ჯანმრთელობა
სიმპტომები, რომლებიც ვიტამინების ნაკლებობაზე ყვირიან. აი, რატომ მინდა სულ ტკბილეული
შემოდგომა დადგა, მასთან ერთად კი დილით ადრე ადგომა უფრო გვიჭირს, სამსახურში ძილიანები დავდივართ, მუდმივად ყურადღება გაფანტული გვაქვს, კონცენტრირებას ვერ ვახდენთ და გაღიზიანებული ვართ. ზოგიერთ ადამიანს დეპრესია ეწყება.
ყველა ეს სიმპტომი ვიტამინების დეფიციტზე საუბრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ დეფიციტის აღმოფხვრით ჩვეული ცხოვრების რიტმს მშვიდად დავუბრუნდებით.
დღეს გიამბობთ, თუ რა კავშირი აქვს სხვადასხვა სიმპტომს ვიტამინების და მინერალების დეფიციტთან.
ავიტამინოზის ნიშნები
1. კანის სიმშრალე
თქვენს ორგანიზმს E ვიტამინი აკლია. მარაგის შესავსებად რაციონში ჩართეთ კაკალი, ცხიმიანი თევზი და მცენარეული ზეთი.
2. ფრჩხილების და თმის მტვრევა
ეს სიმპტომები B ჯგუფის ვიტამინების და კალციუმის დეფიციტზე საუბრობს. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს მარცვლეული, მთელი მარცვლეულის ფაფა, მთელი მარცვლეულის პური.
3. ღრძილების სისხლდენა
ორგანიზმში C ვიტამინის დეფიციტი აღინიშნება. მას შეიცავს ხახვი, ნიორი, ხილი და ბოსტნეული. ასევე შეგიძლიათ ასკილის ნაყენი ან წიწვების ნახარში დალიოთ.
4. ცუდი ძილი და გაღიზიანება
ეს მაგნიუმის და კალიუმის დეფიციტზე საუბრობს. ამ მიკროელემენტებს შეიცავს გარგარის ჩირი, გარგარის პასტილა, შავქლიავი და ჭარხალი.
5. ღამით კრუნჩხვები
ასევე მაგნიუმის და კალიუმის დეფიციტზე საუბრობს.
6. ბატის კანი იდაყვებზე
ეს C და A ვიტამინების დეფიციტის აშკარა სიმპტომია. ის ყველა ნარინჯისფერ ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება: სტაფილო, გოგრა, პომიდორი, გარგარი, გარგარის ჩირი.
7. მარილიანის ჭამა გსურთ
ორგანიზმში ინფექცია მოხვდა ან ანთებითი პროცესები გამწვავდა, პირველ რიგში, საშარდე სისტემაში.
8. ტკბილეულის ჭამა გვსურთ
შესაძლოა, ნერვული გამოფიტულობა გაქვთ ან სწრაფი ენერგეტიკული გამოკვება, გლუკოზა, გჭირდებათ. ამ შემთხვევაში სჯობს თაფლი ან მწარე შოკოლადი შეჭამოთ, რომ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები არ შეგექმნათ.
9. უმი საკვები გსურთ
ეს სიმპტომი გასტრიტზე ან ღვიძლის პრობლემებზე საუბრობს. მტკნარი საკვები სპაზმის გაქრობასა და კუჭის დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
10. საჭმელი უმი გეჩვენებათ
შესაძლოა დეპრესია გაქვთ.
11. მზესუმზირას კვნეტა გსურთ
თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტები აკლია.
12. გსურთ მჟავე
ორგანიზმი თავად ითხოვს ამ პროდუქტებს, რადგან მას ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის სტიმულირება სჭირდება. რაციონში ლიმონი, შტოში ჩართეთ.
13. გსურთ მწარე
თქვენ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ. აქ ორგანიზმის ნაზი გაწმენდა დაგეხმარებათ.
14. გსურთ ცხარე
ცხარე საკვები საჭმლის მონელებას სტიმულირებს, მაგრამ ის გონივრული რაოდენობით უნდა მიიღოთ და არა ცარიელ კუჭზე.
15. რძის პროდუქტებისკენ გიზიდავთ
სავარაუდოდ, საქმე იოდის დეფიციტს ეხება.
თქვენი ორგანიზმი წარმოუდგენლად ჭკვიანი სისტემაა, რომელიც მუდმივად სიგნალს გაძლევთ და თქვენ მხოლოდ მისი მოსმენა გჭირდებათ.