ყვავილები
შრომისმოყვარე მეაგარაკე აგიხსნით, რა უნდა გააკეთოთ მარწყვის კვლებში გამოზათმრების შემდეგ
გაზაფხულზე მარწყვის დამუშავება თითოეული მებაღის და მებოსტნის ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა. კარგი მოსავალი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს მფლობელი ნაკვეთზე. დაუთმობს მცენარეებს სათანადო ყურადღებას თუ დასვენებას გადაწყვეტს? Alltime.ge–ს რედაქცია მიგანიშნებთ, როგორ მიიღოთ მარწყვის ხარისხიანი მოსავალი.
მარწყვის დამუშავება გაზაფხულზე
როგორც კი, თოვლი ბოლომდე გადნება და დათბება, მარწყვის ყლორტები მიწიდან ამოდის. მნიშვნელოვანია, რომ კვლები ნებისმიერი ნაგვისგან გაწმინდოთ, რომელიც შეიძლება გასულ წელს დარჩენილიყო. მარწყვს ფოთლები ან ტოტები ფრთხილად მოაშორეთ, რომ ყლორტები არ დაზიანდეს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შემოდგომაზე სჯობს, რომ სხვადასხვა მავნებლის და დავადების გაჩენა არ დაუშვათ.
თუ გაზაფხულზე ფოთლების წმენდისას მარწყვის ყლორტები ძლიერ გაშიშვლდა, მაშინ ფხვიერი მიწა ფრთხილად მოაყარეთ. ზემოდან სპეციალური სასუქი დაუმატეთ, რომელიც მარწყვის ახალგაზრდა ყლორტებს გააძლიერებს. მცენარეს გასული წლის ყვითელი ფოთლებიც მოაშორეთ.
აუცილებლად იზრუნეთ, რომ მარწყვის ბუჩქები თავს ვიწროდ არ გრძნობდეს. უზარმაზარი პლანტაცია, სადაც მარწყვი უწესრიგოდ იზრდება, დიდ და გემრიელ კენკრას ვერ მოგცემთ. თუ მარწყვის სამოთხის შექმნას ახლა იწყებთ, მაშინ მარწყვის ბუჩქებს შორის დისტანცია აუცილებლად დაიცავით.
სასარგებლო სასუქები
გაზაფხულზე ნებისმიერ მცენარეს გამოკვება სჭირდება. სასუქი ეკოლოგიური ან სინთეტიკური შეიძლება იყოს. ბაღისა და ბოსტნის მაღაზიაში მათ შესახებ უფრო მეტს გაიგებთ. ორგანული სასუქი შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ.
ამ მიზნით გამოგადგებათ ნაცარი, ნეშომპალა, ქათმის სკინტლი, ნაკელი. გახსოვდეთ, რომ ასეთი სასუქი მარწყვს ყვავილობამდე უნდა მიაწოდოთ. ამ გზით მცენარეს გამოკვებავთ და მავნებლებისგან დაიცავთ. ნაკელი ცოტა წყალში უნდა გააზავოთ, ხოლო ქათმის სკინტლი უფრო მეტ წყალში.
მარწყვის დამუშავება გაზაფხულზე: მებაღეების მარტივი რჩევები
მარწყვი უპრეტენზიული მცენარეა. სხვადასხვა სახის მიწაზე გაზრდა შეუძლია და თავს დიდებულად გრძნობს. მორწყვის და სასუქის მიწოდების სწორად ორგანიზება აუცილებელია. მცენარის უხვად მორწყვა არ შეიძლება.
მიწის ტენიანობის ხარისხის შემოწმება ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება. მარწყვის კვლებიდან 1 მუჭა მიწა ხელში აიღეთ და მოუჭირეთ. თუ მიწა ხელს ეკვრის და პატარა გუნდას ქმნის, გამოდის ყველაფერი რიგზეა. თუ მიწა იფშვნება, სითხის რაოდენობა უნდა გაზარდოთ.
აი, ასეთი მარტივი დამუშავება სჭირდება მარწყვს გაზაფხულზე. არანაირი სირთულე და ზედმეტი მოქმედება. ყველაფერი ცხადია. ზოგიერთმა მეაგარაკემ მარწყვის დარგვა უნდა იჩქაროს. მარწყვის დრო ახლოვდება!