Connect with us

სხვა

ქვაბების ხეხვა: ყველა ეფექტური მეთოდი

ქვაბების ხეხვა სიამოვნებას არავის ანიჭებს, თუმცა არც მიმწვარი და დაზიანებული ჭურჭლის გამოყენება გვიყვარს. თუ თქვენს ქვაბებს ლაქები და ნამწვი გაუჩნდა – მის რკინის სახეხით ხეხვას ნუ იჩქარებთ. მაღაზიებში უამრავი ქიმიური საშუალებაა რომლებიც ქვაბებისგან ნებისმიერი სირთულის დაბინძურების მშორებას გვთავაზობს, თუმცა სამწუხაროდ მათი შემცველობა ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე სახარბიელოა და ხშირ შემთხვევაში ლაქების მოცილებასთან ერთად ეს საშუალებები ქვაბს საგრძნობლად აზიანებს და გამოყენებისტვის გამოუსადეგარად აქცევს.

დღევანდელ სტატიაში ქვებების წმენდის ხალხურ საშუალებებს შემოგთავაზებთ.

საწმენდი საშუალებები

ეს მეთოდი საშუალო დაბინძურების მქონე ქვაბისთვის გამოგაგდებათ. თუ ქვაბის ძირმა საკჭმელი მიიწვა: დაფხვენით კვერცხის ნაჭუჭი და ქვაბში ჩაყარეთ, შემდეგ მას ჭურჭლის სარეცხი საშუალების ფენა მოასხით და ცოტაოდენი თბილი წყალი დაუმატეთ. ქვაბი 30 წუთით დატოვეთ და შემდეგ გარეცხეთ.

საპონი

კიდევ ერთი საინტერესო და უბრალო მეთოდი უჟანგავი მეტალის ან ალუმინისგან დამზადებული ქვაბის გასარეცხად. ქვაბის ფსკერზე გახეხილი საპონი დაყარეთ, დაასხით თბილი წყალი, წამოდუღეთ 20 წუთით. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებიტა და ღრუბლით.

მარილი

სანამ რეცხავს დაიწყებთ, ქვაბი ნამწვის მსხვილი ნაწილებისგან ცივი წყლის ჭავლის ქვეშ გაათავისუფლეთ. ამის შემდეგ ქვაბის ფსკერს მარილი მოაყარეთ და დატოვეთ. აირეთ ქაღადის ხელსახოცი და ქვაბი მისი მეშვეობით გახეხეთ. თუ ზედაპირი ძალიან დაბინძურებულია დამატებითი საწმენდი საშუალება გამოიყენეთ. მეთოდი ალუმინისა და უჟანგავი მეტალი ჭურჭლის სარეცხად გამოგადგებათ.

სოდა და წებო

საინტერესო და ეფექტური მეთოდი, რომლის შესახებ ყველამ არ იცის. ის ქვაბის როგორც შიგნიტა ასევე გარეთა მხარესაც მოაშორებს მიმწვარ ჭუჭყს. დაგჭირდებათ 300 გრამი სილიკატური წებო, ბუსტილატი ან პვა. ჩაასხით ის ქვაბში, მოაყარეთ ნახევარი შეკვრა დოდა და დაუმატეთ წტალი. მასა ადუღებამდე მიიყვანეთ და კარგად ურიეთ სანამ კარგად არ გაზავდება. ადურეთ 20-30 წუთი. შემდეგ ქვაბი წყლით გარეცხეთ. თუ ნამწვის გარედა მოცილება გსურთ, ეს ხსნარი დიდ ქვაბში ჩაასხით და მასში ლაქებიანი ქვაბი გამოხარშეთ.

ძმარი და ლიმონმჟავა

ეს ვარიანტი ნებისმიერი ქვაბისთვის გამოგადგებათ – გარდა ემალის ქვაბებისა. ჩვეულებრივი ძმარი და ლიმონმჟავა აურიეთ, ცაასხით ქვაბში, დაახურეთ თავსახური და რამდენიმე საათით დაოვეთ. ამის შემდეგ ქვაბი სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.

ხახვი

ხახვით წმენდა ალუმინის ქვაბებთან გამოგადგებათ. გაფცქვენით ხახვი, ჩადეთ ქვაბში და წყალი დაასხით. მიიყვაეთ ადუღებამდე და ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ ქვაბი სტანდარტულად გარეცხეთ.

ლიმონმჟავა

თუ ალუმინის ან უჯანგავ მეტალის ქვაბი გაქვთ გასარეცხი მასში 2 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა ჩაყარეთ და 1 ლიტრი წყალი ცაასხით. ნარევი ადურებამდე მიიყვაეთ და გააგრილეთ. შემდეგ ქვაბი გარეცხეთ.

 

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.