ყვავილები
ხახვის აღერება: როგორ ავიცილოთ თავიდან და გადავარჩინოთ მოსავალი
ხახვს საკუთარ ნაკვეთზე თითქმის ყველა მებოსტნე ზრდის. საკმაოდ უპრეტენზიო ბოსტნეულია. ზოგჯერ მისი გაზრდისას ჩნდება სერიოზული პრობლემა, რომლის მოგვარება ყველას არ შეუძლია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გააკეთოთ, თუ ხახვი ამოიღერა.
როცა ბოსტნეულმა კვირტობა დაიწყო, დაუყონებლივ რეაგირება უნდა მოახდინოთ. თუ მომენტს გაუშვებთ, კარგ მოსავალთან დამშვიდობება მოგიწევთ. ხახვი ზრდას შეწყვეტს და მთელ ძალას ყვავილის ყუნწის ფორმირებაზე დახარჯავს.
რა გავაკეთოთ, თუ ხახვი ამოიღერა
პროცესის საფრთხე
ყველა მებოსტნემ უნდა იცოდეს, რომ ხახვის დაწყებულ აღერებას მთელი მოსავლის განადგურება შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ჩოყი არის ყვავილის ყუნწი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ თესლს იღებს. მცენარეს სათანადოდ ფორმირებაში ხელს უშლის. ხოლო ბოლქვებს განვითარების საშუალება არ აქვს. თუ ბოსტნეული ჯერ კიდევ ფორმირდება, ბევრად მცირე იქნება, ვიდრე შესაძლებელია.
როგორ ავიცილოთ თავიდან
ხახვის აღერების თავიდან ასაცილებლად დარგვის წინ დაიცავით შემდეგი წესები:
- სათესლე ხახვის შენახვა. ტემპერატურას და ტენიანობას ყურადღება მიაქციეთ. სათესლე ხახვი მისთვის აუცილებელ პირობებში უნდა ინახებოდეს. ტემპერატურა უნდა იყოს 0 გრადუსი, ტენიანობა – მინიმუმ 90%.
- დარგვის ვადები დაიცავით. ხახვი მხოლოდ კარგად გამთბარ მიწაში უნდა დარგოთ.
- სწორი დამუშავება. დარგვამდე სათესლე ხახვი მოამზადეთ. მარილში ჩაალბეთ ან გააცხელეთ. პირველი ვარიანტი უფრო სწრაფია. 1 ლ სუფთა წყალს 30 გ მარილი დაუმატეთ. სათესლე ხახვი მიღებულ ხსნარში 3,5 საათი გააჩერეთ, შემდეგ გააშრეთ.
ხახვის აღერება: შემდგომი მოქმედებები
თუ ხახვმა კვირტები უკვე გამოიღო, დაუყონებლივ მოაშორეთ, სანამ ყვავილებად გადაიქცევა. გახსოვდეთ, რომ გამოშვებული ჩოყები ბოსტნეულს ართმევს საკვებ ნივთიერებებს, რომელიც ზრდისთვის სჭირდება. ძირთან ახლოს მოწყვიტეთ. ჭრილს მარილი მოაყარეთ, რომ სწრაფად შეხორცდეს.
გამოცდილი მებოსტნეების აზრით, ჩოყების გამოჩენისას მორწყვა უნდა გააძლიეროთ. ამ პროცესის დაწყებას სწორედ მორწყვის დეფიციტი იწვევს. შუა ივნისამდე (ბოლქვის ფორმირების პერიოდში) მცენარე ძალიან ინტენსიურად უნდა მორწყათ.
გადაჭრილი ჩოყები არ გადაყაროთ. სხვადასხვა კერძში (რაგუ, სალათა) გამოიყენეთ. ღვეზელის შიგთავსს შეგიძლიათ დაუმატოთ ან უბრალოდ ზამთრისთვის გაახმოთ.