Connect with us

ჯანმრთელობა

ცხიმოვანი მჟავების გიდი: რა განსხვავებაა ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს შორის

ვფიქრობ, ყველას სმენია ომეგა 3–ისა და ომეგა 6–ის შესახებ. უმრავლესობა ჩვენგანი ცხიმოვან მჟავებს საკვებიდან იღებს, ზოგი საკვებ დანამატებს სვამს. თუმცა ყველამ არ იცის, რომ მათ ორგანიზმში ამ ორი მჟავის თანაფარდობა დარღვეულია.

ასეთმა დისბალანსმა შეიძლება განწყობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. მაშინაც კი, თუ კვებას ყურადღებას აქცევთ და რაციონში მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებს რთავთ, ეს ძლიერი ჯანმრთელობის გარანტია არაა. უდავოდ, მნიშვნელოვანია, რომ ომეგა 3 და ომეგა 6 დაბალანსებული იყოს.

რა არის ცხიმოვანი მჟავები

ორი სახის ცხიმოვანი მჟავები არსებობს. ნაჯერი (ადამიანისთვის საზიანოა, ცხოველური პროდუქტები შეიცავს) და უჯერი (პირობითად სასარგებლოა, მცენარეული პროდუქტები შეიცავს). ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ომეგა 3, ომეგა 6 და ომეგა 9.

დავიწყოთ ომეგა 9–ით. ომეგა 9 უჯერი ცხიმოვანი მჟავა ყველაზე გავრცელებულია. გარდა ამისა, ჩვენ ორგანიზმს მისი დამოუკიდებლად წარმოება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ამ მჟავაზე ჩაციკვლა არ ღირს. გირჩევთ, რომ ორ სხვა მჟავას ყურადღება დაუთმოთ.

ომეგა 6 უცვლელია, რადგან ორგანიზმი მის დამოუკიდებლად წარმოებას ვერ ახერხებს. ბევრი ომეგა 6 გვხდება მცენარეულ ზეთებში: მზესუმზირა და სეზამი. შეგახსენებთ, რომ ორგანიზმში ამ ცხიმოვანი მჟავის ჭარბი რაოდენობა სისხლს ასქელებს, იმუნიტეტს არღვევს და ნივთიერებათა ცვლას ანელებს.

ომეგა 3 ყველაზე ღირებული ცხიმოვანი მჟავაა. მის გარეშე ორგანიზმში არც ერთი პროცესი არ ხორციელდება. ომეგა 3 იმუნიტეტს აუმჯობესებს, უჯრედის გარსს აძლიერებს, სისხლძარღვებს აფართოებს, სისხლს ათხელებს, ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, მეხსიერებას აუმჯობესებს. ეს სია კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ.

ისე მოხდა, რომ ახლა ადამიანები საკმარის ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას ვერ იღებენ, ხოლო მათ ორგანიზმში ომეგა 6 და ომეგა 9 ჭარბი რაოდენობითაა. ორგანიზმში ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის ასეთი თანაფარდობა უნდა იყოს: 1:1 ან 4:1.

ცხიმოვანი მჟავის ბალანსის აღსადგენად ომეგა 6–ის მიღება უნდა შეამციროთ და რაციონში ომეგა 3-ით მდიდარი პროდუქტები ჩართოთ. ინტერნეტით შეგიძლიათ მოძებნოთ, თუ რომელი პროდუქტი რამდენ ცხიმოვან მჟავას შეიცავს. აი, რამდენიმე მაგალითი, სადაც ომეგა 3 ბევრად აჭარბებს ომეგა 6-ის რაოდენობას.

ძირითადად, ასეთი თანაფარდობა თევზში გვხდება. მაგალითად, ცისფერი თინუსი ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს 24,5:1 თანაფარდობით შეიცავს, სკუმბრია – 15,2:2. გარდა ამისა, ომეგა 3–ით მდიდარია სელის და ჩიას თესლი, სელის ზეთი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, ნესვი.

რაციონს ყურადღება მიაქციეთ, რომ თავი კარგად იგრძნოთ და ექიმს მხოლოდ ყოველწლიური პროფილაქტიკისთვის მიმართოთ. თუ სისუსტეს გრძნობთ, სავარაუდოდ, საქმე კვებაშია. ჩვენ ხომ ის ვართ, რასაც ვჭამთ.

Advertisement
Advertisement