ტესტები
ტესტი: აირჩიეთ ყვავილი და გეტყვით, როგორი ხასიათი გაქვთ
Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომელთა დახმარებით გაიგებთ, როგორი ხასიათი გაქვთ.
თქვენს წინაშეა 6 ყვავილი, რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად?
1. ორქიდეა
მგრძნობიარე ადამიანი ხართ. თქვენი გარეგნული სისუტე მოჩვენებითი არაა. გულს ადვილად გტკენენ. დიდი ძალა არ გაქვთ, რომ ყველაფერი გადალახოთ, თუმცა დიდი და კეთილი გული გაქვთ. სისუსტის მიუხედავად თავს არ ზოგავთ, როცა ახლობლებს თქვენი დახმარება სჭირდებათ.
2. კატაბარდა
თქვენ მშვიდი და კეთილმოსურნე ადამიანი ხართ. ცხოვრებას და წარმოქმნილ პრობლემებს მარტივად უყურებთ. „ყველაფერი დროებითია“ – ამბობთ თქვენ და გზას აგრძელებთ. „ამაზე ხვალ ვიფიქრებ“ – ფიქრობთ, როცა გიჭირთ, მაგრამ წუხილის დრო არაა.
3. იორდასალამი
მგრძნობიარე და ნაზი ადამიანი ხართ. თქვენთან თავს ისე თბილად გრძნობენ, როგორც სახლში. გარშემომყოფების მიმართ ძალიან მზრუნველი ხართ. თითოეულ ადამიანს გაგებით ეკიდებით და თითოეულის გაგებას ცდილობთ. ბევრი პატივს გცემთ და უყვარხართ.
4. შროშანი
თქვენ საიდუმლოებებით მოცული ადამიანი ხართ. ზოგს გარეგნული უცოდველობით იზიდავთ, მაგრამ ახლობლებმა იციან, რომ ასეთი მარტივი არ ხართ. პატარა და საყვარელ თავში ეშმაკურ გეგმებს სახავთ და მათ განხორციელებას თავისუფალ დროს იწყებთ.
5. ვარდი
მიმზიდველი პიროვნება ხართ. პრაქტიკულად, ნებისმიერ ადამიანს თავს მარტივად აწონებთ. მომხიბვლელი და ქარიზმატული ხართ. ხალხს ხშირად ეუბნებით იმას, რისი მოსმენაც სურთ. თუმცა თქვენთან თამაში არ ღირს: თქვენ მიმართ გამოხატული გესლისა და ზიზღისთვის უსიამოვნება არ აცდებათ. მეგობრებს ისე იცავთ, როგორც საკუთარ თავს და მათი განაწყენების უფლებას არავის აძლევთ.
6. ბაბუაწვერა
მარტივი და გულწრფელი ადამიანი ხართ. გული სიკეთით სავსე გაქვთ და სხვებსაც უხვად უზიარებთ. სამყაროს პოზიტიურად უყურებთ იმის მიუხედავად, რომ ეს ხშირად მარტივად არ გამოგდით. მხიარულ განწყობას გულმოდგინედ ინარჩუნებთ, ასე საკუთარ თავს თქვენს ძალას უმტკიცებთ.