Connect with us

საკითხავი

წაბლი, როგორც სარეცხი საშუალება. დროს და ფულს ზოგავს.

წაბლის სეზონი გახურებულია. თუ შესაძლებლობა გაქვთ, დიდი წაბლი ტყეში შეაგროვეთ ან შეიძინეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოიყენოთ წაბლი საყოფაცხოვრებო მიზნით.

წაბლს ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს. საინტერესოა, რომ წაბლი ტანსაცმლის სარეცხად პირდაპირ სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თვისებებით საპნის კაკალს წააგავს. მასში შედის საპონინის ორგანული ნაერთები, ნატურალური სარეცხი და მაქაფებელი ნივთიერება. ტანსაცმელს ცხიმს, მტვერს და სხვა სახის ჭუჭყს აშორებს. ეფექტური მოქმედებისთვის საპონი უნდა გაათავისუფლოთ.

დაგჭირდებათ:

  • 4-5 კგ წაბლი
  • ჩაქუჩი
  • ტილო
  • ბლენდერი
  • 1 დიდი მინის ქილა

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, წაბლი გადაარჩიეთ. რამდენიმე ცალი ტილოში გაახვიეთ, ჩაქუჩი დაარტყით, რომ დაანაწევროთ. ძლიერი ბლენდერით დააქუცმაცეთ.
  2. ლანგარს პერგამენტი დააფინეთ და წაბლის ფხვნილი მასზე დაყარეთ, ერთ ფენად გაანაწილეთ. აივანზე მზეზე გაახმეთ ან ღუმელი გამოიყენეთ. ტენიანობას ყურადღება მიაქციეთ. მშრალი ოთახი გამოიყენეთ. ღუმელი დაბალ ტემპერატურაზე ჩართეთ.
  3. მზეზე მთელი დღე გასახმობად დატოვეთ. ღუმელში 6-8 საათში მზად იქნება.
  4. წაბლის ფხვნილი მინის ქილაში ჰერმეტულად შეინახეთ. ყველა ზედაპირი, რომელსაც წაბლის ფხვნილის მოსამზადებლად იყენებთ, კარგად გარეცხეთ, თუ შემდეგ მის გამოყენებას საჭმლისთვის აპირებთ.

წაბლის ფხვნილის გამოყენება მარტივია. გარეცხვამდე ნახევარი საათით ადრე 3,5 ს/კ ფხვნილი და 2/3 ჭიქა ცხელი წყალი აურიეთ. შეანჟღრიეთ, სანამ სქელი ქაფი არ წარმოიქმნება. საწურში გადაწურეთ. სარეცხი საშუალება მზადაა. 2–3 რეცხვაზე გეყოფათ.

რეკომენდებულია, რომ ყოველთვის ახალი სარეცხი საშუალება გამოიყენოთ. მხოლოდ რეცხვის წინ მოამზადოთ. წაბლის სარეცხი სითხე მაცივარში მაქსიმუმ 1 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ.

წაბლის ფხვნილის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. თუ დროის დაზოგვა გსურთ, დაქუცმაცებული წაბლი სელის ტომარაში მოათავსეთ.

შემდეგ დოლურაში ტანსაცმელთან ერთად მოათავსეთ და რეცხვის ციკლი ჩართეთ. ნაკლებად ეფექტური მეთოდია და ჩამჯდარ ცხიმს ვერ გაუმკლავდება. თეთრი ნივთების და საცვლების გარეცხვისას წაბლის სარეცხ სითხეს მათეთრებელი დაუმატეთ.

უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს. ოთხად დაჭრილი წაბლი ქილაში ჩაყარეთ და წყალი დაასხით. 1 ღამით გააჩერეთ.

დილით ქილა შეანჟღრიეთ და სითხე სარეცხ მანქანაში სარეცხი ფხვნილის ადგილას ჩაასხით. წინასწარ გადაწურეთ, რომ წაბლის ნაწილები დოლურაში არ მოხვდეს. საკმაოდ სწრაფი მეთოდია და დიდ ენერგიას არ მოითხოვს. თუ წაბლის სარეცხ სითხეს საყვარელ ეთერზეთს დაუმატებთ, ტანსაცმელს სასიამოვნო არომატს შემატებთ.

Advertisement