Connect with us

თავის მოვლა

ცხელი ანტიცელულიტური მასაჟი – ერთადერთი საშუალება რომელიც ნამდვილად მუშაობს

არავისთვისაა საიდუმლო, რომ კოფეინი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა რომელსაც ყველა ანტიცელულიტურ კომპონენტში შეხვდებით. კოფეინი ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, გამოჰყავს ტოქსინები და კანქვეშა ცხიმს ხსნის.

სახლში მომზადებული ანტიცელულიტური საშუალებები შეძენილზე გაცილებით უკეთესია, დღევანდელ სტატიაში სწორედ ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალების მომზადებას გასწავლით, რომელიც ბევრი აქტიური საშუალება შედის კოსმეტიკური არასრულყოფილებების მოსაცილებლად!

შინაურული საშუალება ცელულიტის წინააღმდეგ

ინგრედიენტები:

  • 200-250 მილიგრამი გლიცერინი
  • 5-7 სუფრის კოვზი დაფქული ყავა
  • 5-7 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მშრალი წყალმცენარეები (იყიდება აფთიაქებსა და სწორი კვების მაღზიებში)
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული კოჭა
  • 2-3 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 3-5 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი
  • 1/ს ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 40 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
  • 40 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი

მომზადების წესი:

1. სუფთა და მშრალ ჭურჭელში აურიეთ ყავა, წყალმცენარეები, კოჭა და დარიჩინი. დაუმატეთ გლიცერინი, მჭიდროდ დაახურეთ თავი და 10-14 დღით გააჩერეთ დასაყენებლად. პერიოდულად შეანჯღიეთ და დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ.

2. მირებული სითხე კონცენტრირებული ექსტრაქტია. ის მაცივარში, მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ. მისით ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების გამდიდრება შეიგიძლიათ: ტანის სკრაბების, ლოსიონების, კრემების.

3. აურიეთ ეთერზეთები ზეითუნის ზეთთან, დაუმატე ალეოს გელი და 7-10 სუფრის კოვზი ყავის ექსტრაქტი.

4. მირებული საშუალება შეგიძლიათ ანტიცელულიტური გადახვევების ან მასაჟებისთვის გამოიყენოთ.

კოჭა და დარიჩინი ადგილობრივ გამახურებელ ეფექტს მოგცემთ, გააძლიერებს ქსოვილებში სისხლის ცირკულაციას. აქტიური ინგრედიენტების წყალობით კი ეფექტურობა რამდენჯერმე იზრდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.