრი თანამედროვე და ეფექტური პრეპარატი სოკოს წინააღმდეგ, მაგრამ ხალხური მედეიცინის მომხრეები მარტივ, ხელმისაწვდომ, ნატურალურ და მრავალჯერ გამოცდილ ხახვისა და ნიორის რეცეპტებს არჩევენ.

მალამო ხახვის ფოჩებისგან

ხახვის გამშრალი ფოჩები დაფხვენით და კარგად აურიეთ კარაქთან, პროპორციით 2:3. შეიძლება 1 წილი დაფხვნილი კალენდულას ან გვირილის ყვავილების შერევაც. ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში მალამო ყოველ საღამოს შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებში (ცხელ წყალში კარგად დაბანილ და საგულდაგულოდ გამშრალებულ ფეხზე). იმკურნალეთ გამოჯანმრთელებამდე.

ნივრის ნაყენი სოკოს წინააღმდეგ

350 გრამი გასუფთავებული ნიორის კბილი გახეხეთ, ჩაყარეთ მუქ შუშის ბოთლში და დაასხით 0.5 ლიტრი არაყი (შეიძლება 70%-იანი სპირტის გამოყენება). შეფუთეთ და 10 დღის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას დააყენეთ. შემდეგ გაწურეთ. კანისა და ფრჩხილის სოკოვანი დაავადებების შემთხვევაში დაზიანებული ადგილები ნაყენით – დღეში ერთხელ გაისუფთავეთ. თუ ნაყენის დამზადებისთვის სპირტი გამოიყენეთ, საშუალება 1:1 პროპორციით წყალთან შეაზავეთ.

მალამო ნივროთ სოკოს წინააღმდეგ

ნიორის გასუფთავებული კბილი დანაყეთ ან გახეხეთ წვრილ სახეხზე და საგულდაგულოდ შეურიეთ კარაქს – 1:1 პროპორციით. კანის სოკოვანი დაავადების დროს დაზიანებულ ადგილებზე ყოველდღიურად დაიდევით მალამო წასმული სახვევი და მთელი დღით დაიტოვეთ. მეორე დღეს ის ახლით ჩაანაცვლეთ. იმკურნალეთ გამოჯანმრთელებამდე.

ხახვის წვენი სოკოს წინააღმდეგ

გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ ხახვი, გამოწურეთ წვენი. წაისვით სოკოთი დაზიანებულ ადგილებზედღეში ერთხელ. წვენს ნუ შინახავთ, გამოიეყენთ ახალდაწურული წვენი. იმკურნალეთ სრულად გამოჯანმრთელებამდე.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.