თავის მოვლა
სუპერ ნატურალური საშუალებები ჩამოწელილი კანის საწინააღმდეგოდ
ამ პრობლემის სრულად მოშორება შეუძლებელია, მაგრამ ამ ნატურალური საშუალებების გამოყენებით კანის მდგომარეობის და გარეგნობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შეძლებთ. მათი დახმარებით ელასტინის და კოლაგენის შემცირებას შეაფერხებთ.
ჩამოწელილი კანი სიბერის ბუნებრივი პროცესია, რომელიც ასევე ჩვენი წონის მატებასა და კლებასთან არის დაკავშირებული. ეს განსაკუთრებით სწრაფად ხელზე, კისერსა და ნიკაპზე შეიმჩნევა.
შინაურული საშუალება კანის ელასტიკურობისთვის
კანის აღმდგენი უამრავი საშუალება არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ. ამ საშუალებების დახმარებით კანის მოქნილობის და ახალგაზრდობის დაბრუნება საკმაოდ მარტივია. გირჩევთ, არა მხოლოდ სახეზე, არამედ ყველა პრობლემურ ზონაზე გამოიყენოთ – ასე ერთნაირად ეფექტური იქნება!
კვერცხის ცილის ნიღაბი
კვერცხის ცილა 1 სუფრის კოვზ ბეგქონდარას ზეთს აურიეთ და სახეზე წაისვით. საქმე კანის ჩამოწელვის და ნაოჭების საწინააღმდეგოდ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ნიღაბს ეხება. კვერცხი კოლაგენის წარმოებას სტიმულირებს, ხოლო ბეგქონდარას ზეთი კანის დატენიანებას ხელს უწყობს. ეს კომბინაცია კანს ჩამოწელვის საშუალებას არ მისცემს.
ბანანის ნიღაბი
კანის გასაძლიერებლად და სახის ფერის გასაუმჯობესებლად ერთი მწიფე ბანანის პიურეთი, 1 სუფრის კოვზი თაფლით და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის დახმარებით ნიღაბი მოამზადეთ. ბანანი კანში ტენის შენარჩუნებას ხელს უწყობს, მას უფრო მოქნილს ხდის და ცხიმის წარმოებას არეგულირებს.
კურკუმას და წყლის პასტა
კურკუმას და წყლის პასტა მოამზადეთ და კანზე წაისვით. 15 წუთით გაიჩერეთ, რომ ნიღაბი გაშრეს და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ეს საშუალება ძალიან ეფექტურია, თუ მას კვირაში რამდენჯერმე გამოიყენებთ. ასე კანის ელასტიკურობა აღდგება.
მარწყვის და იოგურტის ნიღაბი
რამდენიმე მარწყვის კენკრა დაჭყლიტეთ, რამდენიმე კოვზი იოგურტი დაუმატეთ და აურიეთ ისე, რომ პასტა მიიღოთ. მიღებული ნარევი სახესა და სხვა პრობლემურ ზონაზე წაისვით. ნიღაბი რამდენიმე წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
ეს ნარევი კანს ატონიზირებს და აძლიერებს. გარდა ამისა, ნიღაბი სისხლის მიმოქცევას და სახის ფერს აუმჯობესებს.
პომიდვრის წვენი
1 მწიფე პომიდორი გაწურეთ და კანზე რბილი წრიული მოძრაობით წაისვით. კანი 5 წუთით დაიმასაჟეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
პომიდვრის წვენი კანს უფრო რბილს და ელასტიკურს გახდის, ფორებს შეკრავს და მას უფრო გააღიავებს.
სანდლის ხის ნიღაბი
სანდლის პასტა წყალს აურიეთ და სახეზე წრიული, მსუბუქი ზეწოლის მოძრაობით წაისვით. სახის ფერი უფრო ნათელი გახდება.
