საკითხავი
ყველაზე ძლიერი თილისმა შეგიძლიათ სამზარეულოში საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სანელებლებს შორის იპოვოთ
ბინაში ყველაზე ენერგეტიკული ადგილი სამზარეულოა. აქ ბევრი საყოფაცხოვრებო და კულინარიული ნივთი შეგხვდებათ, რომლებიც შეგიძლიათ თილისმად გამოიყენოთ.
მათი დახმარებით საცხოვრებელს ბოროტი ძალებისგან დაიცავთ, მყუდროებას და აყვავებას შეინარჩუნებთ. კეთილდღეობა და ბედნიერება, მშვიდობა და ჰარმონია – სახლის იმ ატმოსფეროს შეესაბამება, რომელიც შეგიძლიათ საკუთარი ფიქრებით, მოქმედებებით და რიტუალებით შექმნათ.
სახლის მფარველი ამულეტი
1. დაფნის ფოთოლი
დაფნის ფოთოლი სისუფთავის, შინაგანი ძალის, სიძლიერის და გამარჯვების სიმბოლოა. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ქვეყნის მმართველებს და გენერლებს თავზე დაფნის გვირგვინს ადებდნენ.
მას სურვილის ასრულება შეუძლია. რამდენიმე დაფნის ფოთოლი აიღეთ და ხელებით დაფშვენით, სურვილი ჩაიფიქრეთ და სანელებლების სუნი ჩაისუნთქეთ. შემდეგ ფხვნილი გაფანტეთ.
დაფნის ფოთოლი სახლში ყოველთვის უნდა გქონდეთ. 5 დაფნის ფოთოლი კონად შეკარით და კარზე ჩამოკიდეთ. ეს ამულეტი სახლს დაიცავს და ქონების მოზიდვას ხელს შეუწყობს.
2. დარიჩინი
ძალიან სასარგებლო და გემრიელი სანელებელი, რომელსაც თილისმად იყენებენ. მცოდნე ადამიანები სანელებელს სახლის დალაგების დროს წყალს უმატებენ, რომ საცხოვრებელი ცუდი ენერგეტიკისგან გაწმინდონ.
დარიჩინს ჩაის უმატებენ და აუცილებლად სურვილს იფიქრებენ, რომელიც სახლში კეთილდღეობის განვითარებაზე არის მიმართული.
3. სამზარეულოს ხელთათმანი
სამზარეულოს ხელთათმანი შეიძლება ოჯახის გაერთიანების სიმბოლო გახდეს. ხელთათმანი თავად უნდა შეკეროთ, სასურველია მასზე პატარა სახლის სიმბოლო ამოქარგოთ. ხელნაკეთი სახლის მფარველი ამულეტი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია.
4. ნივრის, ხახვის, წიწაკის აცმა
ჩვენი წინაპრები ამ ბოსტნეულებს მაგიურ ძალებს ანიჭებდნენ. ნიორი ენერგეტიკული ვამპირისგან დაგიცავთ, ხახვი – მოშურნეებისგან, წიწაკა – ავი თვალისგან. ბოსტნეულის აცმას სამზარეულოს კუთხეში კიდებენ.
5. სანაყი და ქვასანაყი
სანაყი ქალური ძალის, ქვასანაყი კი მამაკაცური ძალის სიმბოლოა. ის სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ, აუცილებლად ერთად და აქტიურად უნდა გამოიყენოთ, რომ დაოჯახებულ ქალსა და კაცს ერთმანეთი ძლიერ უყვარდეთ.
6. ცოცხი
სახლიდან დაავადება, სიღარიბე, დარდი, მწუხარება და პრობლემები გააქვს.ცოცხი ტარით ზემოთ უნდა შეინახოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მტვრიანი და გატეხილი არ იყოს.
7. მზესუმზირას თესლი
სახლის მფარველი თილისმა სასიცოცხლო ენერგიას მოგანიჭებთ, შთაგაგონებთ და გაგაბედნიერებთ. სეზონზე მზესუმზირას თავი შეგიძლიათ სახლში მოიტანოთ და მისგან თესლები შეჭამოთ.
სასურველია სახლში მზესუმზირას გამოსახულება, მაგალითად სურათის სახით დაკიდოთ. სჯობს სასადილო მაგიდის თავზე ან ფანჯარასთან ახლოს დაკიდოთ და მას სიყვარულით უყუროთ.
აუცილებელია, რომ თილისმები პერიოდულად განაახლოთ: სანელებლები გამოიყენოთ, ხელთათმანები და ჭურჭელი ახლით ჩაანაცვლოთ, ბოსტნეული შეჭამოთ. მათი გაფუჭება, მტვრით დაფარვა და ჭუჭყის დაგროვება არ დაუშვათ.
ნებისმიერი ჯადოქრობა ნამდვილი ნაბიჯებით და მიზანსწრაფვით გამყარებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ყველა რიტუალი კარგად მოფიქრებული უნდა იყოს და შესაბამისი მოქმედება უნდა ახლდეს.