კულინარია
სწორედ ის კერძი, რომელიც გზას გულისკენ კუჭის გავლით იკვალავს. იმდენად გემრიელია, წამებში ქრება
კლასიკური ხორცი ფრანგულად უკან მოიტოვებს უამრავ ხორციან კერძს, რომლებიც ღუმელში მზადდება. ეს სავსებით გასაგებია, რადგან გამომცხვარი, წელვადი ყველის ფენის ქვეშ ნაზი ხორცი შესანიშნავი გემოთი გამოირჩევა. და მაინც, რაღაც მაინც არაა საკმარისი..
ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელიც იდეალამდე მივიყვანეთ და ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მისი შეფასება ჩვენს ერთგულ მკითხველს მივანდოთ. ზოგიერთ რესტორანში მსგავს კერძს ტაფას უწოდებენ: კლიენტთან ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი ხორცი მიაქვთ იმ ჭურჭლით, რომელშიც მოამზადეს.
ინგრედიენტები
- 1 კგ ღორის ხორცი
- 3 ც ხახვი
- 3 ც პომიდორი
- 4 ც კარტოფილი
- 4 კბილი ნიორი
- მაიონეზი გემოვნებით
- 250 გ მყარი ყველი
- მწვანილი გემოვნებით
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მოამზადეთ ინგრედიენტები ცალ-ცალკე, არ შეურიოთ. დაჭერით ხორცი დიდ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დახეხეთ კარტოფილი და ყველი მსხვილად, ხახვი დაჭერით რგოლებად, პომიდორი – რკალებად.
- წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოათავსეთ მასზე ფენებად ხორცი, ხახვი, დახეხილი კარტოფილი. ახლა წაუსვით პომიდორს მაიონეზი და მოათავსეთ კარტოფილზე. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე, 40 წუთით.
- არ გამორთოთ ღუმელი, გამოიღეთ ფორმა, დააჭყლიტეთ ნიორი და გულუხვად მოაყარეთ ყველი. შედგით ღუმელში კიდევ 5 წუთით.
ამ რეცეპტის დადებითი მხარე ისაა, რომ კლასიკური არაა, ესე იგი, ნებისმიერი სახის ხორცის გამოყენება შეგიძლიათ. გირჩევთ, მოამზადოთ ულუფებად – ქოთანში ან მცირე ზომის კერამიკულ ფორმებში.