ყვავილები
ქიმიური არომატიზატორის ნაცვლად: სასიამოვნო არომატის მცენარეები

ბევრი ადამიანი სპეციალურ ძვირადღირებულ ჰაერის გამწმენდს ყიდულობს, რომ არომატით ბინაში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნას. ადრე მეც მათ შორის ვიყავი, მაგრამ ახლა სასიამოვნო სუნის მცენარეებზე გადავედი. ისინი მავნე არომატიზატორების შესანიშნავი ალტერნატივა გახდა.
სახლში ყოველთვის ბევრი მცენარე გვქონდა, რადგან თავისი სიმწვანით კომფორტს ქმნის. ერთი პროფესიონალი აგრონომის რჩევების წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე დამატებით 3 სახეობის მცენარე შემეძინა, რომ სახლში სასიამოვნო არომატი შემექმნა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი მცენარეები შეგიძლიათ გამოიყენოთ ბინაში სასიამოვნო არომატის გასავრცელებლად.
3 მცენარე სასიამოვნო არომატით
ეუქარისი
ეს ოთახის მცენარე ცნობილია, როგორც დეკემბრის ნარგიზი ან ამაზონის შროშანი. დეკემბერი მისი ყვავილობისთვის იდეალური დროა. შეიძლება ითქვას, რომ მცენარე დღეგრძელია, რადგან სწორი მოვლის პირობებში მთელი 20 წელი ყვავილობს და სურნელს აფრქვევს. სასიამოვნო სუნის გამო ფლორისტებს შორის პოპულარული გახდა.
ეუქარისის გაზრდა ძალიან მარტივია. თუ ამ საქმეში დამწყები ხართ, ამაზონის შროშანი თქვენთვისაა. ყვავილი კარგად დატენიანებულ ჰაერზე ფართო ოთახში თავს კარგად გრძნობს. მცენარე რომ განვითარდეს და კარგად აყვავილდეს, სამხრეთ ან ჩრდილოეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ. ზაფხულში აყვავებული მცენარე ჩრდილში უნდა მოათავსოთ.
22 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა. ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ტენიანობით უნდა უზრუნველყოთ. გათბობის სისტემასთან ახლოს არ დადოთ, ასე კომფორტულად ვერ იქნება. ყვავილი წყლით რეგულარულად დანამეთ. მის სადგამზე სველი კენჭები შეგიძლიათ მოათავსოთ.
ჟასმინი
ჟასმინი სასიამოვნო არომატის გამო ძალიან ფასობს. როგორც დახურულ ოთახში, ასევე ზამთრის ბაღში შეგიძლიათ გაზარდოთ. ამპელური ტიპის ყვავილის ქვედა ნაწილი დროთა განმავლობაში მაგრდება, ხოლო ზედა ნაწილი თხელი ყლორტებით განვითარებას აგრძელებს. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ დამატებითი საყრდენი სჭირდება.
ჟასმინს ნათელი გაფანტული სინათლე უყვარს. როცა ინტენსიურად იზრდება, ტემპერატურა 18-24 გრადუსი უნდა იყოს. თბილ სეზონზე ზომიერად მორწყეთ, ზამთარში მიწა ოდნავ უნდა დაასველოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახში მაღალი ტენიანობა იყოს. ოთახის მცენარე ყვავილობის დროს პულვერიზატორით დანამეთ. ამ პერიოდში სადგამზე სველი კერამზიტით თავს კარგად გრძნობს.
ციტრუსი
ბიოლოგის თქმით, ციტრუსის სხვადასხვა მცენარე ჰაერის გასაწმენდად სასიამოვნო არომატს აფრქვევს. მისი ყვავილობისთვის ნაადრევი გაზაფხული საუკეთესო პერიოდია. თავად ფოთლებსაც სუნი აქვს, თუ ხელით ოდნავ დასრესთ. ამ ფოთლებით არომატული ჩაიც შეგიძლიათ მოადუღოთ.
თუ ამ ვარიანტზე შეჩერდით, ფართო არჩევანი გაქვთ, რომ თქვენთვის შესაფერისი არომატი შეარჩიოთ. მაგალითად:
- ლიმონის სუნს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
- მანდარინი დაძაბულობას აქრობს და განწყობას ამაღლებს.
- ფორთოხლის ან გრეიფრუტის არომატი ენერგიით გვმუხტავს.
ასევე არსებობს სხვა სურნელოვანი ციტრუსის მცენარეები:
- კუმკვატი
- ნარინჯი
- ტკბილი ლაიმი
- კალამონდინი
- ციტრონი
ამ მცენარეებს 12-26 გრადუსი ტემპერატურა უყვარს. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები მასზე ცუდად მოქმედებს. ცივი ფანჯრის რაფა და ორპირი ქარი ციტრუსისთვის დამღუპველია. იზრუნეთ, რომ მცენარე კარგად განათებულ ადგილას, სამხრეთ–დასავლეთ ან სამხრეთ–აღმოსავლეთ მხარეს იდოს. ანადუღარი ოთახის ტემპერატურის წყლით მორწყეთ. თუ ოთახში მშრალი ჰაერია, ეს უფრო ხშირად გააკეთეთ. ცივ სეზონზე – იშვიათად და ცივი წყლით.
თუ გსურთ სახლში ნატურალური არომატიზატორი გააკეთოთ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ ოთახის მცენარეს, რომელსაც სასიამოვნო არომატი აქვს. ასე სიმყუდროვეს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნით.
