თავის მოვლა
შვრიის ნიღაბი ტერფებისთვის: როგორ მივიღოთ რბილი კანი
კოჟრები და დახეთქილი კანი – პრობლემა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. მათ გაჩენას არაკომფორტული ფეხსაცმელი და კანის არასწორი მოვლა ხელს უწყობს. შვრიის ნიღაბი დაგეხმარებათ, რომ ქუსლები რბილი და გლუვი დარჩეს. თუ ამ ნიღბებს რეგულარულად გამოიყენებთ, გაუხეშებული ქუსლების პრობლემას დაივიწყებთ.
Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 2 ნიღაბს შვრიით. შედეგს სწრაფად დაინახავთ. ნარევი სწორად მოამზადეთ და ტერფებზე წაისვით.
შვრიის ნიღაბი ტერფებისთვის: 2 ვარიანტი
ვარიანტი 1
ნიღბის მოსამზადებლად 10 წუთზე მეტი არ დაგეხარჯებათ. შვრია და ნუში დაფქვით. ბლენდერი ან ყავის საფქვავი გამოიყენეთ. 2–2 ს/კ ნუში და შვრია აურიეთ. არაჟანი ისე დაუმატეთ, რომ ფაფა მიიღოთ. ფეხის აბაზანის შემდეგ ნარევი წაისვით და 20-25 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და პემზით გაიხეხეთ. ფეხები გაიმშრალეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ვარიანტი 2
ამ ნიღბის მოსამზადებლად, პირველ რიგში, შვრია უნდა მოხარშოთ. შემდეგ ნარევი მოამზადეთ. 6 ს/კ შვრიის ფაფას 2 ს/კ მცენარეული ზეთი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. ფეხის აბაზანის შემდეგ ნარევი წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ნიღბის ნარჩენები მოიშორეთ და პემზით გაიხეხეთ. ისევ წყალი გადაივლეთ, გაიმშრალეთ და თბილი წინდები 2–3 საათით ჩაიცვით.
რეკომენდაციები
თუ საუკეთესო შედეგის მიღება გსურთ 8 კვირიანი კურსი ჩაიტარეთ. ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. ძირითადი წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
- ნიღბის წასმამდე ფეხის აბაზანა გაიკეთეთ, რომ კანი დარბილდეს.
- ნიღაბი მაქსიმუმ 15-20 წუთით გაიჩერეთ.
- მასის მოშორების შემდეგ კანი პემზით გაიხეხეთ.
- ბოლოს კრემი ან ლოსიონი აუცილებლად წაისვით.
შვრიის ამქერცლავი ნიღბები რეგულარულად გაიკეთეთ და ნაზ კანს მიიღებთ. რაც მთავარია, მასში მხოლოდ ხელმისაწვდომი და ნატურალური ინგრედიენტები შედის.