Connect with us

ტესტები

ტესტი თქვენი ჯადოსნური ძალის გამოსავლენად. აირჩიეთ დივა ყვავილებში

ყვავილების მაგია ნებისმიერ ქალს ძალას აძლევს. ერთხელ მეგობართან ერთად ვსეირნობდი. უცებ ყვავილების მოვაჭრე ჭაღარა მოხუცთან გაჩერდა. ულამაზესი თაიგული აირჩია და იყიდა. სეირნობა გავაგრძელეთ. მეგობარმა მითხრა, რომ თავისთვის ყვავილებს ხშირად ყიდულობს. აღმოჩნდა, რომ ქორწინებაში ურთიერთობის გასაძლიერებლად ეფექტური მეთოდია. მისმა ქმარმა შეამჩნია, როგორ მაღლდება ცოლის განწყობა ლამაზი მცენარის დანახვისას. საზრიანი ადამიანია, ამიტომ ყვავილების უმიზეზოდ ჩუქება დაიწყო. წყვილის ცხოვრება საოცრად შეიცვალა. აბსოლუტური ურთიერთგაგება და ოჯახში კეთილდღეობა ქალის ენერგიის გაძლიერების შედეგი გახდა.

Аlltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, შეამოწმოთ, რამდენად ძლიერ ენერგიას ფლობთ და რა ძალა იმალება თქვენში. ერთ–ერთი გოგონა დაუფიქრებლად აირჩიეთ და გაშიფვრა წაიკითხეთ.

რა ჯადოსნური ძალა იმალება თქვენში

1. ქერათმიანი ქალი თეთრი ვარდების გვირგვინით

ამ ვარიანტს ირჩევს ქალი, რომელსაც ბევრი ენერგია აქვს. იმდენად ბევრი, რომ მზადაა, სხვებს გაუზიაროს. რთულ წუთებში სხვებს კარგი განწყობით მუხტავთ და იმედს არასდროს კარგავთ. რა არის თქვენი საიდუმლო? საქმე იმაშია, რომ ადამიანს უფლება აქვს აირჩიოს, რაზე გაამახვილებს ყურადღებას. მხიარული ადამიანები აქცენტს აკეთებენ პოზიტივზე, ნებისმიერ მოვლენას პოზიტიურად გარდაქმნიან. ასე ინახავთ რესურს, რომელიც ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესოა.

თქვენი შინაგანი ძალა ნებისმიერი სიტუაციის იუმორის თვალით დანახვის უნარია. ხშირად იხუმრეთ და გაოცდებით, რამდენად გამარტივდება ცხოვრება.

2. გოგონა კრემისფერი ვარდების გვირგვინით

კრემისფერ ვარდს ირჩევს ის, ვინც მუდმივობას აფასებს. ყველაზე მეტად ცვლილებების გეშინიათ და ენერგიას კარგავთ, როცა ცხოვრებაში რაღაც მოულოდნელი ხდება. საკმაოდ ბევრი ენერგია გაქვთ, მაგრამ სხვებისთვის გაზიარებას არ ჩქარობთ. მშვიდი, გაწონასწორებული ხართ, საქმეს მაღალ დონეზე ასრულებთ.

თქვენი შინაგანი ძალა დაგეგმვის უნარია. მთელი დღე წვრილმან დეტალამდე გათვალეთ, თუნდაც ყველაზე არაპროგნოზირებად ვითარებაში. ამის წყალობით რესურსი ყოველთვის გექნებათ.

3. გოგონა, რომლის თავი ყაყაჩოებით მორთულია

ამ ვარიანტს ირჩევს შემოქმედებითი ადამიანი, რომლისთვის მნიშვნელოვანია შემოქმედებითი სამუშაო და ირგვლივ სილამაზე.  ენერგია ხშირად გეწურებათ, მაგრამ თვითორგანიზაციის განვითარებულ უნარებს ფლობთ და მარაგს მაშინვე ივსებთ. მასაჟი, ფიზიკური ვარჯიში და ბუნებაში სეირნობა ენერგიის სწრაფად აღდგენაში გეხმარებათ.

თქვენი შინაგანი ძალა ისაა, რომ ნებისმიერ სირთულეს შემოქმედებითად უდგებით. ხელოვნების ძალა ყოველდღიურობაში გამოიყენეთ, რაღაც განსხვავებულად გააკეთეთ, არა ისე, როგორც მიჩვეული ხართ. ასე მოქცევით, გაიფურჩქნებით და ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით.

4. გოგონა ხელოვნური ყვავილების გვირგვინით

თუ ეს ვარიანტი აირჩიეთ, ალბათ, თქვენი ენერგია უკვე იწურება. ეს გასაკვირი არაა, ისეთ დროში ვცხოვრობთ. ადამიანმა დროზე არ უნდა იწუწუნოს, აქედან არაფერი გამოვა. მნიშვნელოვანია შეამჩნიოთ, როდის გიფუჭდებათ განწყობა და ენერგიისგან იცლებით. მაშინვე ზომები მიიღეთ, რომ თქვენი ენერგეტიკული ბალანსი აღადგინოთ.

პირველ რიგში, მოიშორეთ მთელი ნეგატივი, რომელიც სუნთქვაში ხელს გიშლით. რა თქმა უნდა, ეს ეკოლოგიურად უნდა გააკეთოთ, ოჯახთან კამათის გარეშე. ზოგჯერ კარგად ტირილი სასარგებლოა. ასე გულს ამოირეცხავთ და მთელ დაღლილობას, დარდს მოიშორებთ, სიტუაციას გაანულებთ.

დარწმუნდით, რომ თბილად ხართ, არ გშიათ და უსაფრთხო გარემოში ხართ. როცა ძირითადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც შეგიძლიათ იზრუნოთ. პოზიტივზე განსაწყობად შთაგონების პირადი წყარო იპოვეთ. თქვენი შინაგანი ძალა სხვების დახმარებაშია. რაც უფრო მეტად ეხმარებით სხვებს, მით უკეთესია თქვენთვის. არსებობს ურღვევი კანონი: სანამ სხვებს დაეხმარებით, საკუთარ თავზე იზრუნეთ. ისე გააკეთეთ, რომ მშვიდად და კომფორტულად იცხოვროთ. ამის შემდეგ პატარა გმირობები შეგიძლიათ ჩაიდინოთ.

Advertisement