Connect with us

ჯანმრთელობა

სიმსივნის რეციდივი: როგორ დავეხმაროთ ნათესავებს დაავადების განმეორების შიშის დროს?

რეციდივის შესახებ დიდი და მძიმე შესავალს არ გავაკეთებ. თუ ამ სტატიას კითხულობთ, რეციდივის და მისი შიშის შესახებ თავად უფრო მეტი გეცოდინებათ, ვიდრე ნებისმიერ ფსიქოლოგს. ის, რითაც მინდა დავიწყო არის ის, რაც არა ერთხელ გამიგია ადამიანებისგან, რომლების სიმსივნეს ებრძოდნენ: „უცნობია, რა უფრო რთულია – მკურნალობის სიმძიმე თუ დაავადების დაბრუნების მუდმივი შიშის სიმძიმე“.

რეციდივის შიში

უდაოდ, ეს გამაღიზიანებელი და საკამათო ფიქრია, მაგრამ ჩვენი ემოციური ტკივილი და ემოციური ტანჯვა ნამდვილად შეიძლება აუტანელი, დამთრგუნველი და პრაქტიკულად ფიზიკურ დონემდე მტკივნეული იყოს. რეციდივის შემთხვევაში ეს შიშია. შიში, რომელიც გვანადგურებს, რომელიც მოულოდნელად ან მუდმივად ჩნდება. ორგანიზმი სტრესს განიცდის, სტრესს მკურნალობის და დაავადების დროს. ამ დროს სულიც ნერვიულობს და სტრესს განიცდის – შიშის სტრესს.

შიშის ორი ტიპი

ჩვენს ფსიქიკაზე გავლენის მიხედვით ძალიან პირობითად და ძალიან პრიმიტიულ დონეზე შიშის ორი ტიპი გამოიყოფა. იმის მიხედვით, თუ რომელი შიში ჭარბობს, მის საწინააღმდეგოდ შესაბამისი „ანტიდოტი“ ირჩევა. ანტიდოტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფსიქოლოგთან კონსულტაციების დროს ან დამოუკიდებლად იმ ადამიანის მიერ, რომელმაც სიმსივნე გადაიტანა, ან მისი ნათესავების და მეგობრების მიერ.

A ტიპის შიში

ამ დროს ადამიანი ძალიან ბევრ აქტივობას იჩენს. შიში თითქოს ჰიპერ სტიმულაციას აძლევს და მუდმივად რაღაცის კეთებას აიძულებს.

თუ A ტიპის რეციდივის შიში ჩნდება ადამიანი ონკოლოგიური დაავადების გადატანის შემდეგ თითქოსდა გაჩერებას, ამოსუნთქვას, აღიარებას და შემოწმებას ვერ ახერხებს, რომ დაავადებამ უკან დაიხია. ის ექიმებთან სიარულს აგრძელებს და სხვადასხვა მოსაზრებას ისმენს, თუმცა საკუთარ მკურნალ ონკოლოგს ენდობა და აფასებს.

დაზღვევის მიზნით ადამიანი შემოწმებას ხშირად გადის, ვიდრე ეს საერთაშორისო და ადგილობრივი სამკურნალო სტანდარტებით რეკომენდებულია. შედეგებს სხვადასხვა ლაბორატორიებსა და სხვადასხვა მოწყობილობით ამოწმებს. ყველაფერს კითხულობს, ნებისმიერ სისულელეს და არაპროფესიონალურ აზრს არა კრიტიკულად აღიქვამს.

შედეგად, იმის მიუხედავად, რომ დაავადებამ უკან დაიხია, ადამიანი ავადმყოფობით „ცხოვრებას“ აგრძელებს. მთელი მისი აზრები, მოქმედებები დაავადებით და მისი დაბრუნების მოლოდინით არის განსაზღვრული.

