თავის მოვლა
ყავის ნიღაბი: ვურევ, ვისვამ სახეზე – 15 წუთში ჰოლივუდელი ლამაზმანივით გამოვიყურები
ჩემი მეგობარი ახალგაზრდობიდანვე გაიტაცა სილამაზის საშინაო რეცეპტებმა. იგი გულმოდგინედ იწერდა მათ რვეულში, ხოლო მათგან საუკეთესოებს არჩევდა. ამ ნიღბის რეცეპტიც მის რვეულში 6 ვარსკვლავით იყო შეფასებული, არადა, მაქსიმალურ შეფასებად ხუთს მიიჩნევდა. ეს უბრალოდ ნიღაბი არაა, არამედ მთელი გამაახალგაზრდავებელი კომპლექსია ყავით, რომელიც პირველივე პროცედურის შემდეგ ტოვებს ეფექტს.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ყავის ნიღბის შესანიშნავ რეცეპტს და მოგიყვებათ, თუ რა უპირატესობა აქვს მას კანისთვის.
ყავის ნიღაბი
ნიღბის მთავარი საიდუმლო – კომპონენტების კომბინაციაა. ნიღბის თითოეული ინგრედიენტის თვისებების წყალობით, ნიღაბი მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედებს კანზე და გვეხმარება მრავალ პრობლემასთან გამკლავებაში. ნიღბის გამოყენების შემდეგ, კანი ჯანსაღ ფერს იძენს, ხდება უფრო მკვრივი, ქრება შეშუპებები, ლაქები და წვრილი ნაოჭები. კანი გამოიყურება ისე, თითქოს შვებულებიდან ახლახან დაბრუნდით.
რისგან შედგება ეს სასწაულმოქმედი ნიღაბი? მოდით, გავერკვეთ თითოეული კომპონენტის უპირატესობასა და მის გავლენაში კანზე.
1. დაფქული ყავა
თავისი შემადგენლობის წყალობით, ყავა აძლიერებს სისხლის ცირკულაციას კანის ყველაზე ღრმა ფენებშიც კი. სწორედ ამიტომ, ყავას კანი ტონუსში მოჰყავს, გამოაქვს მისგან ტოქსინები და აუმჯობესებს ლიპიდურ მიმოცვლას.
2. კაკაო
კაკაო ამ ნიღაბში ვიტამინებისა და მინერალების მთავარ წყაროდ გვევლინება. იგი აუმჯობესებს კანის ფერს, ავიწროებს ფორებს და დაუბრუნებს კანს ჯანსაღ იერს. კაკაოს დამსახურებით, ყველაფერთან ერთად, თანაბრდება კანის ტონი.
3. დარიჩინი
დარიჩინი – ესაა ხსნა პრობლემური კანისთვის. თუ თქვენი კანი მიდრეკილია გამონაყარისკენ, აუცილებლად დაუმატეთ დარიჩინი საშინაო კოსმეტიკურ საშუალებებს. თუმცა, მანამდე არ დაგავიწყდეთ ალერგიაზე შემოწმებაც.
4. მწყრის კვერცხები
ალბათ, ახალგაზრდობისა და სილამაზის ამ წყაროს შესახებ ბევრი რამ გსმენიათ. კვერცხის შემადგენლობაში შედის თიროზინი, რომელიც აუმჯობესებს სახის კანის ფერს. ასევე, მწყრის კვერცხების გამოყენება ხელს უწყობს უჯრედების გაახალგაზრდავებას, შეშუპების მოხსნასა და ნაოჭების დაგლუვებას.
5. თაფლი
რა თქმა უნდა, თაფლის გარეშე ვერსად წავალთ. იგი შესანიშნავი დამატენიანებელი საშუალებაა. თავისი თვისების წყალობით, შეინარჩუნოს ტენი, იგი კანს აელვარებს, არბილებს და ხდის ელასტიურს. ასევე, იგი შესანიშნავი ანტისეპტიკური და ანტიოქსიდანტური საშუალებაა. გახსოვდეთ, რომ თაფლზე ბევრს აქვს ალერგია, ამიტომ მის გამოყენებამდე შეამოწმეთ საკუთარი თავი. თუ ალერგია გაქვთ – ჩაანაცვლეთ იგი ალოეს წვენით.
შეურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი და მიიღებთ ახალგაზრდობისა და სილამაზის ნამდვილ ელექსირს. ნიღბის მოსამზადებლად აიღეთ თანაბარი რაოდენობით ყავა და კაკაო(დაახლ. 3 ს.კ.), მწყრის 3 კვერცხი და 2 ს.კ. თაფლი.დაუმატეთ მწიკვი დარიჩინიც.
ჯერ შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხები, დაუმატეთ დანარჩენი მასა და კარგად მოურიეთ. მოასხით თაფლიც, კიდევ ერთხელ მოურიეთ და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.
მასა საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს. მზა ნიღაბი წაისვით სახის გაწმენდილ კანზე, მოერიდეთ თვალის ირგვლივ მონაკვეთებს. არ შეიზილოთ ნიღაბი კანში – შეიძლება უჯრედები დაიზიანოთ. დაიდეთ ნიღაბი ფენებად, თანდათან. შემდეგ აცადეთ გაშრობა 15-20 წუთით.
ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ჩაიტარეთ პროცედურათა კურსი: 1 ნიღაბი კვირაში, არაუმეტეს 5-7 პროცედურა ჯამში. შემდეგ შეისვენეთ.