საკითხავი
შვედ დეპუტატებს არ ჰყავთ ასისტენტები, მანქანები და არც პენსია აქვთ. როგორ ცხოვრობენ ერის „საწყალი“ მსახურები
უკვე 30 წელზე მეტია ყოფითი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ცდილობენ როგორღაც საკუთარი ცხოვრება დაალაგონ და დანარჩენ მსოფლიოს მცირე ნაბიჯებით დაეწიონ. თუმცა ამ ქვეყნებსა და მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულ ქვეყნებს შორის დიდი უფსკრულია.
მსოფლიოში საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად შვედეთი ითვლება, დიახ, სკანდინავიელებმაც კომფორტული არსებობისთვის ბევრი რამ გააკეთეს. რა თქმა უნდა, განსხვავება მენტალურია მაგრამ მხოლოდ ეს? მაგალითად, შვედი დეპუტატები ჩვენთვის რაღაც წარმოუდგენელია.
უბრალო ადამიანები
დემოკრატიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თანასწორებს შორის საუკეთესო აირჩიონ და მას მმართველობის სადავეები ხელში მისცენ. დარწმუნებული არ ვარ, შვედეთში საუკეთესოებს ირჩევენ თუ არა, მაგრამ იქ დეპუტატები ელიტური საზოგადოების ნაწილი არ ხდებიან, ვისთვისაც უბრალო ხალხის ცხოვრება უცხოა.
„ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ. პარლამენტის წევრებისთვის პრივილეგიების მინიჭებას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენი ამოცანაა – მოქალაქების წარმოდგენა და იმ რეალობის ცოდნა, სადაც ისინი ცხოვრობენ. მოქალაქეების ინტერესების წარმოდგენა თავისთავად პრივილეგია არის, რადგან ჩვენ ქვეყნის კურსზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გვაქვს“ – ამბობს ინტერვიუში სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი პერ-არნე ჰოკასონი.
ავტოპარკი
პარლამენტის კუთვნილებაში არის სამი მანქანა: პრეზიდენტის, პრემიერისა და მისი შემცვლელისთვის, ამასთან ავტომობილებს მხოლოდ ოფიციალური ღონისძიებებისთვის იყენებენ. დეპუტატები სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიან. სახელმწიფო მათ ყოველწლიურად სამგზავრო ბარათს აძლევს.
ავტომობილის გამოყენების უფლება მხოლოდ პრემიერ-მინისტრს აქვს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის. ამასთან ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია ავტომობილი მოითხოვოს, თუ ამას სათანადო მიზეზი ექნება. ზოგადად, პარლამენტარები ტაქსს არ იყენებენ, თუ სიტუაცია ასეთ გადაწყვეტილებას არ მოითხოვს.
ხელფასი
1957 წლამდე დეპუტატები ერთ თეთრსაც არ იღებდნენ, სანამ პარლამენტმა არ მიიღო კანონი, რომ „არც ერთ მოქალაქეს არ შეიძლება ჩამოერთვას დეპუტატად გახდომის სურვილი ეკონომიკური მიზეზით“. დღეს დეპუტატის ხელფასი 40 ათას კრონს შეიცავს, რაც დაწყებითი კლასის მასწავლებლის ხელფასს უტოლდება.
დეპუტატებს საკუთარი თავისთვის ხელფასების გაზრდა არ შეუძლიათ, ამისთვის დამოუკიდებელი კომიტეტი Riksdagens Arvodesnamd არსებობს. მასში სასამართლოს სახით შედის პრეზიდენტი და კიდევ ორი ადამიანი, ჩვეულებრივ ჟურნალისტი ან ყოფილი პოლიტიკოსი.
ბინები
პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც სტოკჰოლმიდან არ არიან, სახელმწიფოს ბინები აქვს გამოყოფილი. ეს ერთოთახიანი საცხოვრებელი დაახლოებით 45 კვ.მეტრია, სადაც ჩვეულებრივ ერთი ოთახი საძინებელიც არის და მისაღებიც. ოთახების მოვლაზე თავად დეპუტატები ზრუნავენ, სახელმწიფო დალაგება წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის გათვლილი.
ბინა მხოლოდ პარლამენტის წევრის საცხოვრებლად არის გათვლილი, მის ოჯახს აქ ცხოვრების უფლება არ აქვს, როგორც მინიმუმ, უფასოდ. ნათესავის ერთი ღამით დარჩენაზეც კი დეპუტატმა სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს.
რესტორანი
პარლამენტის შენობაში არავინაა, ვინც ოფიციანტს მოგაგონებთ. თითოეული დეპუტატი ყავს და საკვებს თავად ყიდულობს, ასევე ვალდებულია ყველა გამოყენებული ჭურჭელი თავის ადგილას დააბრუნოს.
და არა მხოლოდ დააბრუნოს, არამედ კარგად გარეცხოს კიდეც. ყველაფერი ეს ანაზღაურებადი არაა, ხოლო ძვირადღირებულ რესტორანში სადილობა უბრალოდ წარმოუდგენელია.
დამხმარეების ჯარი
არც ერთ დეპუტატს უფლება არ აქვს საკუთარი დამხმარე აიყვანოს. პარლამენტი პარტიის სეკრეტარის დასაქირავებლად თითოეულ პარტიას მცირე თანხას უყოფს. ხოლო სეკრეტარი პარტიის ყველა წევრს ეხმარება.
პარტიის ერთც ერთ წევრს უფლება არ აქვს სეკრეტარს პირადი დავალების შესრულება მოსთხოვოს. ეს იმას ნიშნავს, რომ შვედი დეპუტატები განრიგს თავად ადგენენ, შეხვედრებს თავად ნიშნავენ და ყავას თვითონ გარბიან.
პენსია
ყოფილ პოლიტიკოსებს პენსია მთელი ცხოვრება არ აქვთ. ყოფილ პოლიტიკოსს თავისებური დახმარების სახით ხელფასის 85% უხდიან მხოლოდ ორი წლის განმავლობაში უხდიან. მეორე წელს რომ მიიღოს, აუცილებლად უნდა დაამტკიცოს, რომ სამსახურის ძიებაშია.
თუ ადამიანი სხვა მანდატს მიიღებს, მას დახმარება ეხსნება. რეგიონალური პოლიტიკოსები კი არათუ პენსიას, არამედ ხელფასსაც ვერ ხედავენ. ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური საქმიანობა დამატებით საქმიანობასთან არის შედარებული და ხელფასი არ ინიშნება.
შვედეთში სახელმწიფო სამსახური პრესტიჟულად არ ითვლება, ამიტომ მის მიღებას დიდად არ ცდილობენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე უარი თქვა და დიდი ხნის განმავლობაში მისი ადგილი ცარიელი იყო, სანამ პარლამენტმა პრაქტიკულად ძალით ყოფილი ფინანსთა მინისტრი არ დანიშნა. რაც უფრო წარმატებულია სახელმწიფო, მით უფრო ნაკლებად პრესტიჟულია მასზე მუშაობა – ასეთია კანონი.
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.