Connect with us

ჯანმრთელობა

ძველი, კეთილი კალიუმის პერმანგანატი: აი, როგორ მკურნალობდნენ ადრე რეკლამის და ძვირადღირებული აბების გარეშე

კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა, ან KMn04) მუქი იისფერი კრისტალის ფხვნილია. ის წყალში კარგად იხსნება და მას იისფრად (ძლიერი გაზავების დროს ვარდისფრად) ღებავს.

მისი დაჟანგვის თვისება მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ინფექციების გასანადგურებლად, კანის და ლორწოვანი გარსის გამოსაშრობად.

სხვადასხვა მიზნისთვის სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარი დაგჭირდებათ:

  • კუჭის გამოსარეცხად 0,01-0,1%-იან წყლიან ხსნარს (მკრთალი ვარდისფერი) ამზადებენ;
  • ჭრილობის დეზინფექციისთვის 0,1-0,5% (ვარდისფერი) ხსნარი დაგჭირდებათ;
  • დამწვრობის და წყლულის დასამუშავებლად 2-5%-იანი (იისფერი) ხსნარი უნდა გამოიყენოთ;

საკვებით მოწამვლა

საკვებით მოწამვლის დროს დაგჭირდებათ, როგორც სადეზინფექციო საშუალება. პაციენტს ღია ვარდისფერ ხსნარს აძლევენ და შემდეგ ღებინებას იწვევენ.

ყურადღება!

ზოგჯერ კალიუმის პერმანგანატის ყველა კრისტალი წყალში არ იხსნება. ამან შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსის დამწვრობა გამოიწვიოს. ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად კალიუმის პერმანგანატის კონცენტრირებული ხსნარი მოამზადეთ, შემდეგ მცირე რაოდენობის წყალი დაუმატეთ. მიღებული ხსნარი აუცილებლად გადაწურეთ.

ბავშვების დასაბანად

დედებმა და ბებიებმა იციან, რომ კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარის აბაზანა ბავშვის ნაზ კანს აშრობს. მთავარია არ გადააჭარბოთ და გახსოვდეთ: საბანაოდ არა KMn04-ის კრისტალი, არამედ ხსნარი გამოიყენება, რომ წყალი არა გაჯერებული, არამედ ღია ვარდისფერი გამოვიდეს.

კონიუნქტივი, ბლეფარიტი

ასეთი კონცენტრაციის ხსნარი თვალის საწმენდად გამოიყენება.

ნაწლავების აშლილობის დროს

დიარეას შესაჩერებლად რეკომენდებულია დილა-საღამოს 1 ჭიქა ღია ვარდისფერი ხსნარი დალიოთ. ჩვეულებრივ ერთი მიღება საკმარისია, რომ უსიამოვნო სიმპტომები გაქრეს.

თუ სახლში მძიმე დაავადებული გყავთ, ამ დროს ჰაერი მძიმე ხდება და ცუდი სუნი აქვს. 1 ჭიქა კალიუმის პერმანგანატის ვარდისფერი ხსნარი ოთახში დადგით. ის უსიამოვნო სუნს შთანთქავს.

თერმული დამწვრობა

დაზიანებულ ადგილას მარგანცოვკის ცივი ხსნარის სახვევს იდებენ. რაც უფრო ძლიერია დამწვრობა, მით უფრო კონცენტრირებული ხსნარი დაგჭირდებათ. ჩვეულებრივ 2-5%-იანი ხსნარი გამოიყენება.

ანგინა, სტომატიტი

მარგანცოვკის სუსტი ხსნარით ყელი დღეში 4-5-ჯერ გამოივლეთ.

ჰაიმორიტი

ცხვირის ნესტოები თბილი, ღია ვარდისფერი მარგანცოვკის ხსნარით გამოივლეთ. ცხვირში რამდენჯერმე ჩაიწვეთეთ. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გაიმეორეთ.

ჩაზრდილი ფრჩხილი

დაავადების პირველი ნიშნების დროს (ცერა თითის დაავადება, ფრჩხილთან წყლულის წარმოქმნა, სისხლი და ჩირქი) თბილი აბაზანა 2-5%-იანი მარგანცოვის ხსნარით გაიკეთეთ. ამის შემდეგ მტკივნეულ თითზე 10 %-ზე სინთომიცინის ემულსია დაიდეთ.