Connect with us

კულინარია

ყველაზე საინტერესო და სასარგებლო ნივთები თქვენი სამზარეულოსთვის

სამზარეულოში ბევრ დროს ვატარებთ. უფრო მყუდრო რატომ არ უნდა გავხადოთ?

ჩვეულებრივი და უჩვეულო, სასარგებლო და უბრალოდ ლამაზი ნივთები სამზარეულოში თქვენს საქმიანობას უფრო გაამარტივებს და ყოველდღიურ ზრუნვას სიამოვნებად აქცევს!

სლაისერი ბოსტნეულისა და ხილისთვის, და არა მხოლოდ

თუ პროდუქტების სწრაფად დაჭრა და ამასთან თითების გარეშე დარჩენა არ გსურთ, თქვენ სლაისერი გჭირდებათ. ინტერნეტ ბაზრობაზე ამ ნივთის უამრავ ვარიანტს იპოვით.

ყველამ იცის, რომ უწვრილესად დაჭრილი სოსისისა და ძეხვისგან ყველაზე გემრიელი ბუტერბროდი გამოდის. ასეთი სლაისერით ბოსტნეულის უწვრილესად დაჭრას შეძლებთ.

ამ მაკრატლით ნებისმიერი რაოდენობის მწვანილის დაჭრა სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.

საპარსი ორი პირით კარტოფილის, სტაფილოს და სხვა ბოსტნეულის გასათლელად, რომელიც მის თხელ ნაჭრებად დაჭრის საშუალებასაც მოგცემთ.

ხახვი, კარტოფილი ან ხორცი თანაბარ ნაჭრებად დაჭერით!

ეს დამჭერი ბოსტნეულის იდეალური ნაჭრების გამო სტუმრებისგან კომპლიმენტების მიღების გარანტიას გაძლევთ.

რა საჭიროა ნიორი ნივრის საჭყლეტში გაჭყლიტოთ და შემდეგ მის გარეცხვაზე დაიტანჯოთ. ნიორი წარმატებით შეგიძლიათ გახეხოთ და თან ბოლო ნაჭრამდე. ამასთან თითს არ დაიზიანებთ.

ბოსტნეული დანით შეგიძლიათ სწრაფად დაჭრათ, მაგრამ თავიდან უნდა ისწავლოთ. სწავლების დროს თითების გარეშე რომ არ დარჩეთ, დამცველი გაიკეთეთ.

ამ ნივთით ვაშლის და სხვა ხილის გულს კურკებიანად ამოიღებთ, მოსახერხებელია!

შეუცვლელი ნივთი ყველასთვის, ვისაც დაჭრილი ბანანი უყვარს. ეს ნივთი ხილს ერთი დაჭერით დაჭრის.

ამ სლაისერს კი არა მხოლოდ ბანანის, არამედ ნებისმიერი რბილი ხილის ფიგურებად დაჭრა შეუძლია, რომლისგანაც შეგიძლიათ თაიგული გააკეთოთ.

თუ დაჭრილი პური გიყვართ ან სახლში თავად აცხობთ, ასეთი ფორმა გამოგადგებათ, რომ თანაბარი სისქის ნაჭრები მიიღოთ.

არ დაიჯერებთ, მაგრამ ტორტის ბისკვიტის შემთხვევაშიც იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ.

კონსერვის დანა, გამხსნელი, კორპსაძრობი

ზოგიერთი პროდუქტი უხეშ ქილებში იყიდება, რომელიც ზოგჯერ კონსერვის დანით უნდა გახსნათ. ასევე არსებობს ალკოჰოლი, რომელიც თქვენი კერძების სასიამოვნო დანამატს წარმოადგენს. ზოგადად, კონსერვის დანა, გამხსნელი და კორპსაძრობი სამზარეულოში ზედმეტი არასდროსაა.

კარგია, როცა ძლიერი ხელი გაქვთ და კონსერვის ქილის გახსნას მარტივად ახერხებთ. სუსტმა ადამიანებმა რა უნდა ქნან? მათ დაეხმარებათ კაუჭი, რომელიც საჭირო ძალით უზრუნველგყფოთ.

როცა კონსერვს თავისი სათითე არ აქვს, პროფესიონალურ კონსერვის დანას გვერდს ვერ აუვლით.

კორპსაძრობი, რომელიც სამზარეულოში ყველას უნდა ქონდეს. დაატრიალეთ, დააჭირეთ და საცობი უკვე გარეთაა.

ლამაზი, შეიძლება ითქვას დიზაინერული სახსნელი ლუდის ბოთლებისთვის, რომელიც კედელზეა მიმაგრებული.

კვლავ კედლის ვარიანტი, მაგრამ უფრო მარტივი და იაფი. ნებისმიერი სამზარეულოს ინტერიერს ერწყმის.

