Connect with us

ჯანმრთელობა

ფოლიუმის მჟავის გავლენა ჯანმრთელობაზე

ფოლიუმის მჟავა ახალი უჯრედების წარმოქმნისა და შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. მეორეს მხრივ ეს საკვები ნივთიერება ორგანიზმში ჰომოცისტეინის დონეზე ახდენს გავლენას, მისმა დაგროვებამ არასაკმარისი ფოლიუმის მჟავის ქონის პირობებში შეიძლება გულის პრობლემები გამოიწვიოს.

ის მნიშვნელოვანია ვიტამინი B12-ის აქტიურ ფორმაში გადასაყვანად და ამგვარად ხელს უწყობს დნმ-ის სწორ სინთეზს.

როგორც ვხედავთ, ფოლიუმის მჟავა საკვები ნივთიერებაა, რომელიც არამარტო ორსულობის, არამედ ცხოვრების ყველა ეტაპზეა საჭირო. ყოველდღე, 19 წელს გადაცილებულ ადამიანს 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა ესაჭიროება რომელსაც მარცვლეულისა და მუქი მწვანე ბოსტნეულისგან ვიღებთ.

როგორ მივიღოთ ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა ერთ-ერთია В ჯგუფის იმ ვიტამინებიდან რომლებსაც მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული და ხილი შეიცავს. მისი სინთეტიკური ფორმა საკვებ დანამატებში და გამდიდრებულ პროდუქტებში გამოიყენება.

ერითროციტების გამომუშავება ნაწილობრივ ამ ვიტამინის შესაბამის დონეზეა დამოკიდებული. მისი დეფიციტი ბავშვებსა და დიდებში ანემიის გავრცელებული მიზეზია. ეს მჟავა დეენემის ისეთ ცვლილებებს უშლის ხელს რომლებიც სიმსივნის განვითარებასთანაა დაკავშირებული.

ბოსტნეული

ამ მჟავას ფოლიუმი იმიტომ ეწოდება, რომ ძირითადად მცენარეთა ფოთლებისგან მიიღება. მაგალითად, ზოგიერთი ბოსტნეულის მწვანე ფოთლებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოსტნეული უმად ან ოდნავი მოწალვით გამოიყენებოდეს (არ იყოს ბოლომდე მოხარშული), რადგან მზადების პროცესში ის ნადგურდება და იკარგება.

ჯანმრთელი კვება

გარდა ბოსტნეულისა, არ დაგავიწყდეთ თქვენს რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოთ როგორიცაა ლუდის საფუარი, თხილეული და პარკოსნები, ისინი ამ კომპონენტის უწყვეტ წყაროს წარმოადგენენ.

ბალახეული ჩაი

ფოლიუმის მჟავას, რკინით სავსე ბალახეულიც შეიცავს. ჭინჭარი, ფარსმანდუკი, ნაღველა – ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია. მოამზადეთ ჩაი, აურიეთ ყველა მათგანი ერთმანეთში და დღეში 2 ჭიქა დალიეთ. თუმცა გასტრიტის შემთხვევაში მათი მიღევისგან თავი შეიკავეთ.