Connect with us

საკითხავი

ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გამოყენების 9 ხრიკი, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ

ჭურჭლის გარეცხვის გარდა ჩვეულებრივ ღრუბელს უამრავი სხვა გამოყენებაც აქვს. ის იაფია და დიასახლისს ყოველთვის ხელთ აქვს. ნახეთ, 9 ხრიკი, თუ როგორ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი.

ღრუბელი ფრჩხილის ლაქის მოსაშორებლად გადააქციეთ

ფრჩხილის ლაქის ზოგიერთი სახეობა (მაგალითად, ბზინავები) ბამბის დისკით რთული მოსაშორებელია. აქ ღრუბელი დაგეხმარებათ. შუაზე გაჭერით, მილისებრად დაახვიეთ და სუფთა ქილაში მოათავსეთ. ღრუბელი ლაქის მოსაშორებელი სითხით გაჟღინთეთ. ბამბის დისკებით ტანჯვა აღარ დაგჭირდებათ.

ეთერზეთი დაუმატეთ

ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს კარგი სურნელი რომ ჰქონდეს, რამდენიმე წვეთი პიტნის, ლიმონის ან ევკალიპტის ეთერზეთი დაუმატეთ. არომატის გარდა ეთერზეთი ბაქტერიებს გაანადგურებს. ასე ორმაგ სარგებელს მიიღებთ.

მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ

მიკროტალღური ღუმელი შიგნიდან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე რომ გაწმინდოთ, ღრუბელი დაასველეთ, ღუმელში შედეთ და 3-5 წუთით ჩართეთ. ორთქლი საკვების და ცხიმის ნარჩენებს დაარბილებს და კედლებიდან მათ მოშორებას მარტივად შეძლებთ.

ღრუბელს წებო დაასხით

ეს მეთოდი პატარა ბავშვების დედებს, ძიძებს, აღმზრდელებს და მასწავლებლებს გამოადგებათ. თუ რაიმე პროექტისთვის მიწებება არის საჭირო, წინასწარ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი წებოში ჩაალბეთ. ღრუბელი პლასტმასის კონტეინერში მოათავსეთ, წებო დაასხით და თავსახური დაახურეთ. ცოტა ხანში ღრუბელი წებოს შეიწოვს და ბავშვებს ქაღალდზე მისი წასმა გაუადვილდებათ. არანაირი უწესრიგობა და წებოს წვეთი მაგიდაზე, სკამსა და ტანსაცმელზე.

გაყინეთ

ღრუბელი გამაგრილებელი ელემენტის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ტრანსპორტირებისას ახალი პროდუქტის დიდხანს შენახვა გსურთ. ღრუბელი ცივ წყალში დაასველეთ, პლასტმასის პაკეტში მოათავსეთ და ღამით მაცივარში შეინახეთ.

რთულად მისაწვდომი ადგილების გასაწმენდად გამოიყენეთ

რთულად ხელმისაწვდომი ადგილების გასაწმენდად სპეციალური ჯაგრისის ნაცვლად შეგიძლიათ ასეთი საშუალება გამოიყენოთ: სამზარეულოს მაშა აიღეთ და რამდენიმე ღრუბელი რეზინით მიამაგრეთ ან ღრუბელი შუაზე გაჭერით და მაშაში მოათავსეთ. ამ საშუალებით მტვრიან ვენტილიატორს, ჟალუზს და ბატარეას სწრაფად გაწმენდთ.

სარეცხად გამოიყენეთ

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სპეციალურ სალფეთქს ჩაგინაცვლებთ, რომელსაც რეცხვის დროს ბუმბულის ცვენის, სტატიკური ელექტროობის, ცხოველის ბეწვის და ნაცრისფერი ნადების თავიდან ასაცილებლად იყენებენ. 1 ვედრო წყალს თეთრეულის კონდიციონერი დაუმატეთ, ღრუბლები წყალში მოათავსეთ და თავსახური დაახურეთ. რეცხვის დროს თითო ღრუბელი გამოიყენეთ, როგორც საჭიროა გაწურეთ და ტანსაცმელთან ერთად სარეცხ მანქანაში მოათავსეთ. გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ კვლავ ვედროში მოათავსოთ. ისეთივე კარგ შედეგს მიიღებთ, როგორც სპეციალური სალფეთქის გამოყენებით, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს.

თმა დაიხვიეთ

ჩარმი ჯეინის, ბლოგერის წყალობით გავიგეთ, თუ როგორ დავიხვიოთ თმა რბილი დასახვევის ნაცვლად ღრუბლით. ღრუბელი ჰორიზონტალურად დაიჭირეთ, მასზე თმის ნაწილი დაიხვიეთ, შემდეგ ორად გაკეცეთ და რეზინით დაამაგრეთ. დილით მდიდრულ ხვეულებს მიიღებთ.