ჭურჭლის საწმენდი საშუალებები, ღრუბლები

ჭურჭლის რეცხვა ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ადგილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უამრავი გასარეცხი ჭურჭელი მთასავით გროვდება. ამ განყოფილების ნივთები ჭურჭლის რეცხვას უფრო გაამარტივებს და ამ საქმის შეყვარებას გაიძულებთ.

პირველ რიგში, კარგი ინსტრუმენტი შეიძინეთ. მაგალითად, ასეთი ჯაგრისი. სარეცხი სითხე შეგიძლიათ მასში ჩაასხათ. ჭურჭელს შესანიშნავად წმენდს.

ეს ღრუბელი კი მაღალი ჭიქების, გრაფინის და სხვა რთულად მისაღწევი ჭურჭლის გასარეცხად იდეალურია.

ასეთი სილიკონის სახეხით ბოსტნეულის გარეცხა მოსახერხებელია. ასევე იყენებენ, როგორც სადგამს.

სხვადასხვა ჯაგრისის, ღრუბელის, სალფეთქის და სარეცხი საშუალების შესანახად კომფორტული სადგამი ზედმეტი არ იქნება. როგორ მოგწონთ?

გარეცხილმა ჭურჭელმა ბევრი ადგილი რომ არ დაიკავოს, პირდაპირ ონკანზე დამაგრებულ კალათაში მოათავსეთ.

სივრცის ეკონომია. შესანახი ნივთები

უმეტესობა ჩვენგანი ცხოვრობს ბინაში, რომელსაც პატარა სამზარეულო აქვს და სადაც თითოეული სანტიმეტრი ოქროს ფასია. სამზარეულოში სივრცის გაზრდას ვერ შეძლებთ, მაგრამ რამდენიმე ნივთის დახმარებით სივრცის ეკონომიურად გამოყენებას და თავისუფალი ადგილის გამოყოფას ნამდვილად მოახერხებთ.

თუ ასეთ დამჭერებს შეიძენთ, საცხობი და სამზარეულოს სხვა ნივთებისთვის ცალკე ადგილის გამოყოფა არ დაგჭრდებათ. უკვე არსებულ თაროზე მიამაგრეთ.

მაგიდაზე ადგილის ეკონომიას შეძლებთ, თუ გარეცხილი თეფშებისთვის ასეთ საკეც სადგამს გამოიყენებთ.

ზომის მარეგულირებელი სადგამი ცხელი ქვაბებისთვის.

კიდევ უფრო მეტი  ეკონომია გჭირდებათ? დანები მაგიდიდან კარადის კარზე გადაიტანეთ!

კიდევ ერთი მოწყობილობა კარადის კარისთვის – დასაკიდი კონტეინერი, რომელიც ბევრ შემთხვევაში გამოგადგებათ.

მაცივარი რეზინის არაა, ამიტომ პროდუქტების შესანახი კომპაქტური კონტეინერები ურიგო არ იქნება. თუმცა მათ გამოყენებას მაცივრის გარეთაც შეძლებთ.

გაჯეტები და სასარგებლო წვრილმანები

რთული და მარტივი ნივთები და მოწყობილობები, რომლებიც ჩვეული ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

კარგი სალესი, რომლის დახმარებით დანის ან მაკრატლის კარგად გალესვას შეძლებთ. ქვების არჩევანი ნაკრებში.

დასადგამი ონკანი, რომელიც ნებისმიერი სასმელის ნებისმიერ ბოთლს მოდურ სამორავად აქცევს. ბოთლის ძირის გახვრეტა არ დაგავიწყდეთ თორემ არ იმუშავებს.

რეცეპტის მიხედვით კერძი ლიმონის წვენით უნდა დანამოთ, ამიტომ ლიმონს ხელით წურავთ? მიატოვეთ! ახალი ტექნოლოგია გამოიყენეთ.

შინაურული ლაფშა უფრო გემრიელია, მაგრამ სად უნდა გააშროთ? თუ ასეთი საშრობი გაქვთ, პრობლემა მოგვარებული იქნება.

ზოგიერთი ბოთლის თავსახურის გახსნა თავად მამაკაცებსაც უჭირთ. ასეთ შემთხვევაში სპეციალური სახსნელის ქონა კარგია.

როცა ბევრი კვერცხის გულის და ცილის დაცალკევება გჭირდებათ.

სახურავი დისპენსერით, რომელიც ნებისმიერ პროდუქტზე გამოგადგებათ. მარტივი, მაგრამ მოსახერხებელი!

პინცეტი თევზის ძვლის მოსაშორებლად. გენიალურია? ჩვენც ასე ვფიქრობთ.

ჩამოსაკიდი თასი სოუსისთვის ან ძვლებისთვის. თეფშს დაამაგრეთ და ყველაფერი წესრიგშია!