სანდალი ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური საშუალებაა. ის აკნეს, გამონაყარს, ლაქა, სიმშრალეს და ცხიმიანობას და სხვა პრობლემებს მოგაშორებთ. მზა სანდლის ფხვნილის შეძენის ნაცვლად გირჩევთ, რომ ახალი სანდლის პასტა მოამზადოთ. ამისთვის ხელით დააქუცმაცეთ და პასტის მისაღებად წყალი დაუმატეთ.
ნორმალური კანის სკრაბი
ზღვის მარილით ცხელი აბაზანა მიიღეთ. ეს სახის ფერის გაუმჯობესებასა და კანის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ასეთი პროცედურა მთელი კვირა გაიკეთეთ, რომ ჩამოწელილი კანის პრობლემა მოიშოროთ, კუნთები გააძლიეროთ და კანს ახალგაზრდობა დაუბრუნოთ.
ნემსიწვერას ეთერზეთი
ამ ეთერზეთს ჯადოსნური თვისებები გააჩნია, რომელიც კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთ ქალს ცხიმოვანი ბზინვარება, აკნე და შავი წერტილები ზრდასრულ ასაკშიც კი აწუხებს. სიბერესთან კომბინაციაში კი კანს უფრო უსუფთაოს და ჩამოწელილს ხდის.
ამ შემთხვევაში თქვენ ნემსიწვერას ეთერზეთი დაგეხმარებათ. ეს პროდუქტი სასარგებლო თვისებებით ცნობილია. ის კანს აძლიერებს, ცხიმის წარმოებას არეგულირებს, ნაოჭებს ასწორებს და აკნეს აქრობს. რამდენიმე წვეთი სახზე ბამბის დისკის დახმარებით წაისვით ან ჩვეულ სახის კრემს აურიეთ.
ლიმონის ეთერზეთი
ლიმონის არომატი სიახლესთან და ენერგიასთან ასოცირდება. სწორედ ასე იგრძნობს თავს თქვენი კანი ამ ზეთის წასმის შემდეგ.
ლიმონი გასაოცარი ციტრუსია, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. თუ ადრე ანტიბაქტერიულ საპონს იყენებდით, ალბათ იცით, თუ რამდენად ძლიერ აშრობს კანს და მის დახეთქვას იწვევს. ლიმონის ეთერზეთი კანის ცხიმს მისი დაზიანების გარეშე ამცირებს, ფორებს კრავს, ნაოჭებს ასწორებს და კანს აძლიერებს. ლიმონის ზეთში ბამბის ბურთი დაასველეთ და ზეთი კანზე წაისვით. ასევე შეგიძლიათ წყალში გააზავოთ და მთელ სახეზე სპრეი ბოთლით შეისხუროთ,
ნატურალური ზეთი
კიდევ რამდენიმე ნატურალური ზეთი, რომელთაც კანზე ჯადოსნური მოქმედება გააჩნიათ. ის არბილებს, აძლიერებს და აახალგაზრდავებს. ზოგიერთი ზეთი ჩამოწელილ კანს ეფექტურად უმკლავდება: ყურძნის კურკის ზეთი, ნუშის ზეთი, ქოქოსის ზეთი და ავოკადოს ზეთი.
ეს ზეთები სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყველაზე მარტივია სახეზე თხელ ფენად წასმა და მასაჟი, სანამ კანი მას ბოლომდე არ შეიწოვს. ასევე შეგიძლიათ შის ზეთს, E ვიტამინს ან ნებისმიერ დამატენიანებელ კრემს აურიოთ.
სოდაზე დაფუძნებული სკრაბი
სოდა თბილ წყალს აურიეთ, რომ პასტა მიიღოთ და კანზე წრიული მოძრაობით წაისვით. სოდა კანს მკვდარ უჯრედებს კარგად აშორებს, პრობლემურ ცხიმიანობას და აკნეს ებრძვის. შედეგად, კანი უფრო რბილი ხდება, ფორები იხურება და ნაოჭები სწორდება.
თუ გრძნობთ, რომ კანი ჩამოწელილი და დაღლილი გახდა, სწრაფი გაახალგაზრდავებისთვის სოდის პასტა გამოიყენეთ.