ჯანმრთელობა
წაბლის ყვავილები სისხლის გასათხელებლად და სისხლძარღვების გასაძლიერებლად
ახლავე უნდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე უკვე 10 წელია თრომბოფლებიტით ცხოვრობს. მეუღლეს ღრმა ვენის თრომბოზი და რამდენიმე ტროფიკული წყლული აწუხებდა, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ სამკურნალო საშუალება, რომელმაც დაავადების რემისიის მყარ ფაზაში შესვლის უფლება მოგვცა. სწორედ ამიტომ, სისხლსა და სისხლძარღვებზე ცხენის წაბლის უპირატესობაზე მინდა გიამბოთ.
საერთოდ, იმუნიტეტს ზრდის, სტრესის მიმართ მდგრადობას აძლიერებს, პანკრეასის მუშაობას აუმჯობესებს და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.
უკუჩვენება
- ცხენის წაბლი სისხლის ცუდი შედედების შემთხვევაში არა სასურველია. ეს ჩემი ვარიანტია, ამიტომ წაბლის ჩაის იშვიათად ვსვამ.
- თირკმლის დაავადების დროს მისი მიღება რეკომენდებული არაა.
- ორსულობის დროს არასასურველია. სავარაუდოდ, სისხლის გათხელების უნარის გამო.
- კუჭის წყლულის დროსაც არ შეიძლება,
- დიაბეტის დროსაც ფრთხილად უნდა იყოთ.
როგორ უნდა შეაგროვოთ და მოამზადოთ
ყველაზე მოსახერხებელია შეაგროვოთ მაშინ, როცა წაბლის ყვავილები გაფურჩქვნას იწყებს. თანაყვავილედი-სანთლები ხელით შეაგროვეთ და პაკეტში ჩაყარეთ. სახლში გაზეთზე გაფინეთ და გააშრეთ. სჯობს ქაღალდის შეფუთვაში შეინახოთ. მე პლასტმასის კონტეინერში ვინახავ.
როგორ გამოვიყენოთ
ადრე ნაყენს ვამზადებდი: სამ ლიტრიან ქილაში ყვავილებს ვყრიდი და 1 ბოთლ არაყს ვასხამდი. ჩემი მეუღლე მანქანას მართავს, ამიტომ ასეთი სამკურნალო საშუალება მოსახერხებელი არაა. თან არაყზე ფულიც დახარჯვაც გიწევთ.
ახლა მარტივად ვამზადებ: 1 ს/კ წაბლის მშრალ ყვავილს 1 ჭიქა წყალი დაასხით. აადუღეთ, როგორც ჩაი. ნახევარი საათით გააჩერეთ. ნახევარი დილით დალიეთ, მეორე ნახევარი საღამოს.
ცხენის წაბლის გამომშრალი ყვავილები
ამბობენ, რომ ასეთი ჩაი წელიწადში 2-ჯერ 2-3 კვირის განმავლობაში უნდა დალიოთ. ჩვენ სერიოზული საფუძველი გვაქვს, რომ ამ სქემას არ მივყვეთ და უფრო ხშირად დავლიოთ. ჩვენ არანაირი სქემა არ გვაქვს: მეუღლე მაშინ სვამს, როცა ახსენდება. გამოდის მკურნალობა შესვენებებით.
მაგრამ! თუ ცხენის წაბლის ყვავილების ნაყენით მედიკამენტების ჩანაცვლებას გადაწყვეტთ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ. ექიმმა იცის, თუ რაზეა საუბარი, რადგან წაბლის ნაყენი ვარიკოზის, თრომბოფლებიტის და სხვა დაავადების დროს ხშირად გამოიყენება.
სხვათა შორის, ნაყენი გემრიელი, ოდნავ მომწაროა, როგორც ჩაი. ასე რომ, შეგიძლიათ ყვავილები ბალახების ნარევს დაუმატოთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.