თავის მოვლა
სილამაზის სოუსი: მდოგვი თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად
თავის მოსავლელად შინაურული ექსპერიმენტების ჩატარება გიყვართ? დრო მოვიდა თქვენი თმა საკუთარი ხელით მომზადებული მდოგვის ნიღბით გამოკვებოთ.
მდოგვი არა მხოლოდ ბევრი კულინარიული სოუსის მთავარი ინგრედიენტი, არამედ ყველა სახის მკვებავი ნიღბის მოსამზადებლად სასარგებლო საშუალებაა. ეს იაფი პროდუქტია, რომლის შეძენას ნებისმიერ სუპერმარკეტში შეძლებთ.
მდოგვი თმის გასაზრდელად და გასაძლიერებლად: სასარგებლო თვისებები და მიმოხილვები
მდოგვი თმის ზრდის აქტივატორია, რომელიც უნიკალური თვისებების წყალობით უძველესი დროიდან ცნობილია. მდოგვის ფხვნილი ნიღბების და თმის მოვლის სხვა საშუალებებშიც გამოიყენება. სპეციალისტების აზრით, მდოგვი თმის მკვებავი საშუალებების ტოპ ათეულში შედის.
- ნახეთ, რატომ გახდა მდოგვი ტრიქოლოგების და თმის კოსმეტიკის მწარმოებლების საყვარელი ინგრედიენტი.
- მდოგვი არა მხოლოდ თმის ბოლქვებს ააქტიურებს, არამედ მისი აქტიური ინგრედიენტები თმის გარეგნულ მხარეზე დადებით გავლენას ახდენენ და მდგომარეობას აუმჯობესებენ. ბზინვარე, ძლიერი და ლამაზი თმა – სწორედ ასე შეიძლება დაახასიათოთ თმა მდოგვის ნიღბების რეგულარული გამოყენების შემდეგ.
- მდოგვის ფხვნილის მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ „წვას“ იწვევს და სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, რისი წყალობით თავის კანი იკვებება და თმის გასაძლიერებლად აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით ივსება.
- თმის და თავის კანის ჭარბი ცხიმიანობის დროს მდოგვი შეუცვლელი საშუალებაა. ის დახშულ ფორებს ჭარბი სობიუმისგან წმენდს და კანს თავისუფლად სუნთქვაში ხელს უწყობს.
- მდოგვის ნიღბები თითქმის ყველასთვის შესაფერისია, თუ პროდუქტის მიმართ ინდივიდუალურ აუტანლობას არ ჩავთვლით. ის თმიდან ადვილად ირეცხება და წებოვან ფირს არ ქმნის.
- მდოგვის ნიღბების უამრავი ვარიანტი არსებობს. რამდენიმე ყველაზე ეფექტური და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი სცადეთ.
მდოგვის ზეთი თმის გასაძლიერებლად და გასაზრდელად: ნიღაბი სახლის პირობებში გააკეთეთ
მცენარეული ზეთი ქალის სილამაზის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შეუცვლელია, ხოლო მდოგვის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე სამკურნალოა.
- მდოგვის ზეთი უამრავ ვიტამინს შეიცავს: A, E, K, P, D, B ჯგუფის ვიტამინები. მარცვლების ზეთოვანი ექსტრაქტი მიკრო და მაკროელემენტებით მდიდარია.
- ცხიმოვანი მჟავები და A ვიტამინი თმის გასაძლიერებლად აუცილებელია, ამიტომ მდოგვის ზეთს ყველაზე დასუსტებული და მტვრევადი თმის აღდგენაც შეუძლია. სწორედ მდოგვის ზეთში შემავალ A ვიტამინს თმა უფრო უკეთ ითვისებს, ვიდრე სუფთა სახის.
- მდოგვის ზეთი თავის კანზე მასაჟური მოძრაობით წაისვით ან სხვა ინგრედიენტებს აურიეთ, რომ სრულყოფილი ნიღაბი მიიღოთ.
- მდოგვის ზეთი იაფია და მის შეძენას უახლოეს აფთიაქში შეძლებთ.
- მდოგვის ზეთს თავისი მინუსებიც აქვს: თავის კანის სიწითლის და ანთების დროს არ გამოგადგებათ, რადგან ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია.
მდოგვის ნიღბის გამოყენების წესები
სანამ მდოგვის ნიღბის მომზადებას შეუდგებით, საბაზისო წესებს გაეცანით, რომ შინაურული სილამაზის პროცედურისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.
- ნებისმიერი ნიღაბი უკვე სუფთა და ბუნებრივი გზით ნახევრად მშრალ თმაზე უნდა წაისვათ.
- ეფექტს მხოლოდ ერთი ან სხვადასხვა მდოგვის ნიღბის ან სუფთა სახის ზეთის რეგულარული გამოყენების შემდეგ დაინახავთ.
- მდოგვის ნიღაბი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ გაიკეთეთ, რომ თავის კანი არ დააზიანოთ.
- მდოგვის ნიღბის წასმის შემდეგ თავზე საშხაპე ქუდი ან პოლიეთილენის პარკი დაიფარეთ, ზემოდან კი პირსახოცით შეიფუთეთ, რომ სათბურის ეფექტი შექმნათ.
- მდოგვის დოზა არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქავილი ან თმის დამძიმება შეიძლება გამოიწვიოთ.
მდოგვის ნიღბის რეცეპტები
მდოგვი და კვერცხი
მარტივი და ეფექტური ნიღაბი მათთვის, ვინც სქელ და გრძელ თმაზე ოცნებობს.
- 2 კვერცხის გული აიღეთ და 3 კოვზი მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ.
- ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ და თავის კანზე მასაჟური მოძრაობით წაისვით.
- თავი ქუდით და პირსახოცით შეიფუთეთ, 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ნიღაბი კვირაში 2-ჯერ, 2-3 დღიანი ინტერვალით გამოიყენეთ.
მდოგვის და აბუსალათინის ზეთი
ზეთების ნიღაბი ჯანსაღი და ბზინვარე თმის სწრაფად გაზრდას ხელს შეუწყობს. განსაკუთრებით მშრალი, გაყოფილი ბოლოების მქონე თმისთვის არის სასარგებლო.
- მდოგვის და აბუსალათინის ზეთი თანაბარი პროპორციით აურიეთ. (თითოეული 3 ჩ/კ)
- მიღებული ნარევი თმის ძირებში შეიზილეთ.
- თავი ქუდით შეიფუთეთ და 30 წუთით გაიჩერეთ.
- შამპუნით ჩამოიბანეთ.
- ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გამოიყენეთ.
მდოგვი და კონიაკი
გამათბობელი ნიღაბი მათთვის, ვინც თმის გაცოცხლებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე ოცნებობს.
- 2 ს/კ კონიაკი და 2 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი აურიეთ.
- ნარევი თმის ძირებში წაისვით.
- თავი ქუდით შეიფუთეთ და 20-30 წუთით გაიჩერეთ.
- თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ნიღაბი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.
მდოგვი, თაფლი, ალოე
შემახორცებელი ნიღაბი თავის კანისთვის ქერტლის და აქერცლილი კანის საწინააღმდეგოდ.
- 2 ს/კ თხევადი თაფლი, 2 ჩ/კ მდოგვი და 1 ს/კ ალოეს წვენი აურიეთ.
- ნარევი თავის კანზე წაისვით. განსაკუთრებული ყურადღება მეტნაკლებად მშრალ კანს (გაყოფილი ზოლი და საფეთქლები) მიაქციეთ.
- ქუდი დაიხურეთ და 40 წუთით გაიჩერეთ.
- თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ნიღაბი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.