ყინულის, პელმენის და ნამცხვრების ფორმები

ყინულის ფორმა თითოეულ მაცივარს აქვს, ხოლო ორცხობილა და პელმენი შეგიძლიათ საკუთარი ხელით მოამზადოთ. მაგრამ ასე მოქცევა რა საჭიროა, როცა ამდენი ორიგინალური და საინტერესო ფორმა არსებობს, რომლებიც ამოცანას ამარტივებენ და შედეგი ბევრად უფრო ლამაზია?

თქვენს მიერ მომზადებული ვაფლით საკუთარი თავი ასიამოვნეთ.

ყინულის ორიგინალური ფორმა, რომელსაც ყინულის კუბიკის გამოღების პრობლემა არ აქვს. წყალი ჩაასხით, გაყინეთ, დათვს ზურგზე დააჭირეთ და ყინული ჭიქაში მოათავსეთ.

ყინულის სილიკონის ფორმა „ტიტანიკი“ ლეონარდო დი კაპრიო ნაკრებში არ მოჰყვება.

ოჯახში „ვარსკვლავური ომების“ ფანები გყავთ? აშინ საყვარელი გმირის ფორმები გამოუცხვეთ.

პურის ჩხირები – მარტივი და გემრიელი სნეკი, რომელსაც სახლში ადვილად მოამზადებთ. თუ, რა თქმა  უნდა, ასეთი საცხობი ფორმა გაქვთ.

ფორმა პელმენის შესახვევად, რომელიც პროცეს გაამარტივებს.

იდეალური ჰამბურგერი იდეალური კოტლეტის გარეშე არ გამოგივათ. ხოლო იდეალურ კოტლეტს ამ მოწყობილობის გარეშე ვერ მიიღებთ.

სანელებლების ჭურჭელი

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სანელებელი შეფუთვიდან, ხოლო ზეთი მაღაზიაში ნაყიდი ბოთლიდან გამოიყენოთ. თუმცა თუ ნამდვილი ესთეტიკის მოყვარული ხართ, ამისთვის სპეციალური ბოთლები და ყუთები გამოიყენეთ. ის თქვენს სამზარეულოს სიმყუდროვეს შემატებს.

კერამიკული ნაკრები ზეთისა და ძმრის ბოთლის, წიწაკის და მარილის ჩასაყრელით. სასიამოვნო რძის ფერის ნაკრები ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება.

შესანიშნავი სანელებლების ქილები ხელოვნური მცენარის სადგამით.

ვიწრო კონტეინერები ორმაგი თავსახურით სანელებლების კარადაში შესანახად.

მოსახერხებელი დოზატორი და დასანამი ნივთი ზეთების, სოუსების და ძალიან სქელი სითხისთვის.

სილიკონის ფუნჯი კონტეინერით ზეთისთვის და დოზატორით მეორე ბოლოში. ძალიან მოსახერხებელი ნივთია.

გრაფინი, ჭიქა, დოქი

უჩვეულო და კომფორტული ჭურჭელი ყოველდღე გაგახარებთ და თქვენს სტუმრებს გააოცებს. ნებისმიერი ნივთი თქვენს სამზარეულოს ორიგინალობას შემატებს.

თქვენს ბავშვებს რძე არ უყვართ? ასეთი ჭიქა-დოქიდან სიამოვნებით დალევენ და დანამატს მოითხოვენ.

კიდევ ერთი მცირე ზომის უჩვეულო დოქი, რომელიც რძეს იდეალურად უხდება.

ბოთლები შინაურული ლიმონათისთვის ორი თავსახურით: ერთი ჩვეულებრივი და მეორე საწრუპ მილთან ერთად.

ფიგურული ალკოჰოლის გრაფინი ყინულის კუბიკების განყოფილებით.

კიდევ ერთი ორიგინალური გრაფინი ძლიერი ალკოჰოლისთვის.

ასევე ჭიქების ნაკრები.

სუფრის ჭურჭლეული

ყველა კერძი უკვე მომზადებულია, არომატული სურნელი მთელ სახლში ტრიალებს, ახლა დროა სუფთა გაშალოთ. სუფრის ჭურჭლეული მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ის ტრაპეზს გარკვეულ ხიბლს მატებს და მაგიდაზე განწყობა სწორედ მასზეა დამოკიდებული. აი, რამდენიმე საინტერესო იდეა.

ხის ჭურჭელი საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება. ასეთი თეფშებით სტუმრების ყურადღებას მიიზიდავთ და საკვები ცოტათი უფრო გემრიელი იქნება.

საუზმის სადგამი ამავე ხის სერიიდან.

ამ ნაკრებს დამატებული ხის ჭიქა.

და კოვზები, თუ მთელი კოლექციის შეკრება გსურთ.

საბავშვო თეფშები, რომელთაც ბავშვები ნამდვილად დააცარიელებენ.

ლამაზი კერამიკის სასალფეთქე ამაყი ირმის ფორმით.

ჩხირების შესანახი, რომელიც ზღვის პროდუქტების გასაფორმებლად გამოგადგებათ.