Connect with us

საკითხავი

ყოველ წელს სახლში მირქმის სანთელი მომაქვს. მოხუცმა მღვდელმა მასწავლა, რა გავაკეთო ამ სანთლით

მოხუცი მღვდლის რჩევით, ყოველ წელს სახლში მირქმის სანთელი მომაქვს. მასწავლა, რა გავაკეთო ამ სანთლით. ჩემი ოჯახისთვის უსიტყვოდ ვასრულებ! წელს, 15 თებერვალს მირქმის დღესასწაულზე ეკლესიაში წასვლას ვაპირებ და თქვენც გირჩევთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაატაროთ მირქმის დიდებული დღესასწაული. შეხვედრების, სიხარულის და ნანატრი გაზაფხულის დღე, რომელიც მხოლოდ ყველაფერ კარგს ატარებს!

მირქმის დღესასწაული

მირქმა ყოველწლიურად 15 თებერვალს აღინიშნება. რა არის მირქმა და რატომ უნდა აღვნიშნოთ?

მირქმა იგივე მიგებებას ნიშნავს. ძველი აღთქმის ახალთან შეხვედრა, ძველი სამყაროს ახალ ქრისტიანულთან, ასევე ზამთრის და გაზაფხულის შეხვედრა. ხალხში ამ დღეს გაზაფხულის მომასწავლებლად მიიჩნევენ. ეკლესიური ტრადიციით ეს არის დღე, როცა პატარა იესო დაბადებიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მას სვიმეონ ღვთისმიმრქმელი შეხვდა.

უძველესი დროიდან ამ დღეს ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინება. ამ დღეს ლოცვა სასიხარულოა, იესოს ყველა საქმისთვის მადლობას ვუხდით და ვადიდებთ. სასურველია, ეკლესიაში წახვიდეთ და იქ ილოცოთ, მაგრამ სახლში ლოცვაც შეიძლება. მთავარია, მთელი გულით ილოცოთ.

ეკლესიაში შეგიძლიათ სანთელი და წყალი აკურთხოთ. სიტყვაზე, შუა საუკუნეებში ეკლესიაში მსახურებისას გამოყენებული უჩვეულოდ ბევრი სანთლის გამო ამ დღესასწაულს „სანთლის დღეს“ უწოდებდნენ. მირქმას სანთლებს განსაკუთრებულად აკურთხებენ. ლოცვის შემდეგ მიღებული სანთელი განსაკუთრებულ მადლს ფლობს. ის დედამიწაზე მაცხოვარის მიერ მოტანილი სინათლის სიმბოლოა.

მირქმის სანთლები

მე-17 საუკუნეში მირქმის სანთლებმა რელიგიურ გარემოში ადგილი დაიმკვიდრა: ხალხი სანთელს ქოხის წითელ კუთხეებში ან ძვირფასეულობების ზარდახშაში ინახავდა. ძველად სწამდათ, რომ მირქმის სანთელი სახლს ელვისა და ხანძრისგან იცავდა. ძლიერ ჭექა–ქუხილში ამ სანთელს ანთებდნენ და მის წინ ლოცულობდნენ.

სანთელი, როგორც ჩვეულებრივი, ასევე მირქმის დღეს ნაკურთხი, ადამიანის რწმენის სიმბოლოა. მასში შედის ზეთი, როგორც ღვთის წყალობის ნიშანი, ფუტკრის ცვილი, რომელიც განიმარტება, როგორც უფალთან კონტაქტის ტკბილი შეგრძნება და მისი ნების დამორჩილებისთვის მზადყოფნა.

მირქმის სანთელი, როგორც ნებისმიერი საეკლესიო სანთელი, მხოლოდ ლოცვის დროს უნდა აანთოთ. როგორც წესი, მირქმის სანთელს ანთებენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად უფლის დახმარება სჭირდებათ.

საეკლესიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მირქმის სანთლის წინ უფლის, ღვთისმშობლის ან წმინდანების მიმართ ლოცვა განსაკუთრებულ მადლს იძენს და თუ წრფელი რწმენა ახლავს, თხოვნის შესრულებას მოასწავებს.

ამის მიუხედავად, მირქმის სანთელს რაიმე ჯადოსნური ან სასწაულმოქმედი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ. უკიდურესობაში არ გადავარდეთ! მართლმადიდებელი ქრისტიანები მირქმის სანთელს მხოლოდ სახლში ლოცვის დროს ანთებენ, როგორც ნებისმიერ სხვა საეკლესიო სანთელს. ნებისმიერი სანთელი, თუ გულწრფელად ილოცებთ, ლოცვას ათბობს!

15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე დრო იპოვეთ, რომ ეკლესიაში წასვლა შეძლოთ და იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის წინაშე ილოცოთ. თუ ვერ მოახერხებთ, არაფერია. მთავარია, არა ეკლესიაში ხშირად სიარული და ლიტურგიაში მონაწილეობა, არა დანთებული სანთლების რაოდენობა და ლოცვების დაზუთხვა, არამედ გულწრფელი რწმენა და უფლისა და ხალხის სიყვარული.

დაე, იესო ქრისტეს კურთხევის დღე ყველა მორწმუნესთვის ყველაფერი მშვიდობიანის, სინათლის და სიკეთის იმედის და რწმენის სიმბოლო იყო.

Advertisement