ყვავილები
ყოველი მცენარის ქვეშ სასწაულ სითხეს ვაწვეთებ, რომ მთელი ფანჯრის რაფა აყვავდეს
გაზაფხულზე მცენარეები იღვიძებს და თბილი მზიანი ამინდებით ხარობს. თებერვალი–მარტიდან ოთახის მცენარეებს შეგიძლიათ გაღვიძებაში დაეხმაროთ. ამისთვის ბევრი სხვადასხვა დამატებითი საკვები გამოიყენება. მცენარეებს აქტიური ზრდის პერიოდში სასარგებლო მიკროელემენტები ხშირად აკლია. ამ მიზეზით ყვავილი შეიძლება ნელა გაიზარდოს, ფოთლები გაყვითლდეს და გახმეს. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ უნივერსალურ საშუალებაზე, რომელიც ოთახის მცენარეს შეგიძლიათ დაუმატოთ და ნერგები გამოკვებოთ. ცირკონი მცენარეებისთვის ზრდის სტიმულატორია, რომელიც ყვავილებს აქტიური ზრდის პერიოდში გამხნევებასა და უფრო მეტად აყვავილებაში ეხმარება.
ცირკონი მცენარეებისთვის
მცენარის სტიმულატორები იყოფა ორ ტიპად: ზრდის შემანელებელი და დამაჩქარებელი. ზრდის შენელება აუცილებელია, როცა გაზაფხულზე ამინდი მოულოდნელად იცვლება. როცა ნერგის გრუნტში გადარგვა შეუძლებელია, მებაღეები და მებოსტნეები ე.წ. რეტარდანტებს იყენებენ. ნერგის ზრდას ანელებს, რომ არ გადამწიფდეს.
ზრდის სტიმულატორი მცენარის ზრდას აჩქარებს და თესლის მოსავლიანობას ზრდის, მცენარეს უფრო ამტანს ხდის. ერთ–ერთი საშუალებაა ცირკონი. თუ მცენარე უფერული და სუსტია, თუ ქოთნები ყვითლდება და მცენარე ნელა ვითარდება, სტიმულატორი გამოიყენეთ.
ბიოსტიმულატორები და სასუქები ერთი და იგივე არაა. ყველა სასუქი ადამიანისა და გარემოსთვის უსაფრთხო არაა. ასეთი დანამატები შემადგენლობით და მცენარეზე ზემოქმედებით განსხვავდებიან. ბიოსტიმულატორები ნაყოფიერი მცენარეების ზრდა–განვითარებას აუმჯობესებს, მოსავლის აღების თარიღს აახლოებს, ნაყოფს უფრო გემრიელს ხდის, ხოლო მცენარეს – ლამაზს და კაშკაშას.
სასუქი თვეში 2–ჯერ, კვირაში 1–2–ჯერ მიაწოდეთ. შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქცია აუცილებლად დაიცავით. თითოეულ დანამატს თავისი ნორმა აქვს. ბევრი სტიმულატორის დამატება არ შეიძლება, რადგან მცენარეს ზიანს მიაყენებთ. ცირკონი ბიოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც ვარდკაჭაჭას, ქლოროჰენური და კაფტარის მჟავების სპირტიანი ხსნარისგან შედგება.
ამ მჟავებს მეწამული ექინაცეასგან იღებენ. მხოლოდ 0,1 გ 1 სპირტიან ხსნარზე სუსტ მცენარეს აცოცხლებს და ზრდას აძლიერებს. ცირკონი მცენარის ზრდის ნებისმიერ ეტაპზე გამოგადგებათ. საშუალება სხვა სასუქთან მონაცვლეობით ან სასუქთან ნარევში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
როგორ გამოვიყენოთ ცირკონი
ცირკონის ხსნარი უშუალოდ გამოყენების წინ მოამზადეთ. წყალში გაზავებული საშუალება ბნელ ადგილას 3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ, შემდეგ თავის თვისებებს კარგავს. ცირკონი რბილ თბილ წყალში ისე გააზავეთ, როგორც შეფუთვაზეა მითითებული.
თესლი დარგვამდე შეგიძლიათ 100 მლ წყლის და 4 წვეთი ცირკონის ნარევში 8 საათით გააჩეროთ. ასეთი პროცედურის შემდეგ სწრაფად გაღვივდება და კარგ მოსავალს მოგცემთ. 20 წვეთი ცირკონის და 1 ლ წყლის ნარევში 100 კგ–მდე კარტოფილი შეგიძლიათ ჩაალბოთ. ნებისმიერი ძირნაყოფი შეგიძლიათ დაამუშავოთ 10 ლ წყალში გაზავებული 10 წვეთი ცირკონით. მცენარეების დამუშავების შემდეგ დარჩენილი წყალი მცენარეების მოსარწყავად გამოიყენეთ. ასეთი მორწყვა ფესვების სისტემის სრულად განვითარებას ხელს შეუწყობს.
თუ ნაყოფიერების პერიოდში ხეებს ცირკონით დაამუშავებთ, მოსავალი სწრაფად მომწიფდება და შენახვის ვადა გაიზრდება. ცირკონით შეგიძლიათ დაამუშავოთ ოთახის მცენარე გვალვის, ჭარბი ტენიანობის, წარუმატებელი გასხვლის ან გადარგვის დროს, რომ უკეთ გაფესვიანდეს.
რედაქციის რჩევა
ოთახის მცენარეებისთვის 1 მლ ცირკონი 5 ლ წყალში გააზავეთ. 1 კაფსულა ცირკონი მხოლოდ 1 მლ სითხეს შეიცავს. უფრო მცირე მოცულობის ხსნარის მოსამზადებლად პიპეტი გამოიყენეთ. 1–2 წვეთი ცირკონი 1 ლ წყალში გააზავეთ. შპრიცით შეგიძლიათ 1 დანაყოფი სითხე ამოიღოთ და 1 ლ წყალში გააზავოთ. ეს საკმარისია ყვავილის ფესვების სისტემის გასავითარებლად, მცენარის ზრდა–განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. სითხე პულვერიზატორში გადაასხით. ასე მისი გამოყენება გაგიმარტივდებათ.