Connect with us

ჯანმრთელობა

ჭარხალი ქოლესტერინის წინააღმდეგ. სუპერ ბოსტნეული ძლიერი ჯანმრთელობისთვის

როდესაც ქოლესტერინი მაღალია და ჭარბი წონის პრობლემა გაქვთ, ან ათეროსკლეროზი გაწუხებთ, შეგიძლიათ მასთან წინააღმდეგობის გაწევა ჩვეულებრივი ჭარხლით დაიწყოთ – უზმოზე 100 – 150 გრამი ნაყოფი მიიღეთ. ის ნატრუმს და კალციუმს შეიცავს და ამ წითელი ბოსტნეულის მიღებიშ შემდეგ ორგანიზმი აქტიურად იწყებს ჭარბი კალცისგან გათავისუფლებას, ჭარბი კალცი ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქების რაოდენობის ზრდას.

სისხლძარღვების გამაგრებას ხელს ჭარხალში შემავალი იოდიც შეუწყობს, მასში შემავალი მაგნიუმი კი საუკეთესო მოკავშირეა ტრომბის წინააღმდეგ.

ჭარხლის პექტინები და ბოჭკო ღრუბელის როლს ითამაშებენ რომელიც მთელს ქოლესტერინს შეიწოვს და მას ადამიანის ორგანიზმიდან გამოიტანს – ბუნებრივი, უვნებელი გზით. გარდა ამისა, ჭარხალში ჩვენთვის აუცილებელი მიკროლემენტებია რომლებიც თბო დამუშავებისას თითქმის არ ზიანდება, გარდა იმისა, რომ ისინი კუჭ – ნაწლავის პრობლემებისას დაგეხმარებიან, წინ აღუდგებიან თრომბოფლებიტის განვითარებასაც.

უკუჩვენებები:

  • ჭარხალი კატეგორიულად არ შეიძლება დიაბეტიანებისთვის (შაქრის მაღალი შემცველობა)
  • არ შეიძლება ძლიერი გასტრიტისას (ჭარბი ბოჭკო)
  • პანკრეატიტის გართულების დროს არ შეიძლება უმი ჭარხლის ჭამა (ცოტაოდენი მოხარშულის მიღება შეგიძლიათ)
  • ორგანიზმში კალცის დეფიციტისას (ხელს უშლის მის ათვისებას)
  • ქრონიკული დიარეის დროს (მოქმედებს როგორც გამხსნელი საშუალება)