Connect with us

ჯანმრთელობა

ყურადღება: JOHNSON & JOHNSON-ის კოსმეტიკამ შეიძლება კიბო გამოიწვიოს

როდესაც თქვენი პატარასთვის სპეციალური საბავშვო კოსმეტიკას იძენთ, ალბათ ყველაზე ნაკლება შამპუნში, საპონსა და აბაზანის ქაფში კანცეროგენების აღმოჩენას ელით! მაშინ რატომ ყიდიან კომპანიები ისეთ პროდეუქტს რომელიც კიბოს იწვევს, მათ სათავეშიც ხომ ისეთივე მშობლები დგანან როგორც ჩვენ ვართ?!

კანცეროგენულ ნივთიერებასთან ნებისმიერი კონტაქტი საზიანოა, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის! მაგრამ, როცა საუბარი ბავშვთა კოსმეტიკაზეა, რომელსაც თოთოობიდან იყენებენ, ეს უკვე არა საფრთხე, არამედ – კატასტროფაა!!!

ბოლო ორი წლის მანძილზე, საზოგადოება აქტიურად მოუწოდებს კომპანია JOHNSON & JOHNSON-ს ბავშვთა პროდუქციიდან ის ორი ელემენტი ამოიღოს რომლებიც კიბოს იწვევენ.

ერთ-ერთი ასეთი ინგრედიენტია კვატერნიუმ 15, ის ფორმალდეჰიდს შეიცავს და მავნეა კანის, თვალისა და სასუნთქი გზებისთვის. ამასთანავე ის ცნობილი კანცეროგენია. SafeCosmetics.org ამტკიცებს, რომ მას ლეიკემიის გამოწვევაც შეუძლია!

ჩრდილოამერიკული ჯგუფი რომელიც კონტაქტურ დერმატიტს იკვლევს, თვლის, რომ კვატერნიუმ 15 ერთ-ერთი უძლიერესი საბავშვო ალერგინია.

მეორე ინგრედიენტია 1,4 დიოკსანი, ისიც საკმაოდ საშიში ნივთიერებაა, რომელიც ასევე მოიპოვება JOHNSON & JOHNSON-ის ბავშვთა კოსმეტიკაში, შამპუნებსა და ჰიგიენის საშუალებებში.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, 1.4 დიოკსანს კიბოს გამოწვევა შეუძლია! ის ტოქსიკურია თავის ტვინის, ცენტრალური ნერვული სისტემის, ღვიძლისა და თირკმელებისთვის.

თუ ე სინგრედიენტები ასეთი სახიფათოები არიან მაშინ რატომ აგრძელებს JOHNSON & JOHNSON-ი მათ გამოყენებას? გასულ შემოდგომას “კამპანია აშშ-ში უსაფრთხო კოსმეტიკისთვის” JOHNSON & JOHNSON-ს ღი წერილით მიმართავდა. მას ოცდახუთმა ეკოლოგიურმა და სამედიცინო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

ისინი მავნე ქიმიურ ნივთიერებათა ამოღებას ითხოვდნენ ყველა კოსმეტიკური კომპანიის პროდუქტებიდან. ასევე მათ მოუწოდეს ბოიკოტი გამოეცხადებინათ JOHNSON & JOHNSON-ისთვის სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა!

ამ წერილზე პასუხად JOHNSON & JOHNSON-მა განაცხადა, რომ ისინი ნელ-ნელა უარს ამბობდენ ფორმალდეჰიდის შემცველ კონსერვანტებზე. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიები, რომლებსაც ისინი იყენებენ უსაფრთხოა, ხოლო მათ ვისაც ძალიან აწუხებს და აშინებს ქიმიური კოსმეტიკა შეუძლიათ მათ ნატურალური კოსმეტიკის ხაზს მიმართონ, რომელიც 98%-ით ბუნებრივი კომპოონენტებისგან შედგება და არ შეიცავს არც კვატერნიუმ-15-ს და არც 1,4-დიოკსან.

მიუხედავდ JOHNSON & JOHNSON-ის თავის მართლებისა, უკვე არსებობს რეალური პრეცენდენტები!

მისურის შტატის სასამართლომ, კომპანია დამნაშავედ სცნო ქალბატონის სიკვდილში, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ბავშვის ტალკს იყენებდა. შედეგად ის საკვერცხეების სიმსივნით გარდაიცვალა. ახლა კოსმეტიკური კომპანია იძულებულია დაზარალებულის ოჯახს კომპენსაციის სახით 72 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

ქალბატონს ჯეკი ფოქსი ერქვა. ის ლაბამის შტატიდან იყო და მთელი თავისი ცხოვრება მან გიგანტუ კოსმეტიკურ კორპორაციასთან ბრძოლას შეალია, თუმცა საქმე ბოლომდე მისმა ვაჟმა მიიყვანა, საბოლოო გადაწყვეტილება კი აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ მიიღო.