Connect with us

ყვავილები

ჩაის ფოთლები და კიდევ რამდენიმე ხალხური მეთოდი ბეგონიას გამოსაკვებად

ბეგონია ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია, თუ გსურთ ბინაში ინტერიერს ცოცხალი მცენარეები შემატოთ. როგორც ყვავილების დიდ მოყვარულს, მეგობრებმა ბეგონია მაჩუქეს. ადრე ამ მცენარის მიმართ სტერეოტიპები მქონდა. ვთვლიდი, რომ მისი მოვლა დიდ ძალას და ენერგიას მოითხოვს. ახლა, როცა ბეგონია უკვე მაქვს, მისი მოვლის წესების გაცნობა მომიწია.

ბეგონიას სხვადასხვა შეფერილობის ჯიში არსებობს. ერთი ყვავილის შეძენა საკმარისია, რომ რამდენიმე სხვა ფერის ბეგონიას შესაძენად მაღაზიაში გაიქცეთ. ყვავილზე სწორად უნდა იზრუნოთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ იზრუნოთ ოთახის ბეგონიაზე და როგორ გამოკვებოთ სწორად.

ბეგონიას მოვლა

მცენარემ თავი კარგად რომ იგრძნოს, სამი წესი დაიცავით.

  1. მორწყეთ ფრთხილად.
  2. იზრუნეთ ზრდის შესაბამისად.
  3. შეუქმენით სტაბილური გარემო.

თითოეული დეტალურად განვიხილოთ. მორწყვისას ოქროს შუალედი დაიცავით. ზედმეტად ბევრი ან ნაკლები მორწყვა მცენარისთვის დამღუპველია. ზედმეტი მორწყვით დალპება, ნაკლებით – გახმება. როცა მიწა 2/3 სიღრმემდე გამოშრება, მორწყეთ. ზამთარში 2–ჯერ ნაკლები მორწყვა სჭირდება.

სადგამიდან წყალი მაშინვე გადაასხით. ბეგონიას სისველეში დიდხანს ყოფნას არ უყვარს. დანამვა არ სჭირდება. თოვლისგან ნალღობი ან წვიმის წყალი გამოიყენეთ. წყალი მაქსიმალურად რბილი უნდა იყოს.

მეორე პუნქტია მცენარის ზრდის შესაბამისად მოვლა. პერიოდულად გასხვლა და სწორი ფორმირება სჭირდება. აქტიური ვეგეტაციის პერიოდში ყლორტების სწორად მოჭრა ბუჩქის ზომიერ ზრდაზე გავლენას ახდენს. ფოთლების ცვენა, ახალი ყლორტების გამოჩენის შეფერხება და გაშიშვლება ნიშანია, რომ მცენარეს გაახალგაზრდავება სჭირდება. ამისთვის ძლიერი ყლორტები მცენარეს მოაშორეთ და გადარგეთ ან კალმები გააფესვიანეთ.

მესამე პუნქტი მოიცავს სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. მცენარე რეგულარულად გამოკვებეთ. გაზაფხულსა და ზაფხულში შეგიძლიათ გამოკვებოთ. სასუქი 14 დღეში ერთხელ დაუმატეთ. მხოლოდ თხევადი სასუქი გამოიყენეთ. გასწავლით, როგორ მოამზადოთ სასუქები დამოუკიდებლად.

საფუარი

საფუარის სასუქი ეფექტურობით ძვირიან მინერალურ სასუქს არ ჩამოუვარდება. საფუარში შემავალი ჰორმონები, ციტოკინინი და აუქსინი, ზრდას და განვითარებას ხელს უწყობს. ორგანული ნივთიერებების მინერალიზაცია, ფოსფორის და აზოტის გამოყოფა ჩქარდება.

  • 1 გ მშრალი საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი 1 ლ თბილ წყალში გახსენით.
  • ხსნარი 3 საათით გააჩერეთ.
  • ნარევი წყალში 1:5 თანაფარდობით გააზავეთ, შემდეგ ბეგონია გამოკვებეთ. წელიწადში 5–ჯერ გამოიყენეთ.

ჩაის ფოთლები და ციტრუსის ქერქი

გამოყენებული ჩაის ფოთლები გააშრეთ და მიწას აურიეთ (1:3). მცენარე გადარგვის შემდეგ აქტიურად მორწყეთ. ციტრუსის ქერქიც უნდა გაახმოთ, შემდეგ მდუღარე წყალი დაასხათ. ლიტრიანი ქილა 80%–ით ქერქით გაავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი 1:5 თანაფარდობით გააზავეთ. თვეში ერთხელ მორწყეთ.

სწორი მოვლით დადებითი შედეგი არ დააყოვნებს და ბეგონია თავისი სილამაზით დიდხანს გაგახარებთ.

Advertisement
Advertisement