Connect with us

საკითხავი

ღირს თუ არა ფანჯრის გაღება ზაფხულის ცხელ დღეებში. პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ

სიამოვნებაა ზაფხულში ზღვის ქვიშიან სანაპიროზე სირბილი და ამქვეყნად ყველაფრის დავიწყება. ბევრ ადამიანს მცხუნვარე დღეებშიც დახუთულ ქალაქში დარჩენა და მუშაობის გაგრძელება უწევს. ბუნებრივია, როცა გარეთ მწველი მზეა, გვგონია, რომ ჰაერი საკმარისი არაა. პირველი სურვილია ყველა ფანჯრის გაღება და ნანატრი სიგრილის შემოშვება. ამ საქმეში აზრები იყოფა. ზოგი ამტკიცებს, რომ ყველაფერი უნდა იყოს ღია, სხვები, პირიქით, რომ ყველაფერი უნდა დაიხუროს. ღირს ფანჯრების გაღება?

Аlltime.ge–ს რედაქციამ ამ საკითხის გარკვევა გადაწყვიტა.

შეიძლება თუ არა ფანჯრის გაღება სიცხეში

შენობის განიავება აუცილებელი ნაწილია. ეს ყოველდღე უნდა გააკეთოთ, ნებისმიერ ამინდში. ჟანგბადის დეფიციტი იწვევს სხვადასხვა დაავადებას, ვირუსულიდან ანემიამდე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ შენობაში რამდენიმე ადამიანია და ჟანგბადის შთანთქმა იზრდება.

ოთახების გასანიავებლად ფანჯრების დილით ადრე გაღებას გირჩევთ, სანამ მზემ ჰაერი არ გააცხელა. საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგაც შეიძლება, როცა სიცხე უკვე იკლებს. თუ ფანჯარას დილით გააღებთ, სიგრილის ნაცვლად ცხელ ჰაერს შემოუშვებთ. ცხელი ჰაერი სიგრილის სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ, პირიქით, სიტუაციას გაამწვავებს. ასე შენობა დახუთული ჰაერით გაივსება და მისი სწრაფად დატოვების სურვილი გაგიჩნდებათ.

ცხელ დღეს ოთახში ან ოფისში სიგრილე რომ შეინარჩუნოთ, წესი დაიმახსოვრეთ. დღის 11 საათის შემდეგ ყველა ფანჯარა დახურეთ. მზემ ჰაერი უკვე საკმარისად გააცხელა და შემდეგ უკვე ოთახში მხოლოდ დახუთული ჰაერი შემოვა. უმჯობესია, თუ ფანჯარაზე სქელ ჟალუზს ან ფარდას გაშლით. ასე შენობაში ჩრდილი იქმნება და საღამომდე სიგრილეს შეინარჩუნებთ. ასეთი მარტივი მოქმედება შენობაში სიგრილის და კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ფანჯრების გაღება მზის ჩასვლის შემდეგ შეგიძლიათ. ახლა ბაზარზე მზისგან დასაცავად ბევრი სხვადასხვა მოწყობილობა არსებობს, რომლებიც ფანჯრებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს შეიძლება იყოს ალუმინის ფოლგა, რომაული ფარდა სქელი ქსოვილით და ჟალუზი. ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რომელიც თქვენს გემოვნებას და ბიუჯეტს შეესაბამება. დაცვის ასეთი საშუალებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფანჯრისთვის, რომელიც მზიან მხარეს გადის და მთელი დღე მზე აცხუნებს.

როგორ დავიცვათ თავი მზის დაკვრისგან

მზის დაკვრა ან გადახურება თავიდან რომ აიცილოთ, მარტივი წესები დაიცავით და გამოიყენეთ.

  1. ღია მზეზე ყოფნის დრო შეზღუდეთ.
  2. ბევრი წყალი დალიეთ. ჩვეულებრივი სუფთა წყალი და არა ჩაი ან წვენი. დღეში მინიმუმ 2 ლიტრი.
  3. თავსაბურავის გარეშე გარეთ არ გახვიდეთ. ასე გადახურებისა და დამწვრობისგან თავს დაიცავთ.
  4. ზაფხულში მსუბუქი ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელს უპირატესობა მიანიჭეთ. სელი საუკეთესოა. ჰაერს კარგად ატარებს და მასში სიცხე არ შეგაწუხებთ.
  5. ბავშვები და ცხოველები დახურულ მანქანაში არასდროს დატოვოთ. თუნდაც 5 წუთით გახვიდეთ.
  6. სახლიდან გასვლისას კანის შიშველ ნაწილებზე მზისგან დამცავი კრემი აუცილებლად წაისვით. თმისთვისაც ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალება შეიძინეთ.
  7. ცხელ დღეებში ალკოჰოლზე უარი თქვით. ალკოჰოლი ორგანიზმს აუწყლოებს.
  8. ორგანიზმზე ფიზიკური დატვირთვა შეამცირეთ. სიცხე და ფიზიკური აქტივობა გულზე და სისხლძარღვებზე დამღუპველად მოქმედებს.
  9. დიეტა დაიცავით. მეტი ბოსტნეული და ხილი მიირთვით. ტკბილეულსა და ცხარე კერძებზე უარი თქვით. საჭმელი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და არა ცივი.

ყველა ეს რეკომენდაცია აუცილებლად დაიცავით და თქვენს ბავშვებსაც ასწავლეთ. ასე ცხელი ზაფხულის გაძლება არ გაგიჭირდებათ. ზღვაზე დასვენება ნამდვილი სიამოვნება გახდება.

Advertisement