Connect with us

ჯანმრთელობა

სულის განკურნება: გაესაუბრეთ თქვენს შინაგან ბავშვს

ერთი ცნობილი გამოთქმის მიხდვით , ადამიანი არ აფასებს რაც აქვს, მისი დაკარგვის შემდეგ კი განცდებში ვარდება და დარდიანობს. ეს მოცემულობა მოზარდთა უმეტესობას ახასიათებს, როგორ მოვიქცეთ?! იქნებ თქვენს შინაგან ბავშვთან უნდა იმუშავოთ?!

შინაგანი ბავშვი, ეს არის ფსიქიკის ნაწილი რომელსაც ადამიანის ჭეშმარიტი “მე” ეწოდება, მისი პიროვნული პოტენციალი, სიმთელე და სიცოცხლისუნარიანობა, თვითგამოხატვის ტავისებურებები, უნარი მოძებნოს გამოსავალი სიტუაციიდან, გაიხსნას გარესამყაროსთვის.

ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს შინაგანი ბავშვი. როგორც წესი მისი ასაკია იგივეა რაც მაშინ როდესაც პირველად განიცადა ტკივილი.

ბავშვისტვის ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანია მისი როგორც პიროვნებად მირება, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება, საკუტარი თავისა და ცხოვრებისადმი დადებითი იერის ფორმირება. როდესაც მშობლების მოთხოვნები ბავშვობაში დაკმაყოფილებული არ იყო მათთვის ძნელი იქნება თავისი შვილის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

მშობლები სხვადასხვა გვარად იქცევიან. ზოგჯერ დაცინიან ბავშვს, არ უთიტებენ მის სისუსტეებსა და შეცდომებზე და ბავშვს სულიერ ტანჯვას აყენებენ. სედეგად ბავშვის ქვეცნობიერში შეიძლება საკუთარი ტავის უარყოფითი სახე შეიქმნას და გაჩნდეს საკუტარი თავის მიმართ სიძულვინი ან არ სიყვარული.

ასეთი სულიერად ტრამვირებული ბავშვები დროდადრო ზრდასრულ ცხოვრებაში აბიჯებენ, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად იზრდებიან. სინამდვილეში ისინი იტანჯებიან იმ ჭრილობებიტ რომელთა განკურნებაც ძალიან ძნელია.

ბერნის ტრანზატული ანალიზი

ერთ-ერთი ფსიქოლოგიური თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანი შეიძლება სამ მდგომარეობაში იყოს: ბავშვის, ზრდასრულის და მშობლის. ეს მდგომარეობა ასაკთან არ არის დაკავშირებული, თუმცა ახდენს ადამიანის პიროვნების ილუსტრირებას არსებულ სიტუაციასა და გარემოში.

ფსიქოლოგები ემხრობიან აზრს, რომ რიგი სიტუაციები წარსულით არიან განპირობებული. ზოგს მისწრაფებები და ჟინი უვითარდება, უჩნდება უნარი დაიცვას საკუტარი შეხედულებები და მიაღწიოს წარმატებას, დაისახოს მიზნები. ზოგი კი პირიქით. მშობლები, თანატოლებიდ ა პედაგოგები ახდენენ კონკრეტული პროგრამის გამომუშავებას. შინაგანი ბავშვის აღზრდა კავშირშია ჩვენი ბავშვობის პერიოდის ხარისხთან, იყო ბავშვობა ბედნიერი, სევდიანი, პრობლემური,სიხარულით სავსე და ა.შ.

შინაგანი ბავშვი ფსიქოლოგიაში. დაუსვით თქვენს თავს სწორი კითხვები

ბევრ ჩვენგანს უჭირს პასუხის ისეთ მარტივ შეკითხვაზე გაცემა როგორიცაა: რა ცხოვრებისული გეგმები გაქვთ?! რა გახარებთ?! რა გსურთ?! სწორედ ამ კითხვებზე პასუხზეა დამოკიდებული თქვენი წარმატება და ისინი გასნაზღვრავენ ჩვენს მომავალს ცხოვრებას.

ვერ იმიძრავებთ მიზნისკენ – თუ ის არ არსებობს.
ზრდასრულთა უმეტესობამ არ იცის რა სურთ!

ბავშვებს უხარიათ, უფროსებს – არა

ბავშვებს მიდრეკილება აქვთ არ მიაქციონ ყურადღება წარმატებებსა და წარუმატებლობებს. მათ იციან როგორ უნდა იყოს ბედნიერები თუნდაც მაშინ როდესაც მათი ცხოვრება არც თუ ისე უღრუბლოა. თუმცა მშობლები ხშირად ცდილობენ მათ მიწაზე დაშვებას და ზოგჯერ თავიანთ პასუხისმგებლობებსაც მათ აკისრებენ, მაგალიტად თუ შვილი ფროსია და-ძმებს შორის, მას პატარების მოვლას ავალდებულებენ.

შინაგანი ბავშვი – ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანი ტავს უფლებას აძლებს უდადრდელ ბავშვობაში აღმოჩნდეს. ზოგს ისიც კი გამოსდის, რომ ასეთი მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნოს. ეს რთული სამუშაოა საკუთარ მესთან, როდესაც აუცილებელი ხდება გათავისუფლდეთ წარსულის ტვირთისგან რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს ახლანდელ ცხოვრებაზე.

საკუთარი შინაგანი ბავშვის აღზრდა. იგრძენით ბედნიერება

ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგთან მუშაობას ნამდვილად აქვს აზრი. თუმცა შედეგებს შეიძლება დამოუკიდებლადაც მიღწიოთ. როგორ უნდა გავიგოთ ჩვენი შინაგანი ბავშვის ხმა?! აუცილებელია ამოწეროთ ქაღალდზე მინიმუმ 25 პოზიცია იმისა თუ რისი კეთება გიყვარდათ ბავშვობაში:

  • ლახტით ხტუნვა
  • მდინარეზე ბანაობა
  • პლასტელინით ძერწვა
  • ხატვა
  • ხეებზე ცოცვა
  • ზამთარში ციგით სეირნობა
  • წიგნების კითხვა
  • საქანელაზე ქანაობა

სიის ჩამოწერის შემდეგ დაფიქრდით, თუ რის გაკეთებას ისურვებდით ახლაც. შემდეგ შეგიძლიათ თავი გაინებივროთ ამ საქმიანობით. აუცილებლად მოუსმინეთ თქვენს შინაგან ბავშვს და აუცილებლად გახსოვდეთ, რომ მისი სურვილების ასრულება მნიშვნელოვანია!!!

ფსიქიკის სტრუქტურაში არსებობს ე.წ. შინაგანი მშობელიც – ჩვენი მშობლების პროექცია. ისინი აგრძელებენ თქვენი შინაგანი ბავშვის აღზრდას. შეცდომების ეს წრე თაობიდან თაობას გადაეცემა, ეს რომ არ მოხდეს აუცილებელია თქვენი შინაგანი ბავშვი განკურნოთ. მიიღეთ თქვენი მშობლები სიეთებად როგორებიც არიან, ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით თუ ბავშვობის წლებმა ტრავმა მოგაყენეს. ნუ დაელოდებით მათ შეცვლას, აჯობებს გაიგოთ და მიიღოთ.