Connect with us

ჯანმრთელობა

სელის მარცვლები მთელს ორგანზმს გამოაჯანმრთელებს

სელის თესლი В და Е ვიტამინებს, იოდს, კალციუმს, თუთიას, რკინას, კაროტინს, მაგნიუმს, გოგირდს, ფოსფორს, კალიუმს, სპილენძს, ნიკელს, მარგანეცს, კობალტს და ქრომს შეიცავს, ასევე რამდენიმე სასარგებლო ფერმენტს, რომლებიც საკვების მონელებაში გვეხმარებიან. არსებობს სელის ორი ტიპის მარცვლები: ყავისფერი და ოქროსფერი. თუმცა მათ შორის შემცველობის მიხედვით დიდი განსხვავება არ არის.

სელის თესლის სასარგებლო თვისებები:

  • გულისა და სისხლძარღვების მუშაობის გაუმჯობესება
  • ზოგიერთი ტიპის სიმსივნისგან დაცვის ეფექტი
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
  • გვეხმარება შეკრულობასთან ბრძოლაში
  • დეტოქსიკაცია და გამწმენდი ფუნქცია
  • რევმატიზმის, ართრიტის და ართროზის პროფილაქტიკა

მისი სარგებლიანობა ამით არ მთავრდება. სელის ტესლი სასარგებლო გავლენას ახდენს სხვა დაავადბებსა და პრობლემებზეც.

კანისა და თმის ანთებითი დაავადებები, სტრესი, დიაბეტი, საკვების მონელების პრობლემები, ჭარბი წონა, სექსუალურ პრობლემები, ძალების უკმარისობა, წყლის შეკავება, მხედველობის დაქვეითება, გაფანტული სკლეროზი, უნაყოფობა, შიზოფრენია, დეპრესია, ბიპოლარობა, ალერგია, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მისი სარგებელი შეუფასებელია.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და ლინგანები, რომლებსაც სელის თესლი შეიცვას – გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, არეგულირებს გულის შეკუმშვის რაოდენობას და გვეხმარება არითმიის განვითარების რისკის შემცირებაში. მხარს უჭერს სისხლის კარგ ცირკულაციას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.

სიმსივნისგან დაცვა

რამდენიმე კვლევამ დაამტკიცა, რომ მას მკერდის სიმსივნისგან დაცვის თვისებები აქვს. ლიგნანებს სიმსივნური უჯრედების პოლიფერაციის ბლოკირება შეუძლიათ. ამავდროულად ის ხელს უშლის სიმსივნურ პროცესებში მონაწილე ფერმენტების ფუნქციონირებას. კვლევებმა აღმოაჩინეს, რომ სიმსივნის განვითარების დაბალი მაჩვენებელი იყო იმ თაგვებში რომელთა რაციონშიც სელის ომეგა-3 შედიოდა. ცხიმის ამ ტიპს შესაძლებლობა აქვს შეაჩეროს ანთებითი პროცესები, რომლების სიმსივნური უჯრედების განვითარებაში მონაწილეობენ.

სელის თესლის სარგებელი ბოჭკოს შემცველობის გამო

სელის თესლი წონის კლების დიეტებშია რეკომენდებული.

დეტოქსიკაცია და წმენდვა

ის ორგანიზმზე ფუნჯის მსგავსად მოქმედებს, ეხმარება ტოქსინების და ნარჩენების გამოდევნაში. ხელს უშლის ბაქტერიების ლორწოვან გარშსი შეღწევას.

შეკრულობის წინააღმდეგ

გაცილებით ეფექტური საკვები შეკრულობისას – ხსნადი ბოჭკოს შემცველი პროდუქტია. ამ მხრივ სელის მარცვლები განსაკუთრებით ეფექტურია. სელის თესლი ნაწლავში ფუვდება და ამით ნაწლავის პერისტალტიკას აუმჯობესებს.

ამცირებს ქოლესტერინის დონეს

ბოჭკოს ქოლესტერინის დონის შემცირების უნარი აქვს, ის ორგანიზმში ცხიმს ანადგურებს.

სელის თესლის გამოყენება

ორგანიზმის მიერ სელის თესლის ათვისება იოლად არ ხდება. შეგიძლიათ ის დაფქული სახით მიიღოთ. აჯობებს ის თავად დაფქვათ, სახლში, ამისთვის ჩვეულებრივი ყავის საფქვავი გამოიყენეთ.

აჯობებს ისინი ბოლო მომენტში დაფქვათ რათა დადებითი თვისებები ბოლომდე შეინარჩუნოს. მიიღეთ დრეში 25 გრამი სელის ტესლი. შეგიძლიათ ის წყალს, წვენს, იოგურტს, წვნიანს შეურიოთ ან ნებისმიერ საკვებთან ერთად მიიღოთ.

სელის თესლი ძალიან უნივერსალურია კულინარიაში, ფუვდება ნებისმიერ სითხესთან კონტაქტისას.

უკუჩვენებები

ნუ გამოიყენებთ სელის თესლს, თუ:

  • თუ დიარეა ან ნაწლავის გაღიზიანება გაწუხებთ.
  • გაქვთ დივერტიკულიტი – მიიღეთ სელის ზეთი მარცვლების ნაცვლად.
  • არ მიიღოთ სელის თესლი თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გაწუხებთ ან ინსულინს იღებთ.