Connect with us

საკითხავი

წმინდა მატრონა მოსკოველის ძლიერი ლოცვა ღორმუცელობისგან გაგათავისუფლებთ

სამწუხაროდ, ნაყროვანება არა მხოლოდ ერთ–ერთი ცოდვაა, რომელიც უფალს გვაშორებს. ღორმუცელობა იწვევს ბევრ სამწუხარო შედეგს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა დიდხანს მოგიწევთ. მატრონა მოსკოველის სამკურნალო ლოცვა გაუმაძღრობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

მატრონა მოსკოველის ლოცვა სამკურნალოდ

ღორმუცელობა რამდენიმე მიზეზით ხდება. მათი დაყოფა ორ ჯგუფად შეიძლება: ფსიქოლოგიური და ფიზიკური. პირველი ჩვენს ემოციურ მდგომარეობას ეხება. ადამიანი საჭმელში შვებას ნახულობს, როცა ნერვიულობს, ბრაზობს ან სიხარულის სხვა მეთოდით გამოხატვას ვერ ახერხებს.

ადამიანი რაც უფრო ხშირად ცდილობს ჭარბი ემოციების ან ბანალური უსაქმურობის დათრგუნვას, ჩვევა მით უფრო ძლიერდება. ჩვევა ჩვენი ყოფის არსია. მასზე მთელი ცხოვრებაა დაფუძნებული. ჩვევის შეცვლით მთელი ცხოვრების შეცვლა შეგიძლიათ. ზოგი ფიქრობს, რომ თავის შეკავება უაზრობაა, მაგრამ ასე არაა. რაც უფრო იშვიათად აყვებით ცდუნებას, მით უფრო გაგიადვილდებათ ამის გაკეთება.

ერთი ჩვევა შეგიძლიათ მეორეთი შეცვალოთ. მაგალითად, ყოველთვის, როცა მოწყენილი ხართ, არაფერს აკეთებთ ან დეპრესიაში ხართ, წყალი დალიეთ. 1 თვეში შეამჩნევთ, რომ ხელი წყლისკენ თავისით მიიწევს და არა საჭმლისკენ.

მეორე კატეგორიის მიზეზები, თუ რატომ ჭამთ ბევრს, ფიზიოლოგიას უკავშირდება. ყველაფერი მარტივია: რაც უფრო მეტად იტანჯებით შიმშილობით და მორიგი დიეტის დაცვას ცდილობთ, მით უფრო მეტია აფეთქებები. ეს იმის გამოც ხდება, რომ საჭმელს კარგად და ცუდად ყოფთ. დაიმახსოვრეთ, ცუდი საჭმელი არ არსებობს. მხოლოდ ზედმეტი რაოდენობის პროდუქტი არსებობს.

წონის დაკლება და კარგი ფორმის მიღებას მაშინაც შეძლებთ, თუ ყოველდღე სწრაფი კვების პროდუქტებით იკვებებით. საქმე რაოდენობაში და იმაშია, თუ რამდენს მოძრაობთ. ჭამის მრავალფეროვნებაში არ შეიზღუდოთ და ნაყროვანების დონის ზუსტად განსაზღვრა ისწავლეთ. წახემსების ჩვევა მოიშორეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნამდვილ შიმშილს არ გრძნობთ.

მატრონა მოსკოველის ლოცვა ძლიერი მადის დათრგუნვაში და შინაგანი ბალანსის პოვნაში დაგეხმარებათ. მისი დახმარებით სხეულისა და სულის ჰარმონიას მოიპოვებთ. სწორედ ამიტომ, ხშირად გაიმეორეთ.

ლოცვა ღორმუცელობის წინააღმდეგ

ნეტარო დედაო, მატრონა! ჩემი შიმშილი თავშეკავებით გააქარვე და ზედმეტი ხორცი წმინდა წყლით გაადნე. წვეთი წყალი ტუჩებს შეეხება და ჭარბი წონა თანდათან გაქრება. დაე, ასე იყოს. ამინ.

მოგმართავ დედაო, მატრონა მოსკოველო, შეგვეწიე უფლის წინაშე. დამიფარე მტრებისგან და მოაშორე ჩემს ხორცს ნაყროვანება. დამეხმარე დაკლებაში და ავადმყოფობის თავიდან არიდებაში. დაე, იყოს ნება შენი. ამინ.

ლოცვა: ნეტარო დედაო, მატრონა, შეისმინე და შეგვიწყნარე აქ ჩუენცა ცოდუილნი, შენდამი მღაღადებელნი, შეჩვეულო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შეწყნარებად და შესმენად ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა, რწმენითა და სასოებით შენი მფარველობისა და შეწევნისადმი მოლტოლვილთა, სწრაფი შეწევნისა და სასწაულებრივი კურნების ყველასათვის მიმნიჭებელო; დე, ნუ მოგვაკლებ შენს გულმოწყალებას ჩუენ, უღირსთა, ამაო სოფლად მშფოთვარეთ და სულიერ მწუხარებათა შინა ნუგეშისა და თანაგრძნობის და ხორციელ უძლურებათა შინა, შეწევნის ვერსად მპოვნელთა: განკურნე უძლურებანნი ჩუენნი, გვიჴსენ ცდუნებათა და სატანჯუელთაგან ბოროტისა, ძლიერად მბრძოლისა, შეგვეწიე ტვირთვად ცხოვრებისეული ჯურისა და ატანად ცხოვრების მთელი სიმძიმილისა, რათა შევიძლოთ შენარჩუნება ღმრთის ხატებისა, სიცოცხლის ბოლომდე და მარხვა მართლამდიდებული მრწამსისა ღმრთისადმი შეურყეველი სასოებისა და იმედისა და არაფარისევლური სიყუარულისა მოყუასისადმი. შეგვეწიე ამ სოფლიდან განსვლისას, რაჲთა ჩუენცა მკჳდრდთა მას შინა წმიდათა თანა ღირს ვიქმენით მიწევნად სასუფეველსა ცათასა, მადიდებელნი გულმოწყალებისა და სახიერებისა ზეციური მამისა, სამებაში თაყუანისცემულისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე ამინ.

წაიკითხეთ ეს სიტყვები, როცა ზედმეტი ჭამის სურვილი შეგიპყრობთ. ყოველჯერზე, როცა თქვენი სული მაცივრისკენ მიიწევს, კარის გაღებამდე ლოცვა 3-ჯერ წაიკითხეთ. შეგიძლიათ ამობეჭდოთ და მაცივრის კარზე დაამაგროთ.

კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი მოხდენილი ფორმებისა და სტაბილური კვების გეგმისკენ: მადის და შიმშილის გარჩევა ისწავლეთ. შიმშილი ჩვენი საუკეთესო მეგობარია, მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. აი, მადა ათასი მიზეზით ჩნდება: ცუდი განწყობა, გემრიელი გემო მეზობელი საცხობიდან. საკუთარ თავს მხოლოდ შიმშილზე რეაგირება ასწავლეთ და თავად ვერ შეამჩნევთ, რომ ნაკლების ჭამას დაიწყებთ.

Advertisement