Connect with us

ჰოროსკოპი

ყველაზე გულწრფელი აღმოსავლური ჰოროსკოპი

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ყველაზე გულწრფელ აღმოსავლურ ჰოროსკოპს თითოეული ნიშნისთვის.

ვირთხა

ჭკუით და მოხერხებულობით გამოირჩევა. იმდენად განსხვავდება, რომ სხვა ნიშნები თითქმის ვერასდროს ხვდებიან, თუ რას ფიქრობს ვირთხა და რას გეგმავს. ვირთხამ შესანიშნავად იცის, რომ ზურგიდან არც თუ ისე მიმზიდველია, ამიტომ ჯერ თათებს აჩენს, რომელიც პატარა ხელებს ჰგავს: როგორც კი ვიღაცის გულს მოიგებს, გარშემომყოფებს ისეთი სინაზით ფარავს, რომ მის კუდს ყურადღებას არავინ აქცევს. უფრო მეტიც: არსებობს შემთხვევები, როცა ზოგიერთი მისით აღფრთოვანებული იყო და დრაკონსაც ადარებდა. და ეს სიმართლეა: მიმიკის ნიჭით თანატოლი არ ჰყავს.

ხარი

ხარი ნიშანი, რომელსაც საქმე ბოლომდე მიყავს, იმ შემთხვევაშიც, როცა საქმის დაწყება არ ღირდა. კონსერვატიულობა მისი მეორე სახელია, სიჯიუტე – მამის სახელი, შეუპოვრობა – პარტიული მეტსახელი. მეორე მხრივ, ხარის იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეთ, შეგიძლიათ იმის გაკეთება სთხოვოთ, რისი გაკეთებაც თავად არ გსურთ. მთავარია – ხარისთვის სათანადო მადლობის გადახდა და შექება არ დაგავიწყდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარს შეიძლება ეგონოს, რომ რაღაც არასწორი დაადეს. ეს კი საშიშია: ხარი საჭიროდ არ თვლის გააფრთხილოს მატადორი, რომ კორიდა უკვე დაიწყო. მეფური საქმე არაა.

ვეფხვი

მოუსვენარი დიასახლისი: ვეფხვი – მარტოხელა მტაცებელი, მაგრამ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს, თუნდაც შეღებვის ხარჯზე. რაც ყოველთვის მუშაობს, რადგან ლამაზ ვეფხვზე ხელის შევლება ყველას სურს. ვეფხვს ძალიან უყვარს მმართველობა. სჯობს ძალაუფლება დაუთმოთ, რადგან საშუალოდ ვეფხვები ყველაზე ცნობილი კანიბალები არიან. არაფერი პირადული, უბრალოდ კლიმატია ასეთი.

კატა

ქალი ეტალონი: ჭკვიანი, ლამაზი, გრაციოზული, ეშმაკური. ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში იკბინება. სხვა შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თათები აქვს. კატის წელი კურდღლის წლადაც ითვლება, მაგრამ ამ ფაქტს ვუგულებელყოფთ: კატის წელში დაბადებულებს კურდღელთან საერთო არაფერი აქვთ. თუ არ ჩავთვლით მეტაფორულ ხვრელში დამალვის უნარს, სადაც ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხავს.

დრაკონი

ნაზი და მგრძნობიარე სული ფოლადის ჯავშანში. მზაკვარი დრაკონი ახლობლებზე დემონსტრირებას ახდენს და მათაც გულუბრყვილოდ სჯერათ. სინამდვილეში დრაკონი მოქმედებს პრინციპით „თუ რაიმეს დამალვა გსურთ – ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დადეთ“. დრაკონი ნამდვილად მგრძნობიარე და ნაზია, მაგრამ არა გულის სიღრმეში, არამედ გარეგნულად. დრაკონს ცუდად დამახსოვრება არ ახასიათებს. უბრალოდ ბოროტია და კარგი მეხსიერება აქვს.

