Connect with us

ჯანმრთელობა

ყავა და თაფლი – მუცლის ტკივილის წინააღმდეგ

ეთიოპია ისტორიულად – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა, ხოლო ყავის ისტორიის კუთხით კი ნომერ პირველია! ის არის ყავის კულტურის აკვანი და ლეგენდა.

ტურისტული ქვეყანა სამ რეგიონად გახლავთ დაყოფილი: უფრო განვითარებული – ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ ნაწილი – რომელიც თავისი ეკზოტიკურობით გახლავთ ცნობილი და ტურისტულად – ნაკლებ არის განვითარებული, სწორედ აქ მოგზაურობისას ვისწავლე ყავით დამზადებული წამლის რეცეპტი რომლებსაც ეთიოპიელები კუჭის ტკივილის სამკურნალოდ იყნებდნენ.

ამ სასმელს “ბუნა კე კეიამარა გარ”-ქვია, ანუ ყავა თაფლით. მისი რეცეპტი ძალიან მარტივია: გადაურიეთ 1 პატარა კოვზი დაფქული ყავა და 2 კოვზი თაფლი (წყლის გარეშე). მოურიეთ საგულდაგულოდ სანამ მუქ ყავისფერ ფაფას არ მიიღებთ. მიირთვით 1 კოვზი, ნელ-ნელა და 1 საათის შემდეგ კუჭის ტკივილი უკვალოდ გაქრება!

ეს წამალი არა ამრტო სასარგებლო, არამედ ძალიან არომატული და სასარგებლოც გახლავთ!