თავის მოვლა
სახე და თმა რომ ბზინავდეს, ეს კოქტეილი დალიეთ
თუ თმა მტვრევადი გაგიხდათ და სახის ფერი შეგეცვალათ, ამ კოქტეილის დალევა სცადეთ. ერთ კვირაში სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ!
თქვენ დაგჭირდებათ:
- 300 გრ რძე
- 3 ს/კ ხმელი შვრიის ფანტელები
- 1 ბანანი
- 1 ს/კ თაფლი
მომზადება:
3-4 კოვზი რძე შვრიის ფანტელებს დაასხით და დააბლენდერეთ, შემდეგ დაქუცმაცებული ბანანი და 1 კოვზი თაფლი დაუმატეთ. ყველაფერი ათქვიფეთ და დარჩენილი რძე დაუმატეთ.
სწორედ რომ ხმელი ფანტელები გამოიყენეთ, რადგან მასში უფრო მეტი ვიტამინებია.
ყოველ ჯერზე ახალ მომზადებული სასმელი დალიეთ.