Connect with us

ყვავილები

ძლიერი კიტრი ოქტომბრამდე. მოსარწყავად ცოცხალი წყალი გამოიყენეთ

ბევრ ჩვენგანს სურს, რომ ზაფხული არასდროს დასრულდეს. განსაკუთრებით მათ, ვინც მებოსტნეობის სიხარული გამოსცადა. მაღაზიის ხილ–ბოსტნეული საკუთარ ბოსტანში მოყვანილ ახალ, არომატულ და სუფთა ბოსტნეულს ვერ შეედრება. სწორედ ამიტომ, გვსურს, რომ კიტრი–პომიდვრის ახალი სალათის სეზონი უფრო დიდხანს გაგრძელდეს. დღეს გასწავლით, როგორ უნდა აიღოთ კიტრის მოსავალი შემოდგომაზე.

როგორც წესი, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეულის ნაყოფიერების სეზონი შუა აგვისტოში სრულდება. პირველი (და მთავარი) საზაფხულო ტალღის შემდეგ მოსავალი ძლიერ სუსტდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დროა სუფრაზე ახალი კიტრის ქონა დავივიწყოთ. პირიქით, თქვენ შანსი გაქვთ, რომ სექტემბერში ან ოქტომბერში ახალი კიტრით ისიამოვნოთ.

შემოდგომის კიტრი: როგორ გავახანგრძლივოთ მოსავლის სეზონი

საზაფხულო მოსავლის აღების შემდეგ სისუსტე ერთადერთი მიზეზი არაა, რის გამოც ღერო ნაყოფიერებას წყვეტს. აგვისტოს დასაწყისიდან მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ცხელ სეზონზე ფესვების ირგვლივ ნიადაგი ძლიერ მაგრდება, მაგრამ გაფხვიერება არ შეიძლება! ფესვების სისტემის დაზიანების რისკი ძალიან დიდია!

ამის ნაცვლად სჯობს კიტრი თბილ წყლით მორწყათ და ნიადაგი ნეშომპალით, კომპოსტით, ტორფით, ნახერხით ან ბალახებით კარგად დაფაროთ. ამას მულჩირება ეწოდება. ის ფესვების სისტემას დაიცავს, მიწის ხარისხს გააუმჯობესებს და ახალი ფესვების გამოჩენას ხელს შეუწყობს.

ახალი ფესვები ზრდას და ნაყოფის მომწიფებას დააჩქარებს. ახლა მთავარია იზრუნოთ გამოკვებაზე. სწორედ მისი დახმარებით შეიძლება აღადგინოთ იმ მიკროელემენტების დეფიციტი, რაც კიტრს ნაყოფიერებისთვის სჭირდება.

თქვენ კალიუმის პერმანგანატი, ე.წ. „მარგანცოვკა“ დაგჭირდებათ. გაოცდებით, მაგრამ მასზე დაფუძნებული ხსნარი კიტრისთვის ნამდვილი ცოცხალი წყალია. შემადგენლობაში შედის ჟანგბადი, კალიუმი და კალიუმის პერმანგანატი, რომლებიც არა მხოლოდ მცენარის გამწვანებას ხელს უწყობენ, არამედ დაავადებებისგან იცავენ. მისი მომზადება ძალიან მარტივია.

0,5 გრ მარგანცოვკა 5 ლ წყალში გააზავეთ. მიღებული საშუალებით ფოთლები ყველა მხრიდან დანამეთ და ფესვების ქვეშ მორწყეთ. რეკომენდებულია, კიტრი შარდოვანით (0,5 ს/კ 10 ლ წყალზე) გამოკვებოთ. ასე კიტრის ღერო გაცოცხლდება და კვლავ მოსავლის რეჟიმზე გადავა.

თუ მარგანცოვკა ხელთ არ გაქვთ, უფრო ძველებური მეთოდიც არსებობს: 1 ნაწილი მჟავე რძე ან შრატი 5 ნაწილ წყალს აურიეთ და თითოეულ ლიტრ ნარევს 3 წვეთი იოდი დაუმატეთ. რა თქმა უნდა, მარგანცოვკით უფრო მარტივი იქნება.

კალიუმის პერმანგანატის ხსნარი მცენარეს არა მხოლოდ გამოკვებას, არამედ ნაცროვანი სოკოს და მცდარი ნაცროვანი სოკოსგან დაიცავს. ისინი ზაფხულის ბოლოს აუცილებლად ჩნდებიან, რადგან მოსავლის აღების დროს ფოთლებზე ბევრი დაზიანება ჩნდება, სადაც სოკოს დასახლება უყვარს. ხსნარი ამ პრობლემას მოაგვარებს და საშუალებას მოგცემთ, დაწყნარებული გულით კიტრი ოქტომბრამდე მოიყვანოთ.