Connect with us

ჯანმრთელობა

ცელულიტის ქონა ნორმაა!

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ცელულიტი დაავადება არ არის და მისი ქონა ნორმაა, თუმცა ეს მითი ისევ ცოცხალია და დროა ამას ბოლო მოვუღოთ.

მითი #1 – ცელულიტი დაავდებაა

ზოგიერთი სპეციალისტი ცელულიტს საშინელი სიტყვით – ლიპოსკლეროზით მოიხსენიებს. ექიმების უმეტესობის აზრით, ქალებში მისი გაჩენა ჰორმონი ესტროგენით არის გამოწვეული. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს ნორმალური და ბუნებრივია ქალებისთის, თუმცა ესტეთიურად არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენაა.

მითი #2 – ცელულიტი ასაკობრივი მოვლენაა

არა, ასაკთან ერთად ცელულიტის გაჩენის რისკი არც მატულობს და არც იკლებს! “ფორთოხლის კანი” შეიძლება 15 წლის ასაკშიც შეამჩნიოთდ ა 55 წლის ასაკშიც. რისკი მხლოდ იზრდება თუ გოგონა ცხოვრების არაჯანმრთელი წესით ცხოვრობს. ასევე დამტკიცებულია ცელულიტისა და მოწევის, ასევე მოძრაობის დეფიციტის კავშირიც.

მითი #3 – ცელულიტი მხოლოდ სავსე ქალებს ემართებათ

მსახიობთა სურათები – იდეალური მტკიცებულებაა იმის, რომ ცელულიტს წინ ვერცერთი ასაკი ვერ აღუდგება. იდეალური პროპორციების მოდელებსაც კი აქვთ ცელულიტი!

მითი #4 – დიეტა ცელულიტისგან გაგათავისუფლებთ

სამწუხაროდ ვერა! თუნდაც სრულად გამორიცხოთ ცხიმის, მარილიანის, ცხარისა, ცომეულის, გაზიანის და ტკბილელულის მიღება ცელულიტისგან ვერ გიხსნით. ეს გააუმჯობესებს თქვენი კანის საერთო მდგომარეობას მაგრამ, ცელულიტისგან ვერ გაგათავისუფლებთ.

მითი #5 – ანტიცელულიტური მასაჟი ხსნაა

მასაჟი ნამდვილად ეფექტურია: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანიც მისშემდეგ გაცილებით გლუვად გამოიყურება. თუმცა ეფექტი საკმაოდ მოკლევადიანია და თუ პროცედურების კურსი დასრულდა, ხოლო შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდით, ცელულიტი დაბრუნდებას არ დააგვიანებს! ასე, რომ მასაჟის მუდმივი კეთება მოგიწევთ ან ყველაფრის ისე დატოვება როგორც არის! ვიმეორებთ: სრულიად და სამუდამოდ ცელულიტისგან გათავისუფლება შეუძლებელია.

მითი #6 – ცელულიტის შეჩერება შესაძლებელია

თუნდაც 15 წლის მანძილზე, სპორტით ყოველდღე იყოთ დაკავებული, სწორად იკვებოთ, აკოტროლოთ წონა და შეასრულოთ კოსმეტოლოგების ყველა რეკომენდაცია, გენეტიკური მიდრეკილების ქონის ემთხვევაში მას ვერსად გაექცევით! თუმცა, ტონუსში მყოფ, ნავარჯიშებ, სპორტულ ტანზე ის ნაკლებად იქნება შესამჩნევი.

მითი #7 ცელულიტი გაჟონვაა, ნაკლები უნდა დალიოთ!

ყველაფერი პირიქითაა. რაც უფრო მეტ სუფთა წყალს დალევთ – მით უკეთ ცირკულირდება სისცლი და ლიმფა, მით ნაკლებად არის შესამჩნევი ცელულიტი. მიაქციეთ ყურადღება: სუფთა წყალი!!! გაზირებული, წვენები, ყავა, ჩაი -არ ითვლება.

მითი #8 ჰორმონალური კონტრაცეპივები ართულებენ პრობლემას

სულაც არა! თატანმედროვე თავდაცვის საშუალებები ჰორმონების იმდენად უმნიშვნელო დოზას შეიცვაენ, რომ მას ცელულიტზე არანაირი გავლენა არ აქვთ.

მითი #9 ცელულიტს ლიპოსაქცია მოგაშორებთ

ლიპოსაქცია მოგაშორებთ დაგროვილ ცხიმებს, მაგრამ ვერ შეცვლის კანის სტრუქტურას. უფრო მეტიც, ოპერაციის შემდეგ გართულების გაჩენის შემთხვევაში ცელულიტი შეიძლება უფრო შესამჩნევიც გახდეს.

მითი #10 ყველაფერი მემკვიდრეობითია

სულაც არა! მართალია ზოგიერთი რამ მემკვიდრეობითია, თუმცა დედათქვენს თუ ცელულიტი არ აქვს, იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც არ გექნებათ და პირიქით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.