საკითხავი
სისხლძარღვების გაწმენდა კარტოფილის ნაყენით: ნათალი არ გადაყაროთ
სისხლძარღვების გაწმენდა კარტოფილის ნაყენით უსაფრთხო, უკუჩვენების არ მქონე მეთოდია, რომელიც გულის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს.
ყურადღება! კარტოფილის ნაყენისთვის არა თავად კარტოფილი, არამედ მისი ნათალი გამოიყენეთ. სწორედ ამიტომ, მისი გაზრდის პირობები ძალიან მნიშვნელოვანია. ნიტრატების უმეტესი ნაწილი მის კანში გროვდება.
როგორ გავწმინდოთ სისხლძარღვები კარტოფილის ნაყენით
- 4-5 საშუალო ზომის კარტოფილი გაასუფთავეთ (კანი ძალიან თხელ ფენად არ გათალოთ). კარტოფილის ნათალი კარგად გარეცხეთ.
- ქვაბი ნახევარი ლიტრი წყლით აავსეთ და აქვე კარტოფილის გარეცხილი ნათალი მოათავსეთ.
- დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ.
- ნაყენი გააგრილეთ. ოდნავ თბილი ნაყენი გადაწურეთ.
- ნახევარი ჭიქა კარტოფილის ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
სისხლძარღვების გაწმენდის კურსი – 2 კვირა.
რა შედეგებს უნდა ველოდოთ სისხლძარღვების გაწმენდით?
სისხლძარღვების გაწმენდის შედეგად:
- სისხლძარღვების დაავადებას, სკლეროზს და თავის ტკივილს თავიდან აიცილებთ.
- წნევას დაარეგულირებთ.
- ინფარქტის და დამბლის ალბათობას შეამცირებთ.
- ქოლესტერინის დონეს შეამცირებთ (თუ მაღალი იყო).
- მხედველობა და სმენა გაუმჯობესდება.
- ფეხებზე ვარიკოზული ვენები შემცირდება ან გაქრება.
- ცხვირ-ხახის, ბრონქების, ფილტვების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობას აუმჯობესებს.
- განწყობა გაუმჯობესდება.