B ტიპის შიში

B ტიპის შიშის დროს ადამიანი ზედმეტად პასიური ხდება. შიში თითქოსდა აშეშებს. ადამიანი აპათიური, უმოქმედო და ნაკლებად მოძრავი ხდება. საღი აზრი „გაყინული“ ხდება, არანაირი გონივრული დასკვნა შიშით შექმნილ ამ ყინულს ვერ დაამსხვრევს.

რა გავლენას ახდენს ქცევაზე? რუტინული დიაგნოსტიკური გამოკვლევის ვადა ახლოვდება, მაგრამ ადამიანი რეციდივის შიშით კლინიკაში მისვლას არ ჩქარობს. თუ მასთან ამ თემაზე საუბარს დაიწყებთ, საკუთარ თავში ჩაიკეტება და საუბარს მხარს არ დაუჭერს. მან შეიძლება ავადმყოფობის შესახებ საბუთები, სურათები, ანალიზის შედეგები დაკარგოს. თითქოსდა შემთხვევით შეიძლება მკურნალი ონკოლოგის ან ქირურგის საკონტაქტო ინფორმაცია წაეშალოს. სხეულის ნებისმიერ სიმპტომს უგულებელყოფს, თითქოსდა ვერ ამჩნევს.

როგორ შეიძლება ნათესავები დაეხმარონ რეციდივის შიშის მქონე ადამიანებს?

შიშის ჭეშმარიტება აღიარეთ

რეციდივი შესაძლებელია, ის საკმაოდ უსიამოვნო, დამთრგუნველი და მტკივნეულია. უსიამოვნო მოვლენის დაბრუნების შიში ნორმალურია. უნდა აღიაროთ, რომ რეციდივის შიში ამ სიტუაციაზე ფსიქიკის ნორმალური რეაქციაა.

სწორი მხარდაჭერა გაუწიეთ

ზოგჯერ ნათესავები და ახლობლები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მხარდაჭერის სწორ ვარიანტს არ ირჩევენ. ისინი დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს ეუბნებიან, რომ შიში სისულელეა, რომ ტყუილად ეშინია და შიში არასწორია. ახლობლები ფიქრობენ, რომ ასეთი ურთიერთობა მათ მხარს დაუჭერს, შიშს გააქრობს. სინამდვილეში ადამიანი გრძნობს, რომ მისი არ ესმით, რომ მისი სიტუაციის სერიოზულობას უარყოფენ და ამ რთულ მომენტში მასთან ყოფნა არ სურთ.

თითოეულ ადამიანს მხარდაჭერის საკუთარი სწორი ვარიანტი აქვს, მაგრამ მისი გრძნობების უარყოფა, შიშის უაზრობად ქცევა და უყურადღებობა ან იმის თქმა არ ღირს, რომ შიში არაგონივრული, გადაჭარბებული და „ზედმეტია“. თუ მხარდაჭერის სწორი სტრატეგიის შერჩევა გიჭირთ, ფსიქოლოგს მიმართეთ, ის რეციდივის შიშის მქონე ახლობელთან სწორი ურთიერთქმედების შექმნაში დაგეხმარებათ.

ემოციებს მოუსმინეთ

არასწორი, არა ოპტიმალური, არაეფექტური, მუქარის შემცველი, დამანგრეველი არა მხოლოდ ქცევა, არამედ რეაქცია შეიძლება იყოს. ემოციები საჭიროა იმისთვის, რომ ქცევის კორექცია მოახდინოთ. ემოცია ჩვენი კომპასია და ის ისეთია, როგორიც არის.

ჩვეულებრივ, რეციდივის შიში ასევე კომპასია. ის გვეუბნება, რომ საკუთარ თავს ყურადღება უნდა მივაქციოთ, ექიმის დანიშნულება დავიცვათ, ყველა საჭირო შემოწმება ჩავიტაროთ და ავადმყოფობის გარეშე დრო გამოვიყენოთ. შიშის უგულებელყოფა ან მისი ჩახშობა არ ღირს. ასე შიში უფრო გაძლიერდება და დესტრუქციულ ქცევას გამოიწვევს.

