სხვა
სახლში მომზადებული ნატურალური საწმენდი საშუალებები
სახლში აგრესიული ქიმიის გამოყენების ნაცვლად აჯობებს ამ საშუალებების საკუთარი ხელით მომზადება და გამოყენება ვისწავლოთ. ამ სტატიაში საწმენდი საშუალებების საკუთარი ხელით მომზადებას ვისწავლით.
უნივერსალური საშუალება ნებისმიერი ზედაპირისთვის
დაგჭირდებათ
- ლიმონის კანი
- ძმარი
მოაშორეთ ლიმონს კანი დ აქილაში მოათავსეთ. ქილა ნახევრამდე მაინც უნდა შეავსოთ. კანს ძმარი დაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 2 კვირით ბნელ ადგილას შეინახეთ. დროის გასვლის შემდეგ ძმარი პულივიზატორიან ბოთლში გადაასხით და ფანჯრების, სარკეების, კაფელისა და ზოგადად ნებისმირი ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ.
აირღუმლის საწმენდი საშუალება
დაგჭირდებათ
- საკვების სოდა
- წყალი
- რეზინის ხელთათმანი
- ნოტიო პირსახოცი ან სველი ხელსახოცი
- პლასტმასის ან სილიკონი ნიჩაბი
- პულივიზატორიანი ბოთლი
- ძმარი
ყველაფერი გამოიღეთ ღუმლიან. მოამზადეთ პასტა: აურიეთ (1/2 ჭია წყალზე რამდენიმე სუფრის კოვზი სოდა). პასტა ღუმლეს შიგნიდან, ყველგან წაუსვით. აჯობებს ხელთათმანი გაიკეთოთ. ეს პასტა 12 საათით დატოვეთ, შემდეგ კი ქურა სველი ნაჭრით გაწმინდეთ, ეცადეთ პასტა მთლიანად მოაშოროთ. თუ სოდა გახმა ან მიეკრო შეგიძლიათ სილიკონის ნიჩბით მოაფხიკოთ. თუ ზოგ ადგილას სოდა არ მოშორდა, ამ ადგილებში პულივიზატორიანი ბოთლით ქურას ძმარი მოასხურეთ. ის სოდასთან რეაქციაში შევა და აქაფდება. ქურა კიდევ ერთხელ გამოწმინდეთ სანამ ბოლომდე არ გასუფთავდება.
მილების საწმენდი საშუალება
დაგჭირდებათ
- მდუღარე წყალი
- საკვები სოდა
- ლიმონის წვენი (დაახლოებით 1 ჭიქა)
ჩართეთ ცხელი წყალი და დააცადეთ რომ რამდენიმე წუთით. თუ წყალი ძალიან ცხელი არ არის, სის ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაასხით. დაელოდეთ როდის გავა ბოლომდე წყალი და შემდეგ მილში სოდის ნელ-ნელა ჩაყრა დაიწყეთ. იმისთვის, რომ სოდა სრულად მოხვდეს მილში ის კოვზით ჩაყარეთ. სოდის შემდეგ ნელ-ნელა ლიმონის წვენი ჩაასხით. მილს თავი დაახურეთ და ნახევარი საათით დატოვეთ – მილში წყალი არ უნდა მოხვდეს! დროის გასვლის შემდეგ მილი გახსენით და მასში მდუღარე წყალი ჩაასხით. მსგავსი პროცედურა წელიწადში რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.
თუჯის ტაფების სარეცხი საშუალება
დაგჭირდებათ:
- ღრუბელი ან მაგარი ჯაგრისი
- სუფთა ხელსახოცი ან ქაღალდის პირსახოცი
- მცენარეული ზეთი
- მარილი
თუჯის ტაფა მანამდე უნდა გარეცხოთ სანამ გაცივებას მოასწრებს. ნუ დაასველებთ და ნუ ცატოვებთ ნუჟარაში რადგან თუძი ძალიანს სწრაფად ჟანგდება. ტაფა ღრუბეის ან მაგარი ჯაგრისის მეშვეობით გახეხეთ. არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა და რკინის ჯაგრისი. თუ საკვები ძალიან მიეწვა მაშინ ის მსხვილი მარილით გახეხეთ, ცოტაოდენი წყალი მოახით და ნელ ცეცხლზე დადგით. ამის შემდეგ კარგად გააშრეთ ტაფა პირსახოცით და მცენარეულ ზეთი წაუსვით.
კაფელის საწმენდი საშუალება
კაფელისა და მეტლახის გასაწმენდად საკვები სოდის წყლისა და ლიმონის წვენისგან პასტა მოამზადეთ. დაამშავეთ ზედაპირი პასტთ და შემდეგ იმ უნივერსალური საშაულებით გაწმინდეთ რომლის მომზადებაც სტატიის დასაწყისში გასწავლეთ.
იატაკების საწმენდი საშუალება
ეს საშაულება ფაბრიკაში მომზადებულ ქიმიურ საშაუელბებს არაფრით ჩამოუვარდება. სათლში ცხელი წყალი ცაასხით და ნახევარი ჭიქა ძმარი და არაყი (ან სპირტი) ჩაასხით, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
ჰაერის გამწმენდი
3-4 ცალი ლიმონი ორ ნაწილად გაჭერით და რბილობი მოაშორეთ (შეგიძლიათ მაცივარში შედოთდ ა სხვა მიზნით გამოიენოთ), მიღებულ “ჭიქებში” საკვები სოდა ჩაყარეთ. ყველაფერი ერთ თეფშზე მოათავსეთ და გამოსაჩენ ადგილას დადევით. სოდა უსიამოვნო არომატებს შთანთქავს და ციტრუსის კანი კი სასიამოვნო არომატს აფრქვევს.