თავის მოვლა
სახის გამწმენდი პილინგი მანდარინით: დეტალური ინსტრუქცია
გარემოს ზემოქმედებით ჩვენი სახე ყველაზე მეტად ზიანდება. ზამთარში სიცივისგან იქერცლება, ზაფხულში სიცხისგან ცხიმიანდება. დამატებით ნიღბების ტარება გვიწევს, რომლებიც მუდმივად დისკომფორტს იწვევენ. შედეგად, სათანადო მოვლის გარეშე კანი ბზინვარებას კარგავს. ამის თავიდან ასაცილებლად მთელი წელი სახის გამწმენდ პილინგს ვიყენებ.
ზამთარში მანდარინს ვიყენებ, რადგან მისი სეზონია. არ ინერვიულოთ, რომ მალე მთავარი ინგრედიენტის გარეშე დარჩებით. სხვა დროს ციტრუსის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წვნიანი კენკრა, ხილი და ბოსტნეული. პილინგი ერთნაირად კარგად იმუშავებს, საქმე უფრო გემოვნებაშია. მაგალითად, პირადად მანდარინის არომატი მომწონს.
როგორ მოვამზადოთ სახის გამწმენდი პილინგი
დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი: მანდარინი და მანანის ბურღული. ხილს ქერქი მოაშორეთ და ერთი ნაწილი ამოიღეთ. თხელი ფირი და კურკები მოაშორეთ.
ფიალაში ცოტა მანანის ბურღული ჩაყარეთ და მასში მანდარინის ნაჭრები ჩადეთ. შემდეგ სახეზე წაისვით, ოდნავ დააჭირეთ, რომ მანდარინმა წვენი გამოიღოს.
ზოგჯერ ერთი ნაჭერი შეიძლება საკმარისი არ იყოს. აუცილებლობის შემთხვევაში რამდენიმე მანდარინის ნაჭერი აიღეთ და პროცედურა გაიმეორეთ. სახეზე მანანის ბურღულის მცირე ფენა უნდა დაგრჩეთ.
ნიღაბი 5-7 წუთით გაიჩერეთ. ხელისგულები წყლით დაისველეთ და მასაჟურ ხაზებზე პილინგის მოშორება დაიწყეთ. ძლიერ არ დააწვეთ, რომ კანი არ დაზიანდეს.
ნიღბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახეზე ტონიკი და მსუბუქი დამატენიანებელი კრემი წაისვით. პროცედურა საღამოს გაიმეორეთ.
ნაზი პილინგის რეცეპტი
1 ჩ/კ კვერცხის გული, 1 ჩ/კ ახალი მანდარინის წვენი და 1 ჩ/კ მანანის ბურღული აურიეთ. 2–3 ფენა მიღებული ნიღაბი კანზე წაისვით. ფენებს შორის რამდენიმე წუთი შუალედი გააკეთეთ, რომ ნარევმა გაშრობა მოასწროს.
როგორც კი ნიღაბი გაშრება, კიდევ 2-3 წუთით მოიცადეთ, შემდეგ ზემოთ აღწერილი მოქმედებები გაიმეორეთ.
მანანის ბურღულს შეგიძლიათ დაუმატოთ ან ჩაანაცვლოთ წვრილად დაფქული პარკოსანით, ბრინჯით ან შვრიის ფქვილით. მსხვილი მარცვლები გამოადგება მათ, ვინც უფრო უხეშ სკრაბს უპირატესობას ანიჭებს.
ეფექტს პირველივე გამოყენებაზე დაინახავთ. კანი უფრო ნათელი გახდება, ნაოჭები გაქრება, სახე ვიზუალურად გაახალგაზრდავდება. მანდარინის პილინგი მჟავე პილინგს ეფექტურად ჩაანაცვლებს. სხვა თავის მოვლის პროცედურებთან ერთად კვირაში 1–2–ჯერ წმენდა საკმარისია.
ნებისმიერი, მით უფრო ნატურალური, საშუალების გამოყენების წინ ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ. მაჯაზე ცოტა საშუალება წაისვით და დღის განმავლობაში რეაქციას დააკვირდით. თუ ყველაფერი კარგადაა, სახეზე შეგიძლიათ წაისვათ. გახსოვდეთ, რომ ამით ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებთ. პროცესს კომპლექსურად უნდა მიუდგეთ!