შიშის წამყვანი ტიპი განსაზღვრეთ

რეციდივის შიში „არანორმალურია“ მხოლოდ მაშინ, როცა ის „არანორმალურ“ ქცევას იწვევს. რა შეიძლება ჩაითვალოს არანორმალურ ქცევად? ზემოთ მოცემული ორი ვარიანტი: ან ძალიან პასიური, ან ძალიან აქტიური ქცევა. ჩვეულებრივ ერთ-ერთის ქცევა დომინირებს, ან ერთმანეთს ცვლიან.

პიკები შეამცირეთ

ჩვეულებრივ, ადამიანი, რომელსაც რეციდივის შიში აქვს, თავის პასიურს ან აქტიურ ქცევას ემოციურად განიცდის. პასიური სცენარის დროს დეპრესიის რისკი არსებობს, აქტიური ქცევის დროს – გადაღლილობის და, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დეპრესიის რისკები. თუ ადამიანის მთელ დროს უკან დახეული დაავადება, მისი პოტენციური დაბრუნების წინააღმდეგ ბრძოლა იკავებს და „სხვა“ ემოცია, განწყობა, განცდა, საქმე და ამოცანა არ არსებობს, ამან შეიძლება სულის განადგურება და აპათია ან განწყობის დაქვეითება გამოიწვიოს.

ახლობლებს შეუძლიათ მის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ და ძალიან მაღალი ტალღები შეამცირონ. მათ, ვისაც პასიური ტიპის შიში აწუხებთ, შთაგონება, მოტივაცია, ასევე რთულ და უსიამოვნო მომენტებში მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგალითად, ლაბორატორიაში ან კოსულტანთან მისვლის დროს. აქ ამოცანა უნდა გააფართოვოთ და სტიმული მისცეთ, თუ სად რა გააკეთოთს და სად მიიქციოთ მისი ყურადღება.

ამავდროულად, აქტიური ტიპის შიშის დროს ადამიანს ყურადღების სხვა საქმიანობაზე გადართვა სჭირდება, რომელიც დაავადებასთან პირდაპირ კავშირში არ იქნება. აქ მთავარია ტემპი შეანელოთ და ონკოლოგიას უფრო ნაკლები დრო და ძალისხმევა დაუთმოთ. ამ ადამიანის ცხოვრება ისე უნდა დააბალანსოთ, რომ მან ჩვეულ ყოველდღიურობაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, ჰობთან და ოჯახთან დაბრუნება შეძლოს.

ცოდნით შეიარაღდით

ნათესავები საყვარელი ადამიანის დაავადებას ხშირად აკონტროლებენ. თუ საიმედო წყაროებიდან გეცოდინებათ, თუ თანამედროვე მედიცინა ამ დაავადებას როგორ უყურებს და მისი მსვლელობის დროს რის გაკეთებას გვირჩევს, თქვენ ადამიანის პათოლოგიური შიშის წინააღმდეგ ირიბად იმუშავებთ.

მის გვერდით იყავით

ერთი შეხედვით, ბანალურია. თუმცა ბევრი ადამიანი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვის,  აღიარებს., რომ ახლობლების უბრალოდ გვერდით ყოფნა მათ ეხმარებათ და მხარს უჭერს. ნათესავებმა და მეგობრებმა შეიძლება სასეირნოდ დაპატიჟონ, პროდუქტები უყიდონ, ექიმთან წაიყვანონ, საღამოს დრო მასთან გაატარონ ან ბიულეტენი აიღონ. ყველა ეს წვრილმანი ერთ შეგრძნებად აღიქმება: „მე დაცული ვარ“. იმ შეგრძნებამდე, რომ „მე სრულად უსაფრთხოდ ვარ“ შორსაა, მაგრამ გრძნობა „დაცული ვარ“ შიშს ადამიანის მთელი სულის დაპყრობის საშუალებას არ აძლევს.

Advertisement