Connect with us

თავის მოვლა

შეცდომები რომლებსაც ფეხების პარსვისას უშვებთ

სხეულზე ჭარბ თმას ყველა სხვადასხვანაირად ებრძვის, თუმცა არსებულ მეთოდებს შორის ყველაზე გავრცელებული მაინც – პარსვაა. დღეს პარსვის დროს დაშვებულ შეცდომებს განვიხილავთ:

1. ფეხებს შხაპის მიღების დაწყებამდე იპარსავთ

აჯობებს შხაპში შესვლიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ დაიწყოთ პარსვა. ეს თმას დაარბილებს და ფოლიკულებს გახსნის. პროცესი უფრო იოლად ჩაივლის.

2. დილაობით იპარსავთ

ექპერტები გვირჩევენ ფეხები ძილის წინა გავიპარსოთ. ძილის დროს ჩვენი ფეხები მშვიდდებიან და თმა ფოლიკულებში “იმალება”. დილით ფეხები იდეალურად გლუვი იქნება.

3. არ იყენებთ საპარს ქაფს

პარსვისას აუცილებლად გამოიყენეთ საპარსი ქაფი, ის არბილებს თმებს და კანს გაღიზიანების ან გამოშრობისგან იცავს. ნუ გამოიყენებთ პარსვისას საპონს, ეს კანს არ არბილებს, მხოლოდ აღიზიანებს!

4. იყენებთ ერთჯერად საპარსს

ერთჯერადი საპარსი კარგი საშუალებაა გამგზავრებისას, როდესაც სასტუმროში გაჩერდით და აღმოაჩნეთ, რომ თქვენი საპარსი სახლში დაგრჩათ. სხვა შემთხვევაში აჯობებს მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოთ. შეიძინეთ ოთხ ან ხუთ სამართებლიანი საპარსი, ისინი თმას ყველაზე რთულად მისაწვდომი ადგილებიდანაც კი აიღებენ.

5. არ ცვლით საპარსის სამართებლებს

მრავალჯერადი საპარსის სამართებელი დაბლაგვების პირველივე ნიშნების შმეჩნევისთანავე უნდა გამოცვალოთ! როგორც წესი ეს 5-10 მოხმარების შემდეგ ხდება საჭირო. ძველი სამართებელი კანს აღიზიანებს, ამან კი შიძლება კანის ინფექცია გამოიწვიოს.

6. იპარსავთ თმის ზრდის მიმართულებით

თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით პარსვა გაცილებით უსაფრთხოა და საშუალებას გაძლევთ ყველაზე პატარა თმაც კი მოიცილოთ. თუ ზედმეტად მგრძნობიარე კანი გავთ აჯობებს თმის ზრდის მიმართულებით გაიპარსოთ, რადგან საწინააღმდეგო მიმართულებით პარსვამ შეიძლება კანი გაგიღიზიანოთ.

7. ნუ გამოიყენებთ სკრაბებს

პარსვა ზოგჯერ თმის ჩაბრუნებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, კვირა ორჯერ სკრაბი გამოიყენეთ. თუ ჩაბრუნებულმა თმის ადგილი გაწითლდა და შესივდა – თბილი კომპრესი გამოიყენეთ. კომპრესი თმას დაარბილებს და გაღიზიანებას შეამცირებს. პარსვის შემდეგ ლოსიონი გამოიყენეთ. ეს ინფექციის განვიტარების რისკს შეამცირებს.

8. იყენებთ მამაკაცის საპარსს

ქალბატონების საპარსებს გაცილებით მოსახერხებელი, მოხრილი სახელური აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ ის ფეხებისა და იღლიის ზონის პარსვისას უფრო კომფორტულად გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ: მამაკაცის სამართებელს უფრო უხეში და ბასრი სამართებელი აქვს, რადგან ის უხეშ წვერზეა გათვლილი. ქალების საპარსს კი განსხვავებული სამართებლები აქვთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.