გველი

ფრთხილად, სახიფათო მომენტი! გველი – არსება, რომელსაც ტანზე ჟრუანტელის გამოწვევა შეუძლია არა მხოლოდ გამოჩენით, არამედ თავად არსებობით: საკმარისია იცოდეთ, რომ გველი სადღაც ახლოსაა, რომ საღამო დაუყონებლივ წყდება. პირველ რიგში, გველი ცივსისხლიანია, მეორეც – ნამდვილად ბრძენია, მესამეც – სასიკვდილოდ შხამიანი. თუ შეკამათება და ანატომიის ცოდნის დემონსტრირება გსურთ, უბრალოდ გველს უთხარით, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს და ნახეთ, რა მოხდება. სჯობს ჯერ ანტიდოტი მოიმარაგოთ. თუმცა არა, ის ხომ არ არსებობს!

ცხენი

ყველა ამბობს, რომ ცხენის წელში დაბადებულნი მშრომელი ცხენები არიან, მაგრამ ცხადია, მათთვის მუშაობის დაძალება არავის უცდია. ვინც კი სცადა, იცის, რომ ცხენი სამი პრინციპით ცხოვრობს: ეშმაკობა, კატეგორიულობა, ჩლიქები. ეშმაკი ცხენი ომის გამოცხადების გარეშე ჩლიქებით მტკივნეულ ადგილზე დაგარტყამთ და გაგაგებინებთ, რომ კატეგორიულად არ გეთანხმებათ. ზოგადად, ცხენს მუშაობა უყვარს, მაგრამ გართობაზე უფრო გიჟდება. ორივე სიტუაციაში საუკეთესო პარტნიორი და საიმედო მეგობარია, რომელსაც ზურგზე ორივეს გატანა შეუძლია. მართალია, შეიძლება გასატანი თავად გახდეს.

თხა

აქლემს ორი კეხი აქვს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა, თხას მართკუთხა გუგები, რადგან არავინ იცის რატომ, ბე–ბე–ბე. სინამდვილეში, ჯადოსნური ბურთი ეჭვობს, რომ ამრიგად თხა თავის ჭეშმარიტ ფიქრებს და გრძნობებს მალავს: რადგან თუ იტყვის, ვინმეს უნებლიეთ აწყენინებს, ამას კი თხა ვერ გადაიტანს, ის ხომ არავის ენდობა – ვინ იცის, ამ წყენისთვის სამაგიეროს როგორ გადაუხდიან. როგორც წესი, ჩვეულებრივ არაფერი ხდება, რასაც თხა ზოგჯერ ნანობს, მაგრამ დიდად არ კლავს: ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ სწორად ვერ გაუგეს.

მაიმუნი

მაიმუნი ლამაზი და ჭკვიანია, ასევე მეგობრული, კეთილი, მომხიბვლელი და ნებისმიერი კომპანიის ცოტა სენტიმენტალური სული. იმ მომენტში, როცა მაიმუნი ყუმბარას ხელში იღებს, ბევრი ყურსაც არ იბარტყუნებს და სულ ამაოდ.

მამალი

ყველასთვის სამაგალითო: მამალი ყოველთვის და ყველაფერს სწორად აკეთებს და ვინც არ ეთანხმება, ის ზურგში დარტყმას მიიღებს. თან დამნაშავე შეიძლება ვიღაც ვეფხვი გახდეს. მამლის დამორჩილების ერთადერთი მეთოდია, გულახდილობა აიძულოთ. უნდა აუხსნათ, რომ ამ საქათმეში ყველაზე მთავარია. ასე უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაშიც, თუ მამალი – ქათამია: მთელი დარჩებით.

ძაღლი

თავად პატიოსნება, ერთგულება, სრულყოფილება. მის გვერდით მყოფნი თავს უხერხულად გრძნობენ, მაგრამ ძაღლი მათ ყურადღებას არ აქცევს (იმ გაგებით, რომ სხვებს მისით აღფრთოვანებაში ხელს არ უშლის).

ღორი

უსაქმური, თუმცა მთების გადაადგილება შეუძლია, თუ უსამართლოდ განაწყენებული, დამცირებული და ა.შ. ადამიანი დახმარებას ითხოვს. რა თქმა უნდა, თუ უსამართლოდ განაწყენებული ადამიანი ღორის ყურადღების მიქცევას შეძლებს. გართობა და ჭამა უყვარს.