Connect with us

თავის მოვლა

ჭარბოფლიანობა და უსიამოვნო სუნი მხოლოდ ამ დეოდორანტით დავამარცხე. უბრალოდ შეურიეთ ნატურალური ინგრედიენტები ერთმანეთში

დეოდორანტის რეცეპტი, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ, მასწავლა ოფისის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც ჭარბი ოფლიანობის პრობლემები აქვს. ქარხნული დეოდორანტები, მათ შორის, ნატურალურად წოდებულნიც კი, შეიცავს ანტიპერსპირანტებს, ანუ ნივთიერებებს, რომლებიც ოფლის გამოყოფას უშლის ხელს. ანტიპერსპირანტების გამოყენება ორ საფრთხეს გულისხმობს:

  1. ყველა მათგანი შეიცავს ალუმინს. ჩვეულებრივ, დეოდორანტს იღლიის მგრძნობიარე კანზე ვისვამთ, სადაც, კანის ზედაპირთან ახლოს, განლაგებულია ლიმფური კვანძები და ალუმინის სიჭარბე ამ ზონაში ზრდის ზოგიერთი საშიში დაავადების განვითარების რისკს.
  2. ანტიპერსპირანტები ანელებს ოფლდენას, რაც ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ოფლდენა უზრუნველყოფს თერმორეგულაციას, არეგულირებს უჯრედებში წყალ-მარილის ბალანსს, გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და ხელს უწყობს კანის ლოკალური იმუნიტეტის გაჩენას.

თუმცა, ოფლდენას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს – უსიამოვნო სუნი. თუ შინ ხართ, შხაპის მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუმცა, როცა რვასაათიანი გრაფიკით მუშაობთ ოფისში, დგება მომენტი, როცა თქვენს სხეულს ცუდი სუნი უჩნდება, რაც უამრავ პრობლემას იწვევს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ეფექტური, ნატურალური დეოდორანტის მომზადება საშინაო პირობებში.

ამ რეცეპტის ავტორმა უამრავი ნაყიდი და შინ მომზადებული დეოდორანტი გამოსცადა, თუმცა, მხოლოდ ქვემოთ მოცემული რეცეპტით მიიღო სასურველი შედეგი. მას უკვე რამდენიმე წელია, რაც იყენებს.

გაფრთხილება!
ნუ გამოიყენებთ ამ საშუალებას, თუ თქვენი კანი მარტივად ღიზიანდება ან მეტისმეტად მგრძნობიარეა საკვები სოდის მიმართ. შეგიძლიათ, სოდა arrowroot-ის(არორუთის) ფხვნილითაც ჩაანაცვლოთ – იგი აფთიაქებში იყიდება.

ინგრედიენტები

  • ¼ ჭიქა საკვები სოდა
  • ¼ ჭიქა ქოქოსის ზეთი
  • 5 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი

დეოდორანტის მოსამზადებლად, ასევე, დაგჭირდებათ საზომი ჭიქა, მოსარევი კოვზი და თავსახურიანი ჭურჭელი, რომელშიც მზა პროდუქტს შეინახავთ.

ნატურალური დეოდორანტის მომზადება

1. შეურიეთ სოდა და ქოქოსის ზეთი თანაბარი რაოდენობით.

2. დაუმატეთ ეთერზეთიც. თუ უფრო მძლავრი სურნელის მიღება გსურთ, შეგიძლიათ, ეთერზეთის რაოდენობა გაზარდოთ.

3. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოათავსეთ იმ ჭურჭელში, რომელშიც დეოდორანტს მუდმივად შეინახავთ.

სულ ესაა, თქვენი დეოდორანტი მზადაა! შეინახეთ მაცივარში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კონსისტენცია ჰაერის ტემპერატურის მიხედვით შეიცვლება.

როგორ გამოვიყენოთ ნატურალური დეოდორანტი

დაიტანეთ დეოდორანტი იღლიის სუფთა კანზე, წრიული მოძრაობებით. ასევე, მისი გამოყენება ტანის კრემის სახითაც შეგიძლიათ, შხაპის შემდეგ.