Connect with us

საკითხავი

შხამი ხელებში: მეცნიერებმა ტყლარწში სახიფათო ნივთიერება აღმოაჩინეს

თანამედროვე ბავშვები და მოზრდილებიც კი ფერადი და სასიამოვნო შეგრძნების გამომწვევი ტყლარწით საათობით თამაშობენ.

ამ წელვად ნივთს ხალხში მეორე სახელს „ხელების საღეჭ რეზინას“ უწოდებენ. სამწუხაროდ,  უჩვეულო სათამაშოს მოყვარულებს სერიოზული იმედგაცრუება ელოდებათ. ის ადამიანის კანისთვის უკიდურესად არასასურველ ნივთიერებას შეიცავს.

ტყლარწს ხელებით არ შეეხოთ!

ექიმებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ „ხელების საღეჭ რეზინასთან“ შეხების შემდეგ ხშირია ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ მძიმეც. საქმე არა მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდ ტყლარწს, არამედ ინტერნეტ ინსტრუქციის ხელმძღვანელობით გაკეთებულ თვითნაკეთ „საღეჭ რეზინასაც“ ეხება. ორივე შემთხვევაში ჯანმრთელობას ერთნაირ ზიანს აყენებთ.

ტყლარწის შემადგენლობის დიდი ნაწილი აბსოლუტურად უსაფრთხო და ნატურალურია. თუმცა წელვადი ეფექტის მისაღწევად ნარევს გამასქელებელს ნატრიუმის ტეტრაბორატს უმატებენ. მისი შეძენა აფთიაქში ურეცეპტოდ შეიძლება.

თავისი არსით, ეს სითხე ქლორჰექსიდინის და ჩვეულებრივი სამედიცინო სპირტის მსგავსი, ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა. მითითებული ნივთიერება ადამიანის კანში აღწევს და ორგანიზმში გროვდება. მისი გამოდევნა კი ძალიან, ძალიან რთულია.

პრეპარატი, რომელიც აშშ-სა და კანადაში ადამიანისთვის პოტენციური საფრთხის შემცველთა სიაშია შესული, გასაყიდი ტყლარწყის შემადგენლობაში შედის.

დასავლეთ ქვეყნების მეცნიერები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ბავშვებს „ხელების საღეჭი რეზინით“ თამაშის უფლება არ მისცენ. მასთან კონტაქტი რაც უფრო ხშირია, ორგანიზმში ალერგიული რეაქციის გამომწვევი რისკი მით უფრო იზრდება. თუ ბავშვს ამის გარეშეც კანის დაავადება და ალერგია აწუხებს, ტყლარწის ხელში აღება აკრძალული უნდა ჰქონდეს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.