ტესტები
შაბლონები მათემატიკური ამოცანების მარტივად ამოსახსნელად
ყოველდღე გარკვეულ კანონზომიერებასთან შეჯახება გვიწევს. მაგალითად, კვირაში 7 დღეა. ანუ 7 დღეში იქნება ზუსტად ისე დღე, რაც დღეს. ეს ციკლური პატერნის ან შაბლონის ნიშანია, რომელიც მოვლენების განვითარების პროგნოზირებაში გვეხმარება. პატერნის პოვნა მნიშვნელოვანი მათემატიკური ხელსაწყოა. Alltime.ge–ს რედაქცია კანონზომიერების პოვნას და მისი გამოყენების საფუძველზე ამოცანების ამოხსნას გასწავლით.
ვხსნით ამოცანებს ერთად
როგორ ავხსნათ ამოცანები შაბლონებით
ქვემოთ მოცემულ სურათს დააკვირდით. მასში ფერების თანმიმდევრობის გამოყოფა მარტივია.ზოლები მკაცრი თანმიმდევრობით დალაგებულია, წითელს ყოველთვის ყვითელი მოსდევს, შემდეგ მწვანე და ა.შ.
ახლა საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება არ გაგვიჭირდება. ეს უმარტივესი მაგალითია, რომელშიც მხოლოდ ფერი ციკლურად იცვლება. თუ თან ელემენტების ზომა და ფორმა იცვლება?
ერთი შეხედვით, მრავალფეროვანი ფიგურები შემთხვევით შეგროვებულია. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. დიახ, შაბლონის ამოცნობა და მიმდევრობის გაგრძელება ნამდვილად რთულია. და მაინც, თუ იცით, რა და როგორ მოძებნოთ, აუცილებლად გაუმკლავდებით.
შაბლონებთან დაკავშირებული ამოცანების ამოსახსნელად ვიყენებთ შემდეგ ალგორითმს:
- თანმიმდევრობაში თვისებების რაოდენობა განსაზღვრეთ.
- თითოეული თვისებისთვის კანონზომიერება იპოვეთ.
- შაბლონები შეადარეთ, რომ საძებნი ელემენტის ყველა თვისება გაიგოთ.
მოკლედ, შემოთავაზებულ თანმიმდევრობაში არის სამი თვისება: ფორმა, ზომა, ფერი. დავიწყოთ ფორმით. ამისთვის ფიგურები ოთხ კატეგორიად დაყავით. ნათელია, რომ წრეს ყოველთვის კვადრატი მოსდევს, შემდეგ სამკუთხედი და ხუთკუთხედი. გამოდის, რომ საძებნი ფიგურის ფორმაა წრე.
შაბლონის ფერი ჩანს, თუ თანმიმდევრობას 5 ელემენტიან ნაწილად დაყოფთ. ამის მიხედვით პატარა ცისფერი წრე გამოვა. ზომის შაბლონი გამოიყოფა, თუ ფიგურებს 3 ცალიან ჯგუფებად დაყოფთ. ასე გამოიყურება: დიდი ფიგურა და 2 პატარა. აქედან დასკვნა, რომ ჩვენი წრე პატარაა.
მაგალითები შაბლონებით
ამოცანა №1
ამ ოთხიდან რომელი ფიგურა აგრძელებს რიგს?
ამოცანა №2
სცადეთ გაარკვიოთ, რომელი ფიგურა უნდა იყოს ცარიელ უჯრაში.
ამოცანა №3
რომელი ფიგურა უნდა იყოს კითხვის ნიშნის ნაცვლად?
ამოცანა №4
რომელი ნომერი უნდა იყოს საპარკინგო ადგილზე, სადაც ავტომობილი დგას?
პასუხები
- ამ თანმიმდევრობას აქვს ორი თვისება: ფორმა და ფერი. ფერის შაბლონი რომ იპოვოთ, საკმარისი მონაცემები არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ფორმის შაბლონი გამოვიყენოთ. გასაგებია, რომ წრის ამონაჭერი საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს. №3 სწორი ვარიანტია.
- გვაქვს ორი თვისება: ფიგურის ტიპი და ღიმილის ფორმა. ფიგურები დიაგონალურად მარცხნივ, მარჯვნივ და ქვემოთ მეორდება. ღიმილებიც გარკვეული წესით დიაგონალურად მეორდება, მაგრამ უკვე მარცხნივ მარჯვნივ და ზემოთ. სწორედ ამიტომ, ცარიელ უჯრაში უნდა იყოს კვადრატი სწორი ხაზით.
- თითოეული მწკვრივი და თითოეული სვეტი შეიცავს ერთ წრეს ჰორიზონტალური ჭრილით და ორ წრეს ვერტიკალური ჭრილით. ნახევარი წრეები ჰორიზონტალური ჭრილებით ყოველთვის ერთნაირ ფერშია შეღებილი. აქედან გამოდის, რომ გვაკლია ერთფერიანი წრე ჰორიზონტალური ჭრილით. ამ პირობებს №4 ვარიანტი აკმაყოფილებს.
- საკმაოდ ბავშვური კითხვაა, მაგრამ უჩვეულო გადაწყვეტას მოითხოვს. კანონზომიერება რომ დაინახოთ, ნახატს სხვა კუთხით უნდა შეხედოთ. ასე გასაგებია, რომ ავტომობილი ნომერი 87–ის ქვეშ დგას.
როგორც ხედავთ, საინტერესო ამოცანები დროს სასარგებლოდ გატარებაში გეხმარებათ. საზრიანობა გვეხმარება არა მხოლოდ თამაშში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც უჩვეულო, საინტერესო და მარტივი გზები ვიპოვოთ და შედეგს მივაღწიოთ.