Connect with us

ყვავილები

ყვავილები, რომლებიც ქალს არ უნდა აჩუქოთ, თუნდაც ლამაზი გამყიდველის რჩევით

ლამაზი თაიგული კარგი საშუალებაა, რომ საყვარელი ქალი, დედა ან უბრალოდ დაქალი გაახაროთ. არაფერი შეედრება იმ აღფრთოვანებას, რომელსაც ქალი განიცდის, როცა ყვავილებს ჩუქნიან, განსაკუთრებით უმიზეზოდ. აღმოჩნდა, რომ ყვავილებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. კონკრეტული ყვავილი ყოველი შემთხვევისთვის შესაფერისი არაა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ყვავილების ჩუქება არ შეიძლება, რომ კაზუსი არ მოხდეს.

რომელი ყვავილების ჩუქება არ შეიძლება: ზოგადი წესები

წესების დაცვა რთულია. მთავარია, ძირითადი პუნქტები დაიმახსოვროთ.

ხელოვნური ყვავილები

ხელოვნური ყვავილები საჩუქრად ცუდი ტონია. ზოგადად, ხელოვნური ყვავილი სახლიდანაც მოიშორეთ. მით უფრო არ აჩუქოთ ქალს. ამაზე ლაპარაკიც საჭირო არაა!

გამხმარი ყვავილები

იგივე გამხმარი ყვავილების თაიგულს ეხება. თუ ქალი იკებანით შეპყრობილი არაა და ნამდვილად უყვარს. ამ შემთხვევაში მარადმწვანე ლამაზი ვარიანტი შეარჩიეთ.

წითელი ვარდი

კლასიკაა, მაგრამ მისი მნიშვნელობა ყოვლისმომცველი სიყვარული და ვნებაა. წითელი ვარდი საყვარელ ქალს ან ცოლს აჩუქეთ, მაგრამ არა დედას ან დას, არა კოლეგას და მით უფრო გათხოვილ ქალს.

ყვითელი ყვავილი

ეს უფრო მითია, რომ „ყვითელი ტიტები განშორების მაცნეა“. ბევრი ქალი ნამდვილად ცრუმორწმუნეა. თუ ზუსტად არ იცით, რა დამოკიდებულება აქვს ყვითელ ფერზე, ამ ვარიანტს მოერიდეთ.

ქოთნის მცენარე

ოთახის მცენარე დღესასწაულზე არ აჩუქოთ. ეს ზედმეტად „შინაურული“, მიწიერი ვარიანტია. დედის ან ბებიის საჩუქრისთვის შესაფერისია, მაგრამ არა ახალგაზრდა გოგოსთვის. რესტორანში ქოთნით ხომ არ მიხვალთ!

პრაქტიკული რჩევები

ზოგადი წესების გარდა არსებობს პრაქტიკული რჩევები, თუ ვისთვის რომელი ყვავილის ჩუქება ღირს.

  1. თაიგული კენტი რაოდენობის ყვავილებისგან უნდა შედგებოდეს. ადრე ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, მაგრამ დღეს ლუწი რაოდენობა გლოვასთან ასოცირდება.
  2. ვარდების არჩევისას გამყიდველს ეკლების მოშორება სთხოვეთ. განსაკუთრებით დიდი თაიგულის შემთხვევაში, რომ ქალი არ დაშავდეს.
  3. აირჩიეთ ყვავილები, რომელსაც კოკრებში მინიმალური რაოდენობის მტვერი აქვს. ყვითელი მტვერი შეიძლება დაიყაროს და გააფუჭოს ჩაცმულობა და განწყობა.
  4. სასურველია, გაიგოთ ხომ არ აქვს ქალს ალერგია რომელიმე მცენარეზე. ასეთი ყვავილები არ აჩუქოთ, განსაკუთრებით მძაფრი სუნის ყვავილები. პრინციპში, მძაფრ არომატებს შეუძლია თავის ტკივილი გამოიწვიოს.
  5. ფლორისტები გირჩევენ, რომ მზა თაიგული არ აიღოთ, არამედ გამყიდველს ახალი ყვავილებისგან თაიგულის გაკეთება სთხოვოთ. მზა კომპოზიცია ხშირად უკვე დამჭკნარ ყვავილებს შეიცავს. იგივე ბრწყინავებ მოყრილ კოკრებს ეხება.

რომელი ყვავილი ვის ვაჩუქოთ

უკვე იცით, რომელი ყვავილის ჩუქება არ შეიძლება. ახლა გავიგოთ, რომლის შეიძლება. მთავარია, ვის ჩუქნით.

  • მოზარდ გოგონებს და თინეიჯერებს ღია, ნაზი პასტელური ფერის ყვავილები აჩუქეთ. იდეალურია შროშანა, ვარდი ბოლომდე გაუშლელი კოკრებით, ორქიდეები.

  • შეყვარებულს ან საყვარელ ცოლს წითელი ვარდები შეგიძლიათ აჩუქოთ. თუ ეს ბანალურად გეჩვენებათ, რთული და ჩაფიქრებული კომპოზიციის ყვავილები შეუკვეთეთ.
  • დედას პატარა ყვავილების დიდი თაიგული აჩუქეთ. მაგალითად, ფრეზია, ალსტრომერია, ბაღის ვარდი, მინდვრის ყვავილები. ასეთი თაიგული მარტივია, ამავდროულად სითბოს და მადლიერებას გამოხატავს.

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მარტივია თაიგული, მით უფრო დახვეწილია. შეფუთვასაც ვგულისხმობთ. ცელოფანი, პრიალა ფოლგის ქაღალდი და ხელოვნური დეკორაციები ჩიტების და პეპლების სახით დაივიწყეთ. ძვირფასი ქალები ყვავილებით ხშირად გაახარეთ!

Advertisement